ისპანახის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 350 გრამი ისპანახი, 75 გრამი გარჩეული ნუში, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ბროწეული, 200 მილილიტრი იოგურტი, 1 ცალი ლიმონი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ისპანახი გარეცხეთ და შეაშრეთ. ნუში მსხვილად დაფქვით, მოხალეთ და გააგრილეთ. ხახვი და ნიორი წვრილად დაკეპეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ ხახვი, ნიორი და მოშუშეთ. დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ისპანახი, მარილი და პილპილი. 2 წუთში დაასხით 2 სადილის კოვზი წყალი და 3-4 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. სალათას შეურიეთ ბროწეულის მარცვლები, იოგურტი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.