კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ნარკომანი მამაკაცის ორდღიან ტყვეობაში მეგობრის ცოლი

წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ორჯერ  ნასამართლევი, 46 წლის სერგო მ-იანი სამართალდამცველებმა ოპერატიული  ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. დაზარალებული მოქალაქე,  42 წლის ნატალია კ-იონი მას  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გატაცებაში  ადანაშაულებდა, რაც გამოძიების მასალებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა კიდეც. 

სერგო მ-იანი საქართველოში გატაცებამდე სამი თვით ადრე ჩამოსული ნატალია კ-იონის,  ქმრის მეგობარი იყო. მალხაზ გ-შვილის სამეგობროში ნატალიამ პირველად სერგო მ-იანი გაიცნო. მამაკაცმა ქალს ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებაც ბევრი მოუთხრო და უცხოელ რძალს მარადიული მეგობრობა შეჰფიცა, თუმცა, კრიმინალური წარსულის მქონე  სერგო მ-იანმა  პარალელურად,  ქალის გატაცება  დაგეგმა და  ხელსაყრელ დროს ეძებდა. ამისთვის მან კარგად შეისწავლა ქალის მოძრაობის მარშუტი და როგორც დაადგინა, ქალი კვირაში სამჯერ მარტო, მეუღლის გარეშე დადიოდა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში. სერგო მ-იანმა ორ მეგობართან ერთად დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ჯგუფის ორგანიზატორი თავად იყო. მეგობრებმა ნატალია კ-იონი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიიდან ტაქსით გაიტაცეს. ტაქსის  სერგო მ-იანის მეგობარი პავლე მ-ძე მართავდა. ავტომობილში იჯდა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც მაშინ, როცა ქალმა მანქანა გააჩერა, სალონში იყო ჩამალული. თავად გატაცების ორგანიზატორი სერგო მ-იანი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მეგობრებს არც დანაშაულის ადგილზე გაჰკარებია და  არც იმ ბინაში, რომელიც წინასწარ მოამზადეს გატაცებული ქალის გადასამალად.  მალხაზ გ-შვილმა ცოლის გატაცების შესახებ იმავე ღამეს, ინკოგნიტო სატელეფონო ზარით შეიტყო. გამტაცებელმა ის მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ ქალის ცოცხლად დაბრუნება სურდა,  პოლიციას არ უნდა გაკარებოდა. იმავე საღამოს, თითქოს შემთხვევით,  მალხაზ გ-შვილს  სახლში სერგო მ-იანი ესტუმრა. მეგობარმა მას ცოლის გატაცების ამბავი გაანდო.  სერგო მ-იანი საქმეში გულშემატკივრისა და ერთგული მეგობრის რანგში ჩაერთო და ეს როლი ოსტატურად მოირგო. მან მეგობარს ურჩია, 10 ათასი დოლარი, რასაც გამოსასყიდის სახით ითხოვენ „გამტაცებლები” ის თანხა არაა, რომ ცოლი გაწირო. ამიტომ მისი გახდა გირჩევნია ამ ამბის გახმაურებასო. სერგო მ-იანმა მეგობარს ისიც უთხრა: გამტაცებლებთან მოლაპარაკებებში ჩავერთვები, იქნებ თანხის დაკლებაზეც დაველაპარაკოო.   მალხაზ  გ-შვილმა იცოდა, რომ  მეგობარს წარსულიდან გამომდინარე, კრიმინალურ სამყაროსთან მეტი კავშირი ჰქონდა და უყოყმანოდ ენდო. უფრო მეტიც, სერგო მ-იანმა მეგობარს განუცხადა, რომ საქმეში გამოცდილი ადამიანები ჩართო და მათი მეშვეობით „გამტაცებლებს” დაელაპარაკა: ამდენს ვერ გადავიხდით და სამი ათასი დოლარი უნდა ჩამოგვიკლოთო.  რა იცოდა დაზარალებულმა, რომ სერგო მ-იანი საკუთარ ამფსონს, პავლე მ-ძეს ესაუბრებოდა. სატელეფონო  ნომერი კი, რომლითაც საუბარი ხორციელდებოდა სერგოს თხოვნით პავლეს მეზობლის სახელზე იყო აღებული.  

სერგო მ-იანმა მეგობრის გატაცებული  ცოლი 7 ათას დოლარად  შეაფასა. 24-საათიანი  „მოლაპარაკებების” შემდეგ, მალხაზ გ-შვილი დათანხმდა სერგო მ-იანს, რომ გატაცებული ცოლის გამოსასაყიდად 7 ათასი დოლარი გადაეხადა. როგორც მოგვიანებით დადგინდა, სერგო მ-იანი მეგობართან განშორების შემდეგ პავლე მ-ძეს ხვდებოდა და ინსტრუქციებს აძლევდა, როგორ წარემართა მორიგი სატელეფონო საუბარი დაზარალებულთან. ნატალია  კ-იონი თავისუფლების აღკვეთიდან 2 დღის  შემდეგ გაათავისუფლეს. პირველი, ვინც მას „მიეგება” სერგო მ-იანი იყო. სწორედ ის ასრულებდა შუამავლის როლს დაზარალებულის ოჯახსა და „გამტაცებლებს” შორის.  ნატალია კ-იონი უვნებელი დაუბრუნდა ოჯახს და როგორც ქმარს განუცხადა, მთელი დღე-ღამე ჩაკეტილი იყო ერთოთახიან ბინაში, სადაც მხოლოდ ორჯერ მივიდა ის ადამიანი, რომელიც სცენარის მიხედვით, ტაქსის მძღოლის როლში იყო და მას საკვები მიუტანა.  ნატალია კ-იონი ძალიან აღშფოთდა, როცა შეიტყო, რომ   ქმარს მომხდარის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია, მან კატეგორიულად მოსთხოვა მეუღლეს, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებისთვის  აუცილებლად შეეტყობინებინა. მაგრამ, მალხაზ გ-შვილმა მას ქართული რეალობა „აუხსნა” და დააჯერა, რომ ამ საქმის მიჩქმალვა მისი საბურავების ბიზნესს უფრო წაადგებოდა, ვიდრე მისი – გახმაურება. 

ინციდენტიდან სამი-ოთხი დღის შემდეგ, მეუღლესთან ერთად მეგობარ სერგო მ-იანთან შეხვედრაზე მიმავალმა ნატალია კ-იონმა შემთხვევით ის ადამიანი დაინახა, ვინც მას თავისუფლება აღუკვეთა. ქალის მოთხოვნით, მისი მეუღლე მალულად აედევნა  უცნობ მამაკაცს. მალხაზ გ-შვილი მაშინვე მიხვდა, რომ ის მამაკაცი სადღაც ჰყავდა ნანახი. ცოლ-ქმარმა უცნობი მამაკაცის კვალი დაკარგეს, სამაგიეროდ, ნატალიას მეუღლემ გაიხსენა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი – ის მიხვდა, რომ მამაკაცი სერგო მ-იანის წრეში ჰყავდა ნანახი. ცოლ-ქმარმა მომხადრის შესახებ პოლიციაში განაცხადა. სისხლის სამართლის საქმე ადამაინის გატაცების მუხლით აღიძრა – დანაშაულში ეჭვმიტანილი  სერგო მ-იანის მიმართ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეგრეთ წოდებულ ტაქსის მძღოლთან – პავლე  მ-ძესთან, რომელიც მომდევნო სამი დღის განმავლობაში ხშირად ურეკავდა სერგო მ-იანს და კუთვნილი თანხის სრულად მიღებას სთხოვდა.   როგორც გამოძიებით დადგინდა, სერგო მ-იანმა, მეგობარს, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართო, დაპირებული სამი ათასი დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 1 500 დოლარი მისცა. პავლე მ-ძე, რომელმაც  ქალის გატაცებასა და „მოლაპარაკებებში” ყველაზე სახიფათო როლი შეასრულა, საკუთარი წილით უკმაყოფილო იყო და საქმიან  პარტიორს  თანხის სრულად დაფარვას სთხოვდა.       

სამართალდამცველებმა მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პავლე მ-ძე დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაულიც აღიარა და მეგობრის  სერგო მ-იანის შესახებ ყველა დეტალი გაამხილა. მისი ჩვენების მიხედვით, სწორედ სერგო მ-იანმა დაგეგმა ქალის გატაცების სცენა, მაგის შტერი ქმარი ამ ფულს  უპრობლემოდ გადაიხდისო, – ასე უმტკიცებდა მეგობრებს. სერგო მ-იანი  თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ მეგობრის ცოლი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა. რაც შეეხება დანაშაულის მესამე მონაწილეს, როგორც გაირკვა ის იყო მერაბ მ-ია, რომელიც სერგო მ-იანთან ერთად იხდიდა სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. 

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო მოქალაქე  ნატალია კ-იონის გატაცებისთვის და შესაბამისად, სერგო მ-იანს თავისუფლების ათი წლით, პავლე მ-ძეს – რვა წლით, ხოლო მათ ამფსონს, რომლის ერთადერთი „როლი” ავტომობილში გატაცებული ქალის „გაკავება” გახლდათ, 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა.  

 

скачать dle 11.3