რიჩარდ ნიქსონის თავგადასავალი საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს
2014 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ პრეზიდენტს რიჩარდ ნიქსონს 101 წელი შეუსრულდებოდა. 37-ე პრეზიდენტის შესახებ უამრავი საინტერესო ცნობა მოიპოვება, მათ შორის ერთ-ერთი 1991 წლის მარტითაა დათარიღებული, როდესაც ნიქსონი დასავლელი ლიდერებიდან ერთ-ერთი პირველი ეწვია საქართველოს და მხარდაჭერა გამოუცხადა.
* 1972 წელს საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს რიჩარდ ნიქსონმა ლეონიდ ბრეჟნევს ელექტრონული მაჯის საათი აჩუქა, რომლის წარმოება ახალი დაწყებული იყო ამერიკაში და იმ დროისთვის ნამდვილი რევოლუციური მოვლენა გახლდათ. ბრეჟნევმა მიიღო საჩუქარი და დაჰპირდა ნიქსონს, რომ სკკპ-ს შემდგომი სხდომისთვის ყველა საბჭოელ დელეგატეს ექნებოდა ასეთი ტიპის საბჭოური წარმოების საათი. ცნობილი იყო სხდომის თარიღი – 1976 წლის 24 თებერვალი. საბჭოელმა მექანიკოსებმა მართლაც დაამზადეს ელექტრონული საათები, მაგრამ, შეიქმნა პრობლემა ელექტრონულ კვებასთან დაკავშირებით და ელემენტების შეძენა ამერიკაში გახდა საჭირო. საბჭოური ელექტრონული საათი ბრეჟნევმა საჩუქრად გადაუგზავნა ამერიკის სახელმწიფო მდივანს – ჰენრი კისინჯერს.
* რიჩარდ ნიქსონი ამერიკის შეერტებული შტატების ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორმოცდაათივე შტატს ეწვია ვიზიტით. საბჭოთა კავშირში თავისი პირველი ვიზიტის დროს, 1959 წელს, ნიქსონი ნოვოსიბირსკამდე ჩავიდა. იმ დროისთვის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სტრატეგიულ ობიექტებში ექსტრაორდინარულ მოვლენად შეფასდა. ნიქსონი ინტერესდებოდა აბსოლუტურად ყველაფრით – ის ესტუმრა თეატრებს, აკადემქალაქებს, ჰესებს.
* საინტერესო ფაქტი მოხდა ნიქსონის ნოვოსიბრისკში ვიზიტის დროს: წითელ პროსპექტზე მანქანით გავლისას ნიქსონმა ყურადღება მიაქცია კერძო სახლებს, რომელთა იერი ბარაკებს უფრო ჰგავდა. ის დაინტერესდა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ სახლებს. მას უპასუხეს, რომ აქ ციმბირელები ზრდიან და ამრავლებენ ღორებს, რაზეც ნიქსონმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა: სახურავებზე სატელევიზიო ანტენებს ვხედავ და, ჩანს, თქვენი ღორები ტელევიზორსაც უყურებენო.
* 1972 წლის ვიზიტის დროს, რიჩარდ ნიქსონი თანმხლებ პირებთან, მათ შორის ჰენრი კისინჯერთან ერთად, კრემლში, იარაღის პალატასთან ახლოს დაასახლეს. ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კრემლის თავზე რამდენიმე დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ფრიალებდა.