კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა საქართველოს პრეზიდენტს უფლება, პარალელურად ეწეოდეს უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას?

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს თანამდებობის პირს. ამავე კანონის მიხედვით კი, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ანდა ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოს, თუ დაწესებულებაში. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, ეწეოდეს უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ საქმიანობას.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის კერძო დაწესებულებებია გათანაბრებული სახელმწიფო დაწესებულებასთან? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებასთან გათანაბრებული დაწესებულებებია: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – ფონდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ან სხვა საჯარო ფუნქციებს; რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ; ასევე, დაწესებულებები, რომელთა შემოსავლის წყარო კანონითაა დადგენილი და რომლებიც განკარგავენ მნიშვნელოვან სახელმწიფო ქონებას.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს აქცესორული უფლება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს შეზღუდული უფლება?

პასუხი: შეზღუდულია უფლება, როცა ის ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის მოთხოვნებზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა სამოქალაქო ურთიერთობებში და არსებობს თუ არა ისეთი სახის სამოქალაქო ურთიერთბები, რომლებზედაც არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ზოგადად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია ხანდაზმულობის ვადის ხანგრძლივობა სამოქალაქო ურთიერთობებში?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. თუმცა, არსებობს ხანდაზმულობის განსხვავებული ვადები სახელშეკრულებო მოთხოვნებთან დაკავშრებით. კერძოდ, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ასევე, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება, გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა შეჩერდეს ხანდაზმულობის ვადა და დადებით შემთხვევაში, რა გარემოებები შეიძლება გახდეს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ: ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი); სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა; კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში. ასევე, კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

კითხვა:  ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს უძრავი და მოძრავი ნივთების ცნება. გთხოვთ, მაცნობოთ, რა არის  უძრავი ნივთის განმასხვავებელი კრიტერიუმი მოძრავი ნივთისგან?

პასუხი: გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენი ნივთი ითვლება მოძრავად.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და რა იგულისხმება არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ცნებაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება, გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება, რაიმე მოსთხოვოს სხვა პირებს. 

скачать dle 11.3