კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მართალია თუ არა, რომ უფალი ეკლესიის აღმშენებელს ყველა ცოდვას შეუნდობს?

პასუხი: ეკლესიის მშენებლობა დიდი მადლია, მაგრამ, თუ ადამიანი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ეკლესია თავისი ცოდვების მონანიების მიზნით ააგო, არ ცდილობს, შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, მაშინ აზრი ეკარგება ეკლესიის მშენებლობას. ეკლესია არ არის ხარკი ღვთის წინაშე ადამიანის განუწყვეტელი ცოდვებისთვის. პირიქით, ტაძრის აღმშენებელს უფრო მეტი მოეთხოვება უფლის წინაშე. ადამიანმა ჯერ საკუთარ სულში უნდა ააგოს ტაძარი.

კითხვა: შენახული მაქვს ჩემი შვილის ნათლობის სანთლები და პირსახოცები. როგორ გამოვიყენოთ ისინი?

პასუხი: სანთლები შეგიძლიათ, დაანთოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საბაბით, ხოლო, რაც შეეხება პირსახოცს, ის აუცილებლად სათუთად უნდა შეინახოთ, რადგან მასზე წმინდა მირონის კვალია აღბეჭდილი.

კითხვა: სანამ ეკლესიური გავხდებოდი, ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ეკლესიაში სიარულის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ კი ადამიანებთან ურთიერთობა დამეძაბა. რატომ ხდება ასე?

პასუხი: დაფიქრდით, თქვენ თვითონ ხომ არ იწვევთ მოყვასის გაღიზიანებას გადამეტებული ჭკუის დარიგებებით, რელიგიური ცხოვრებისკენ ბრძენკაცური მოწოდებებით: ხოლო, თუ მიზეზი თქვენში არ არის, მაშინ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ისიც გახსოვდეთ, რომ ეკლესიურობა რთულია და ბევრი წინაღობაც შეგხვდებათ – ასე სურს ბოროტ ძალას, თუმცა, თუ ყველაფერს ღირსეულად აიტანთ, უფალი შეგეწევათ.

კითხვა: როგორ გავიგოთ, არის თუ არა უფლის ნება, როდესაც რაღაც თანამდებობაზე გვირჩევენ?

პასუხი: თუ თქვენ თავად არ ილტვით, არაფერს აკეთებთ ამისთვის და ისე გირჩევენ თანამდებობაზე, ესე იგი, აქ არის უფლის ნება და ღმერთი დაგეხმარებათ.

скачать dle 11.3