კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

27 იანვარი

1593 – რომის ინკვიზიციამ დააპატიმრა ჯორდანო ბრუნო.

1918 – ეკრანებზე გამოვიდა პირველი ფილმი ტარზანის შესახებ.

1926 – ლონდონში, შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი ტელევიზორი.

1944 – დასრულდა ლენინგრადის 900-დღიანი ბლოკადა.

1948 – მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი მაგნიტოფონი, რომელიც 149 დოლარი ღირდა.

1983 – დასრულდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა (56 კილომეტრი); ის წყალქვეშ გადის და აერთებს იაპონიის კუნძულებს – ხონსიუსა და ხოკაიდოს.

28 იანვარი

1871 – პრუსიულმა არმიამ დაიწყო პარიზის ალყა (საფრანგეთ-პრუსიის ომი).

1986 – ამერიკულ კოსმოსური ხომალდის – „ჩელენჯერის“ აფეთქება.

29 იანვარი

1856 – დაარსდა ინგლისის ყველაზე პრესტიჟული სამხედრო ჯილდო – ვიქტორიას რკინის ჯვარი.

1861 – ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე შტატი გახდა კანზასი.

1927 – ლონდონში გაიხსნა სასტუმრო Pank Lane Hatel, რომელიც პირველი იყო მსოფლიოში ისეთ სასტუმროებს შორის, სადაც ყოველ ნომერს თავისი სააბაზანო ჰქონდა.

30 იანვარი

1820 – ინგლისელები მიიჩნევენ, რომ ამ დღეს ოფიცერმა ედუარდ ბრენსფილდმა აღმოაჩინა ანტარქტიდა; ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ანტარქტიდა აღმოაჩინა ამერიკელმა ნათანიელ პალმერმა; თავის მხრივ, რუსებს აქვთ პრეტენზია, რომ ორი დღით ადრე ანტარქტიდა აღმოაჩინეს ბეინსჰაუზენმა და ლაზარევმა.

1911 – ფინეთში ამოიფრქვა ვულკანი ტაალი. 80 მეტრი სისქის ლავამ, რომელსაც მომწამლავი გაზი ახლდა, 10 კილომეტრი რადიუსის ტერიტორია დაფარა. დაიღუპა 2 000-მდე ადამიანი.

1932 – ფინეთში გამოცხადდა „მშრალი კანონი“.

1933 – გერმანიის კანცლერად აირჩიეს ჰიტლერი.

31 იანვარი

1714 – პეტრე პირველმა გამოსცა ბრძანება, რითაც წარჩინებულები დაავალდებულა, შვილებისთვის აუცილებლად ესწავლებინათ „ციფრები და გეომეტრია“.

1971 – აღდგა (19 წლის შემდეგ) დასავლეთ და აღმოსავლეთ ბერლინს შორის სატელეფონო კავშირი.

1999 – ლატვია შევიდა ევროსაბჭოს შემადგენლობაში.

1 თებერვალი

1918 – პატრიარქმა ტიხონმა ანათემას გადასცა საბჭოთა ხელისუფლება.

1924 – დიდმა ბრიტანეთმა აღიარა საბჭოთა ხელისუფლება.

1930 – საბჭოთა კავშირში დაიწყო მასობრივი კოლექტივიზაცია.

1951 – ტელევიზიით პირველად გადასცეს ბირთვული ბომბის აფეთქების კადრები ნევადის შტატიდან.

2 თებერვალი

1535 – ესპანელმა კონკისტადორებმა დააარსეს ბუენოს-აირესი – არგენტინის დედაქალაქი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პორტი.

1556 – ცენტრალურ ჩინეთში, შანსის პროვინციაში, მოხდა მსხვერპლის მიხედვით ყველაზე გამანადგურებელი მიწისძვრა – დაიღუპა 820 ათასი ადამიანი.

1852 – ლონდონში ფრიტ-სთრითზე გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი.

1898 – ამერიკაში, ჰარტფორდის შტატში, პირველად გაიცა სადაზღვევო პოლისი.

скачать dle 11.3