კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უკრძალავს კანონი გიორგი ცაგარელს გერმანიაში ათი საათის შემდეგ და როგორ ახერხებს ის სცენიდან უცხოელების შოკში ჩაგდებას

ჩვენი თანამემამულე, ალტისტი გიორგი ცაგარელი, უკვე წლებია, უცხოეთში, კერძოდ, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, თუმცა, საქართველოშიც ხშირად ჩამოდის და კონცერტებში იღებს მონაწილეობას. ის ბავშვობაში ხატვითა და ფეხბურთით იყო გატაცებული და, არავის ეგონა, თუ სიმებიანი ინსტრუმენტით ხელში მოივლიდა მსოფლიოს. გიორგის მიღებული აქვს პირველი პრემია სიმებიანი კვარტეტის კონკურსზე გერმანიაში; არის სულხან ნასიძის „კონცერტის ალტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის” პირველი შემსრულებელი. ახალგაზრდა მუსიკოსი ქართველ მსმენელს ხშირად სთავაზობს ბერიოს, ვოლტონის, ლიგეტის, პენდერეცკის, პიარტის ნაწარმოებების პრემიერებს. სოლისტის რანგში გიორგის აქვს გამოსვლები ბაზელის, დეტმოლდის, რიეკას, პიარნუს, სალონიკის, საქართველოს სინფონიეტასთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 

 

– ბავშვობაში ხატვითა და ფეხბურთით იყავი გატაცებული და, არავის ეგონა, სიმებიანი საკრავით ამხელა წარმატებებს თუ მიაღწევდი უცხოეთში. არადა, შენი ახლობლები ამბობენ, გიორგის სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი დაკარგა თბილისის „დინამომო”. როგორ აღმოჩნდი კლასიკური მუსკის სამყაროში?

– ბავშვობაში მართლაც ფეხბურთელობაზე ვოცნებობი. მეკარე ვიყავი. მაშინ მარტო ფეხბურთზე ვოცნებობდი, მეტი არაფერი მაინტერესებდა. მინდოდა, ცნობილი ფეხბურთელი გამოვსულიყავი და ევროპაში მეთამაშა. რთული იყო ვარჯიშისა და მუსიკის შეთავსება. არ ვიცოდი, რომელი ამერჩია, რა უფრო მინდოდა. გარდატეხის ასაკი მქონდა და საკუთარ თავს ვეძებდი. მერე, ერთი წელი საერთოდ აღარ ვიარე მუსიკაზე და, მივხვდი, რომ არჩევანი მუსიკაზე უნდა გამეკეთებინა. რაც შეეხება ხატვას, ახლაც ვხატავ, მაგრამ, იშვიათად. სხვათა შორის, ფსიქოლოგიურზეც მინდოდა ჩაბარება, მაგრამ, ვიფიქრე, ათწლედს დავამთავრებ და მერე გადავწყვეტ-მეთქი. აღმოჩნდა, რომ კონსერვატორია უფრო ჩემი იყო და იქ გადავწყვიტე ჩაბარება. 

– ბახისა და მენდელსონის საშმობლოში როგორ აღმოჩნდი?

– თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე გერმანიაში, დეტმოლდის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში, პროფესორ მულერის ხელმძღვანელობით, მოგვიანებით კი – ლაიფციგის მენდელსონის სახელობის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სასწავლებელში, პროფესორ მაზურენკოს ხელმძღვანელობით და ბაზელის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში – პროფესორ სიმონესკუს კლასში. 2013 წელს მონაწილეობა მივიღე კრონბერგის საერთაშორისო ფესტივალზე და ამავე წელს ჩავირიცხე იტალიის, კერძოდ, სიენას მუსიკის აკადემიაში, პროფესორ იური ბაშმეტის ხელმძღვანელობით. ახლა გერმანიაში, კერძოდ, ფრანკფურტში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ასე რომ, შვეიცარიიდან გერმანიაში ჩამოვედი და აქ განვაგრძობ კარიერას.

– შენზე ამბობენ, სამ ქვეყანაში ერთდროულად უკრავსო. ეს როგორღა ხდება?

– (იცინის) შვეიცარიის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარზე მიწევდა გამოსვლა და, ასე გამოდის, რომ სამივე ქვეყანაში ერთდროულად ვუკრავდი. არის კაფე, სადაც ჯდები, შენ გვერდით კი სხვა ქვეყნის საზღვარია – ფეხს გადადგამ და იქ ხარ. ამიტომ, ვხუმრობ ხოლმე: მე გინესის რეკორდებში უნდა შევიდე – სამ ქვეყანაში ერთდროულად ვუკრავ-მეთქი (იცინის).

– უცხოეთში ემოციური ადამიანის იმიჯი გაქვს და ამას ხშირად აღნიშნავენ პრესაში, როდესაც შენზე წერენ.

– როცა ვუკრავ, ემოციებში ვარ, ირგვლივ მუსიკის სამყაროს გარდა ვერაფერს ვხედავ და ვგრძნობ. ალბათ, ამის გამო ამბობენ ჩემზე, ემოციური ქართველიაო. 

– როგორც ვიცი, შენ შეკრიბე უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები და გია ყანჩელის მუსიკა სულ სხვა ჟღერადობაში გააცოცხლე. ამის იდეა საიდან წამოვიდა?

– შვიდი ქართველი მუსიკოსი შევიკრიბეთ, შვიდივე უცხოეთში ვმოღვაწეობთ. ანსამბლს „სეპტერიმენდი“ დავარქვით. ძირითადად, გია ყანჩელის მუსიკაზე ვმუშაობდით. გადავწყვიტეთ, დისკიც გაგვეკეთებინა – „ყანჩელიადა“. მისი რამდენიმე ნაწარმოები სეპტეტისთვის გადავაკეთეთ. შემდეგ, ჩვენთან,  ფრანკფურტში, ბატონი გიაც ჩამოვიდა და ერთად ვიმუშავეთ. ძალიან მოეწონა ჩვენი იდეები და მისი მუსიკის ჩვენეული ინტერპრეტაცია, კორექტივებიც შეიტანა. კარგი ჩანაწერი გამოვიდა, კარგი კონცერტებიც იყო. ევროპაში ძალიან მოეწონათ ასეთი კლასიკური ჟანრი და დიდი დაინტერესება წამოვიდა. გია ყანჩელს ალტისთვის რამდენიმე ნაწარმოები აქვს დაწერილი და ყველა მაქვს შესრულებული. ყანჩელის მუსიკა ძალიან ახლოს არის ჩემთან და ძალიან მიყვარს.  მისი შესრულება ცნობილ მუსიკოსებში კარგ  ტონად ითვლება და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. როდესაც არჩევნის გაკეთების საშუალება მეძლევა, უპირატესობას ყოველთვის ყანჩელს ვანიჭებ. დამიჯერეთ,  დარბაზს ყანჩელის მუსიკის შემდეგ ყოველთვის შოკური რეაქცია აქვს. ყანჩელი ისეთი მელოდიურია და ისეთი თვისებები აქვს, რომ ნებისმიერ მსმენელს მოხიბლავს.

– ამბობენ, ალტი სექსუალურ ქალს ჰგავს – მასავით ფორმები და ჟღერადობა აქვს და მამაკაცებს ამიტომ იზიდავსო. შენც ასე ფიქრობ?

– (იცინის) ასე არ მიფიქრია, მაგრამ, ის ადამიანის ხმას გამოსცემს და მასავით ემოციურია. არ დამავიწყდება, ერთხელ, ალტი გამიტყდა და ერთი კვირა დეპრესია დამემართა, ის სტრესი ახლაც მახსოვს. ინსტრუმენტი შენი სხეულის ნაწილივითაა და მასთან განშორება ძალიან ძნელია. რამდენიმე დღე რომ არ შევეხო ალტს, უკვე მენატრება და, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. ალტი სევდიანი ინსტრუმენტია, ის ყველაზე მეტად ასახავს იმ მოვლენებსა და განწყობას, რაც ირგვლივ ხდება. ჩემთან ძალიან ახლოს არის, რადგან, თანამედროვე მუსიკა უფრო მისაღებია ჩემთვის, თან, მიმაჩნია, რომ გულწრფელი ადამიანი ვარ და ალტიც გულწრფელი ინსტრუმენტია.  მიხარია, როცა ჩემი დაკვრით ვინმე სიამოვნებას იღებს. არ ყოფილა სეზონი ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, რომ არ ჩამოვსულიყავი. წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდივარ. საქართველოს სხვადასხვა ორკესტრებთანაც ვთანამშრომლობ, მაგრამ, ყველაზე ხშირად – ნიკოლოზ რაჭველთან.

– შენი მეზობლობა რთული იქნება, არ მეთანხმები?

– ალბათ, კი (იცინის). გერმანიაში საღამოს ათი საათის შემდეგ და შუადღეს პირველი საათიდან სამ საათამდე ხმაური იკრძალება. მეც, იძულებით, ამ წესებს ვემორჩილები. აქ არა, მაგრამ თბილისში, ღამით მეზობლები მიკაკუნებდნენ – დაგვაძინეო. 

– დამეთანხმე, ძალიან იღბლიანი ადამიანი ხარ. 27 წლის ასაკში მოახერხე, რომ კარიერაში ბევრისთვის მიგეღწია, გამხდარიყავი პოპულარული. პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი კარიერის მხრივ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთი ეტაპი დასრულდა და ახლა ახალ, მეორე ეტაპზე ვარ: გავშორდი მეუღლეს და ახლა მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ. სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. ბევრი ოცნება ამიხდა, მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს ასახდენი და, იმედია, კიდევ უფრო გამიმართლებს.

 

скачать dle 11.3