ავოკადოს სალათა – „აფეთქება“ ხატია შამუგიასგან
ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით – ზამთარში.
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ავოკადო, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი მსხალი, 3-4 კომბოსტოს ფოთოლი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ან სიმინდის ზეთი, ცოტა მარილი, 100 გრამი ოხრახუში, 150 გრამი ყველი, მწიკვი შაქარი.
მომზადების წესი: კომბოსტოს ფოთლები და ბულგარული წიწაკა დაჭერით მსხვილად და მოათავსეთ სასალათეს ფსკერზე. დაუმატეთ ძალიან თხლად და წვრილად დაჭრილი გათლილი მსხალი და ავოკადო. ცალკე მოამზადეთ სოუსი: წვრილად დაკეპილ ოხრახუშს დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ზეთი და მარილი, კარგად ამოურიეთ და მოასხით სასალათეში ინგრედიენტებს, ზემოდან კი მოაყარეთ გახეხილი ყველი.