კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნონი - სამოთხის ხილი

არცთუ შთამბეჭდავი გარეგნობის მიუხედავად, ნონის ნაყოფი ხილის მეფედ არის აღიარებული. მან დამსახურებულად მოიპოვა სასწაულმოქმედი მკურნალის სახელი. ამ ეგზოტიკური ხილის სამშობლო საფრანგეთის პოლინეზიაა. მას მართლაც სასწაული უნარი აქვს, დასუსტებულ ორგანიზმში აღადგინოს ენერგია, გამძლეობა; მოხსნას ტკივილები. მეცნიერებმა მის გირჩის მაგვარ ნაყოფში აღმოაჩინეს ნივთიერება ალკალოიდ ქსერონინი, რომლის წყალობითაც ნონი მთელმა მსოფლიომ უნიკალურ ხილად აღიარა.

ნონის ნაყოფი შეიცავს ფენომენალურ, მაღალი კონცენტრაციის ვიტამინებსა და მინერალებს. ის განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით: თუთიით, რკინით, სპილენძით, მარგანეცითა და იოდით; ასევე, მაგნიუმით, კალიუმით, ნატრიუმითა და ფოსფორით. მასში შედის მჟავებისა და მცენარეული ცხიმების 5 პროცენტი.

ნონი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვეითებს მადას და აქტიურად წვავს ცხიმებს (რაც ხელს უწყობს გეგმაზომიერ გახდომას), ააქტიურებს იმუნურ სისტემას. მასში შემავალი ბეტა-კაროტინი აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან; ამცირებს როგორც ასაკობრივი, ისე მიმიკური ნაოჭების გაჩენას; არის თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება.

თავისთავად ცხადია, გახდომის მიზნით და ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, უმჯობესია ცოცხალი ხილის ან მისი კომპოტისა და წვენის მიღება (ნონი შეგიძლიათ შეიძინოთ ეგზოტიკური ხილის გამყიდველებთან), რაც შეეხება კანის მოვლას, ამ მიზნით გამოიყენეთ ნონის ექსტრაქტზე დამზადებული მაღალკონცენტრირებული, ანტიასაკობრივი, აღმდგენი აქტიური ფორმულის შემცველი უნიკალური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ებრძვის კანის დაბერებას. მას მინიმუმამდე დაჰყავს ნაოჭების გაჩენა, უკვე წარმოქმნილ ზედაპირულ და ღრმა ნაოჭებს კი თითქმის მთლიანად აქრობს; ასევე, ასწორებს კანის რელიეფსა და ტონალობას და აქვს ლიფტინგის ზემოქმედება.

ნონის ულტრაკონცენტრირებული საშუალება კი უზრუნველყოფს კანის სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას; ეფექტურად აგვარებს მის გაუწყლოებას, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას, ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას ეპიდერმისის ღრმა ფენებში.

გახდომის მიზნით ნონის ნაყოფი უნდა მიირთვათ ყოველი ჭამის წინ, ერთი საათით ადრე და რამდენიმე ჯერის შემდეგ აშკარად იგრძნობთ მადის შემცირებას.

ერთი სიტყვით, ნონი სილამაზის, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შემანარჩუნებელი ნივთიერებების ნამდვილი საბადოა.

скачать dle 11.3