ლიმონის „პანაკოტა“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა ნაღები, 2-3 სადილის კოვზი შაქარი, 2 წვეთი ვანილის ესენცია ან ცოტა ვანილი, 1 ცალი ლიმონი, 1 სადილის კოვზი ჟელატინი, 1 სადილის კოვზი წყალი, პიტნის ფოთლები – მოსართავად.
მომზადების წესი: წყალში დაალბეთ ჟელატინი, დადგით დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ. როცა ჟელატინი წყალში კარგად გაიხსნება, გადმოდგით ცეცხლიდან. გაითვალისწინეთ, რომ მასა არ უნდა ადუღდეს. რძე და ნაღები ათქვიფეთ, ნელ-ნელა ამატეთ (თან, ურიეთ) ჟელატინიანი მასა, შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა და დადგით დაბალ ცეცხლზე (მორევა არ შეწყვიტოთ). 4-5 წუთის შემდეგ, მასა რომ შესქელდება, შეაგრილეთ და გადაანაწილეთ ფორმებში. შედგით მაცივარში 4-6 საათით. „პანაკოტა“ მორთეთ ლიმონის ნაჭრებითა და პიტნის ფოთლებით.