კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აირჩიე მომავალი და გახდი მეზღვაური

გვესაუბრება ბათუმის საზღვაო ცენტრის, „ანრის” დირექტორი, საზღვაო კაპიტნების ფედერაციის ასოციაციის წევრი, ღირსების ორდენის მფლობელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანზორ დიასამიძე.

 

– ბატონო ანზორ, როგორი უნდა იყოს მეზღვაური?

– უპირველესად, სულით წმინდა, ვაჟკაცური თვისებებით, სამშობლო უნდა უყვარდეს. ამ უკანასკნელის გარეშე არც ზღვაში ვარგიხარ, არც ცაში და არც ხმელეთზე. მეგობრობა და  მხარში დგომა – საყრდენი უნდა იყო გვერდში მდგომისთვის. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის – ეს უნდა იყოს შენი ცხოვრების ამოსავალი პრინციპი, ინტერნაციონალიზმის თვითშეგნება. ზღვაზე... ზღვაა ყველაფერი.

– ბატონო ანზორ, საზღვაო ქვეყანა ვართ. რამდენადაც ვიცი, ჩვენს კაპიტნებსა და მეზღვაურებზე მოთხოვნა ნამდვილად არის უცხოურ გემებზე...

– დიახ, იმიტომ რომ, ისინი მთელ გულსა და სულს დებენ საქმეში. საზღვაო ქვეყანა კი ვართ, მაგრამ გემთმფლობელები არ გვყავს. ბიზნესმენებს არა აქვთ ამის სურვილი. ფაქტობრივად, ჩვენს კაპიტნებსა და მეზღვაურებზე მოთხოვნა იმანაც განაპირობა, რომ მიუხედავად პროფესიონალიზმისა და მაღალი კლასისა, შედარებით დაბალ ანაზღაურებაზეც თანხმდებიან, მაგრამ უმუშევრები არასდროს არიან.

– როგორია პირველკურსელთა განათლების დონე, იგრძნობა თუ არა დინამიკა ამ კუთხით?

– აღვნიშნავ, რომ მონდომებულნი და დაინტერესებულნი არიან, მიიღონ განათლება, რაც შემდგომ მათ პროფესიულ განვითარებას განაპირობებს. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ამ მისიის განხორციელებაში. სტუდენტების განკარგულებაშია ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სხვადასხვა პრაქტიკისთვის აუცილებელი სიმულიატორები. ასევე, ვცდილობთ, სტუდენტები მივაჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამისათვის კი ცენტრს გააჩნია სპორტული დარბაზი და სხვა დივიდენდები. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებაში. სულ ახლახან სტუდმმართველობის ბაზაზე ჩამოყალიბდა საზრიანთა და მხიარულთა გუნდი „მეკობრეები“, რომლებმაც უკვე მიიღეს სხვადასხვა გასართობ და ინტელექტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობა. 

– ბატონო ანზორ, ვისაუბროთ ცენტრის მიღწევებსა და დღევანდელ სიახლეებზე.

– 2000 წელს დავაარსეთ საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი, რომელიც პირველი და ერთადერთი აღიარებული ცენტრი იყო საქართველოში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ. ამ ცენტრის საქმიანობა კი, დაიწყო კურსებით, რომლებიც დღემდე წარმატებით ხორციელდება და ესენია: საბაზო უსაფრთხოების კურსები, ტანკერების გაცნობითი კურსები, ტანკერების გაფართოებული კურსები, GMDSS-ის და ARPA-RADAR-ის კურსები, მშრალი გადაზიდვის გაცნობითი და გაფართოებული კურსები, ხანძართან ბრძოლის კურსები, პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები და ასე შემდეგ. ამავე წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ და წამყვანი გემთმფლობელი კომპანიების მოთხოვნით, ასევე,  იმავე ორგანიზაციისა და COLUMBIA SHIP MANAGEMENT-ის დახმარებითა და თანადგომით შევიძინეთ და ექსპლუატაციაში გავუშვით BTM-ის (კაპიტნის ხიდური) და ხმელეთზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ტრენაჟორები. ყველა ზემოჩამოთვლილი კურსების არსებობამ უფლება მოგვცა, საზღვაო საწვრთნელი ცენტრი განხდარიყო ერთ-ერთი ძლიერი, აღიარებული და ლიცენზირებული საწვრთნელი სასწავლებელი, როგორც საქართველოში, ასევე აღიარებული იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ. ამან კი ლომის წილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, შესულიყო საზღვაო ქვეყნების IMO ეგრეთწოდებულ „თეთრ სიაში”; აღვნიშნავ, რომ ამ სიამ აღიარება მოუტანა ქართულ საზღვაო დიპლომებსა და სერტიფიკატებს მსოფლიოში, რამაც ნება დართო ქართველ მეზღვაურებს მსოფლიოს მცურავ საშუალებებზე ნებისმიერი ქვეყნის დროშის ქვეშ საპატიო ადგილი დაეკავებინათ. 

2005 წელს კი, დაარსდა ახალი შპს „საზღვაო ცენტრი ანრი” და მოღვაწეობა გავაგრძელეთ ახალ შენობაში. ასევე, შევიძინეთ ახალი ინვენტარი, რათა ჯეროვნად შეგვძლებოდა საქმის გაგრძელება. 2006 წელს „საზღვაო სასწავლო ცენტრმა ანრიმ“ მიიღო საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 შესაბამისობის სერტიფიკატი, ასევე, IQNet–ის სერტიფიკატი. ამავე წელს შევქმენით და ექსპლუატაციაში გავუშვით საცურაო აუზი და სამაშველო და სწრაფმავალი კატარღების ტრენაჟორი. მოვიპოვეთ ლიცენზია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით მოგვემზადებინა საზღვაო რიგითი შემადგენლობა. შპს „საზღვაო საწავლო ცენტრი ანრი” აღიარებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. შპს „სსც ანრი” არის ისეთი ასოციაციების წევრი, როგორიცაა IASST (უშიშროების და გადარჩენის წვრთნების საერთაშორისო ასოციაცია), Global MET (გლობალური საზღვაო განათლება და მომზადება) და „აჭარის ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და გადამზიდავთა ასოციაცია”. 

– ბატონო ანზორ, ხომ არ არის რაიმე, რაც ხელს გიშლით ცენტრის კიდევ უფრო მეტ განვითარებაში?

– მოგახსენებთ, განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი სასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვართ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება და რა თქმა უნდა, დამოკიდებულები ვართ მსმენელებისა და სტუდენტების რაოდენობაზე. სამი წელია, რაც მოგვენიჭა უფლება, სტუდენტები მოვამზადოთ უმაღლესი (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამით და მივცეთ უმაღლესი განათლება, ჩვენთან სწავლება მართლაც მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით არის გაჯერებული. თუმცა დღემდე ბაკალავრიატში სტუდენტების საერთო რაოდენობა 30-ს შეადგენს. სწორედ აქედან გამომდინარე, უფრო მეტი განვითარებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი თანადგომა და კეთილი ნების გამოხატვა, რაც სტუდენტების რაოდენობაზეც აისახება. გეტყვით, რომ 2013-2014 სასწავლო წლისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრში ჩვენი სასწავლებელი 502-მა აბიტურიენტმა დააფიქსირა, აქედან კი მხოლოდ 4 სტუდენტი ჩაირიცხა ჩვენს სასწავლებელში. 

2010 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ¹248-ის საფუძველზე ჩვენს შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის” მიეცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, პროფესიული უმაღლესი და საბაკალავრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად სპეციალობებზე: გემთწამყვანი და გემთმექანიკური. 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის IV საფეხურზე, სპეციალობით:

* გემბანის მეზღვაური (მატროსი);

* სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი);

პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე სპეციალობით:

* გემბანის მეზღვაური (მატროსი);

* სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი);

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.

უმაღლეს (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალობით – საზღვაოსნო მეცნიერებები: 

* საზღვაო ნავიგაცია;

* გემის მექანიკა.

სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელს. 

2012 წლის სექტემბრიდან  გვაქვს უფლება, ვაწარმოოთ უცხო ქვეყნების სტუდენტების ინგლისურ ენაზე სწავლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის III საფეხურზე, სპეციალობებით: 

* გემბანის მეზღვაური (მატროსი);

* სამანქანე განყოფილების მეზღვაური (მოტორისტი).

ჩვენს ცენტრს მფლობელობაში გააჩნია სასწავლო გემი თ/მ „კაპიტანი ოთარ ჩახვაძე”, რომელზეც ერთდროულად 40 სტუდენტს შეუძლია პრაქტიკის გავლა. 

2013 წელს ბათუმში არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დავამონტაჟეთ სამაშველო კანჯო, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაიარონ სრულყოფილი პრაქტიკა. მიმდინარე წლის აპრილში წარმატებებით გავიარეთ რესერტიფიკაცია საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2008 შესაბამისობაზე. 

შპს „სსც ანრი” მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კრუინგულ კომპანიასთან: Columbia shipmanagement, Baltic Group Int., Queensway Services, WELL Co., Troyshipping, Cata Shipping და სხვა. უმეტესი კრუინგული კომპანიის მეზღვაურები სერტიფიცირებას გადიან ჩვენს ცენტრში. ცენტრი მონაწილეობს TRACECA-ს პროექტში. შპს სსც ანრი” IFMSA-ს და Global MET-ის ნამდვილი წევრია. სასწავლო პროცესს უძღვებიან გამოცდილი პროფესიონალები, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ სტუდენტებთან. შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი ანრის” საქმიანობა მიმართულია საზღვაო სპეციალისტებისა და დამწყები მეზღვაურების მომსახურებაზე. ცენტრში ხორციელდება მეზღვაურების მომზადება-გადამზადება, სერტიფიცირება, სწავლება, დასაქმება. ცენტრის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებსა და კონვენციებს. 

ბათუმის, ბულვარში, ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდისფერ შენობაში, იქ სადაც სასწავლო გემი ამაყად შემოგეგებებათ ტერიტორიაზე შესვლისთანავე, გელოდებათ რომანტიკული პროფესიის სამყარო. აქ მომავალი მეზღვაურები იზრდებიან. 

მისამართი: საქართველო, ბათუმი. ხიმშიაშვილის ქ. ¹7. ტელეფონები: 593 40 22 18; 0422 21 07 57.

скачать dle 11.3