კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეთიუ მაკონაჰი და მისი ცხოვრებისეული დევიზი

დიდ ბრიტანეთში დაბადებული ამერიკელი კინომსახიობი მეთიუ მაკონაჰი 44 წლის ასაკში პირველად გახდა „ოსკარის” ნომინანტი. მის მიერ შესრულებული როლი ფილმში „დალასის შემსყიდველთა კლუბი,” ამერიკულმა კინოაკადემიამ დააფასა და იგი „ოსკარის” მიღების ფავორიტ მსახიობად სახელდება.

* მეთიუ დევიდ მაკონაჰი დაიბადა 1969 წლის 4 ნოემბერს, უვალდეში, ტეხასის შტატში. მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრია.

* გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკონაჰი ავსტრალიაში ცხოვრობდა და, როდესაც ის ამერიკაში გადასახლდა, მას გაუჭირდა ავსტრალიური აქცენტისგან გათავისუფლება.

* მეთიუ მაკონაჰი პირველი კანდიდატი იყო მთავარ როლზე „ტიტანიკში”, თუმცა საბოლოოდ, როლი ლეონარდო დიკაპრიოს შეხვდა.

* 2005 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” მეთიუ მაკონაჰი პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* მეთიუ მაკონაჰის ცხოვრებისეული დევიზია:  „იცხოვრე უბრალოდ”.

* თავდაპირველად მაკონაჰი იურისტობაზე ფიქრობდა და ოჰაიოს უნივერსიტეტშიც აპირებდა ჩაბარებას იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და მსახიობობა დაიწყო.

* მეთიუ დეზოდორანტებისა და ოდეკოლონების კატეგორიული წინააღმდეგია.

* მეთიუ მაკონაჰი ბრაზილიელ მოდელ კამილა ალვესზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ქალიშვილი – ვიდა და ბიჭები – ლევი და ლივინგსტონი.

* დაქორწინებამდე მეთიუ მაკონაჰის რომანი ჰქონდა პენელოპა კრუსთან.

* ფილმისთვის „სუპერ მაიკი”, სადაც მეთიუ სტრიპტიზიორს თამაშობდა, მას მთელ სხეულზე ეპილაციის გაკეთება მოუხდა.

* მეთიუ მაკონაჰის ფილმის რიმეიქში ცნობილი კინომანიაკის – ფრედი კრიუგერის როლი უნდა ეთამაშა, თუმცა, საბოლოოდ პროდიუსერებმა არჩევანი სხვა მსახიობზე გააკეთეს.

* მეთიუ მაკონაჰის მეგობრები არიან სანდრა ბალოკი და ჯეიკ გილენჰალი. 

* სამსახიობო კარიერა მეთიუ მაკონაჰიმ ლუდის რეკლამირებით დაიწყო.

* მეთიუ მაკონაჰის ირლანდიელი წინაპრები ჰყავს.

скачать dle 11.3