ქათმის სუპ-გულიაში
საჭირო ინგრედიენტები: 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 6 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 თავი ხახვი, 4-5 კბილი ნიორი, 1 კილოგრამი ქათმის მკერდის ფილე, 1/4 ჭიქა პაპრიკა, ქათმის ბულიონის 3 ცალი კუბიკი, 3 ცალი პომიდორი, 0,5 ჩაის კოვზი კამის თესლი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, არაჟანი და ოხრახუშის ნედლი ფოთლები – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: გაცხელებულ ზეთში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 5-6 წუთის განმავლობაში შუშეთ. დაუმატეთ დანაყილი ნიორი და 1-2 წუთი კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და განაგრძეთ მოშუშვა. 7-8 წუთში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, კუბიკებად დაჭრილი ქათმის ხორცი და კიდევ 2-3 წუთი შუშეთ. ინგრედიენტებს დაუმატეთ პაპრიკა, დაფქული კამის თესლი, ბულიონის კუბიკები, დაფნის ფოთოლი და დაფქული პილპილი. დაასხით დაახლოებით 4 ჭიქა წყალი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. თუ სითხე ნაკლები იქნება, წყალი დაუმატეთ. მზა წვნიანი შეანელეთ მარილით და სუფრაზე არაჟანთან ერთად მიიტანეთ, რომელიც გაფორმებული იქნება ოხრახუშის ფოთლებით.