კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემს ცეროპეგიას ღეროები ძალიან გაეზარდა. ხომ არ აჯობებს, ქოთანი შევუცვალო?

პასუხი: ქოთნის შეცვლა არ არის საჭირო, უბრალოდ, ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომ ღეროებს გაზრდაში ხელი არ შეეშალოს. მისთვის შესაფერისი ადგილია საკიდ კალათაში ან თაროზე, სადაც მზე კარგად აცხუნებს. ამ მცენარეს პირდაპირი შუქი არ მოაკლოთ, თორემ, ცუდი და მეჩხერი ფოთლები ექნება.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ციპერუსი?

პასუხი: ამ მცენარის ფესვები მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ, ქოთანი ღრმა ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

კითხვა: ჩემს პატარძალას ჭია შეესია და უჭამს ფოთოლს. რით დავეხმარო?

პასუხი: მეტრო „დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს სპეციალური მაღაზიები, სადაც, შეგიძლიათ, შეიძინოთ ნებისმიერი შხამქიმიკატი. იქ კონსულტაციასაც გაგიწევენ კონკრეტულ წამალთან დაკავშირებით და შესაბამისად უმკურნალებთ მცენარეს.

კითხვა: როგორ გავახარო „მაიმუნის ყურები”?

პასუხი: ამ მცენარის სახელწოდებაა კატალპა, რომელიც მოგრძო ლებანს იკეთებს და მასში მოთავსებულია თესლი. ამ თესლის აღება შეგიძლიათ საქართველოშიც, კერძოდ, თბილისის ბაღებში. მისი ჩათესვის შემდეგ თქვენ სრულყოფილ მცენარეს მიიღებთ.

კითხვა: როგორ მოვუარო ზამიოკულკასს?

პასუხი: ის იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ.

კითხვა: როდის მოვრწყა ხოლმე იუკა?

პასუხი: ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, მისი ნიადაგი ზომიერად დაატენიანეთ, ზამთარში კი, როცა ტემპერატურა დაბალია, შედარებით იშვიათად მორწყეთ. მცენარეს ძველი ფოთლები ფრთხილად მოაშორეთ (არ მოაჭრათ). აქტიური ზრდის დროს რეგულარულად მორწყეთ სასუქით. შეგიძლიათ, ზაფხულში გარეთაც გაიტანოთ.

კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურას უძლებს ტოლმია?

პასუხი: ტოლმიას მოსწონს გაბნეული შუქი და ნახევრად ჩრდილიანი ადგილი, სიბნელესა და სითბოში ის ფორმას კარგავს. ეს გამძლე მცენარე ბუნებრივ პირობებს უკეთ ეგუება, ამიტომ, შესაძლოა, ოთახის მაღალმა ტემპერატურამ ფოთლები დაუმახინჯოს. სასურველია, თუ მას ჩრდილოეთის ან აღმოსავლეთის ფანჯარაზე მოათავსებთ.

 

скачать dle 11.3