კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცხოვრობდა ოთო ნემსაძე სამი თვის განმავლობაში ლვოვში და რა ინციდენტში გაეხვია ის საკუთარი სახლის სადარბაზოსთან

ოთო ნემსაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინულ ენას სწავლობდა. მას ამ ქვეყანასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს. ამიტომაც, ახლო მომავალში ისევ აპირებს იქ გამგზავრებას. მის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლეა. რაც მთავარია, ნიჭიერ მომღერალს ამჟამად ცხოვრების ყველაზე კარგი ეტაპი აქვს.

 

ოთო ნემსაძე: სამი თვე ვცხოვრობდი ლვოვში. უკრაინული ენა ვისწავლე. რომ ამბობენ, ძალიან ჰგავს უკრაინული რუსულსო, საერთოდ არ ჰგავს. სუფთა უკრაინულად ლაპარაკი უფრო რთულია, ვიდრე რუსულ-უკრაინულად. მყავდა პედაგოგი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში. ლვოვი ძალიან ლამაზი ქალაქია, ბევრი ღირშესანიშნაობით, არქიტექტურით, ეკლესიით, ბევრი ტურისტით, გასართობით, რესტორნებით – მოკლედ, ყველაფრით. მაგრამ მე პენსიონერივით ვცხოვრობდი ჩემთვის წყნარად, მშვიდად. დავდიოდი მასწავლებელთან – სამსახიობო ოსტატობაზე, ვოკალის პედაგოგთან, მაგრამ მისგან წამოვედი. ჩემი აქაური მასწავლებლები მირჩევნია.

– როგორც ვიცი, ის, რომ ლვოვში გეცხოვრა, უკრაინული ენა გესწავლა, შენი ყოფილი მწვრთნელის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის იდეა იყო. 

– ჩემი მწვრთნელი ლვოვიდან არის. ლვოვი, უკრაინის ნაციონალისტური ცენტრია, იქ რუსულად არავინ დაგელაპარაკება. დავდიოდი ბაზარში, რომ მევაჭრა და უკრაინულად მელაპარაკა. მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარე, ბევრი მეგობარი შევიძინე. ჩემი მწვრთნელის დახმარებით ბევრი ადამიანი გავიცანი. 

– როდესმე გივლია სამსახიობო ოსტატობაზე, თუ ეს პირველი იყო?

– არა, პირველად მივედი. დავდიოდი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო არტისტთან. ბევრი გამოცდილება შევიძინე მასთან ურთიერთობით, რადგან ძალიან კარგი ადამიანია. უკრაინის ყველაზე ძველ თეატრში თამაშობს, მის არც ერთ სპექტაკლს არ ვაცდენდი. კულტურული თვალსაზრისით, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე, დავინახე. თან, სპექტაკლის წინ მაძლევდა პატარა რეზიუმეს სპექტაკლის შესახებ. ვსაუბრობდით ბევრს, სალონური ტიპის საღამოები მქონდა. თბილისური კი არა, უკრაინული ცხოვრების სტილისგანაც კი განსხვავდება ლვოვის ცხოვრების წესი. ცალკე სამყაროა საერთოდ. 

– დახვეწე შენი სამსახიობო ოსტატობა? 

– არ ვიცი, თუმცა მითხრა: არ გჭირდება არაფრის სწავლა, შენით აკეთებ ყველაფერს. რამე რომ გასწავლო, მერე შეიძლება, ჩარჩოებში ჩაჯდე და ეს არ მინდაო. არ მიმაჩნია, რომ სცენაზე მსახიობივით ვთამაშობ, უბრალოდ, ვაკეთებ იმას, რაც მინდა. 

– როგორ ფიქრობ, სწორად დგახარ მიზნისკენ მიმავალ გზაზე? 

– ვფიქრობ, პროგრესულად და წარმატებულად მივდივარ. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, ამ ეტაპზე რა მინდა. 

– რა გინდა, ცოლის მოყვანა ხომ არა? 

– ვიფიქრებ ამაზე, არც ეს არის გამორიცხული. ზოგადად, ჩემს მიზნებს მიმართულება მივეცი. ამ სფეროში ყველაფერი სხვანაირად არის და კონკრეტულად ვიცი, რა მინდა. სულ ამბობენ, რომ საქართველოში არ არის შოუ-ბიზნესი, არც იარსებებს არასდროს. უფრო სწორად კი, არსებობს, მაგრამ კომერციული კუთხით საქართველოში ეს სფერო ვერასდროს იარსებებს, რადგან არ გვაქვს ბაზარი. ბაზრის გარეშე კი არ არსებობს ბიზნესი, თუ ბიზნესი არ არსებობს, ესე იგი, არც შოუ არსებობს. 

– კონცერტებზეც ხომ არ გამოდიოდი? 

– არა, მე ვესწრებოდი ძალიან ცნობილი უკრაინელი მომღერლების, ჯგუფების კონკურსებს. ახლა „ოკეან ელზის“ კონცერტზე მივდივარ, 20 წლის იუბილე აქვთ. ივანო ფრანკოს სახელობის ეროვნული სტადიონის ბილეთები უკვე გაყიდულია, დაახლოებით 60 ათასი კაცი ეტევა. როგორც ვიცი, ნინო ქათამაძემაც უნდა იმღეროს, მეგობრობს ვაკარჩუკთან. მეც შემპირდა ადრე, რომ ერთ დიდ კონცერტზე მამღერებდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, შეიძლება, დუეტში ვიმღერო, არ ვიცი. ახლა მუშა პროცესში ვარ, ჩემი ალბომი მაქვს გადასაღები. ლვოვში რომ ჩავალ, 4-5 სიმღერას ჩავწერ, შემდეგ კიევში გადავალ, იქაც ჩავწერ და ეს სიმღერები, წესით, ზაფხულამდე უნდა დატრიალდეს. ყველანაირი ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ პოპულარული გახდე, თუ არის რეალურად ხარისხიანი, მომხმარებელზე მორგებული მუსიკა. ვაკარჩუკს დიდი გამოცდილება აქვს, უკრაინაში მუსიკის „ღმერთია“. მას უსმენს ყველა. თვეში 22 კონცერტი 30-ათასიანი მაყურებლის წინაშე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, ტურნეში რომ გავყევი, ამაში დავრწმუნდი. რაც შეეხება ჩემს ალბომს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება, ზაფხულში, წესით, ალბომი უნდა გამოვიდეს, ხოლო სექტემბერში ტურნე დამეწყება. ეს არის გეგმა-მაქსიმუმი, თუმცა შეიძლება, ამ მაქსიმუმს გადავაჭარბოთ. პირადად მე, მზად ვარ ყველაფრისთვის. 

– როდესაც უკრაინაში იყავი, იმ დროს იქ საპროტესტო აქციები მიდიოდა. სოციალურ ქსელებში წერდნენ: როგორ სცემეს ოთო ნემსაძეს ერთ-ერთ აქციაზე. ვიცი, ეს არ შეეფერება სიმართლეს და მომიყევი, რა მოხდა სინამდვილეში. 

– ჩემს ქვეყანაში, რატომღაც, ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩულის დადებას ცდილობენ, რაც ძალიან საწყენია. რატომ უნდა ესმოდეს მუდმივად პოლიტიკაზე საუბარი ჩემს ძმისშვილს თუ დისშვილს, 3 წლის ბავშვს. მეც არ მაინტერესებს პოლიტიკა, არ ვერევი ამ სფეროში, რადგან არ არის ჩემი საქმე. პოლიტიკაში ჩემი წასვლაც გამორიცხულია, ამაზე ადრეც რამდენჯერმე მკითხეს და მეცინება. უკრაინელი ხალხი დღეს ძალიან ცუდ დღეშია (ინტერვიუ ჩაწერილია 21 იანვარს – ავტორი) და ჩვენი მხარდაჭერა მათ ნამდვილად სჭირდებათ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, იქ რა ხდება – სრული განუკითხაობაა. ასეთი უიმედო ხალხი არ მინახავს არც ერთ ქვეყანაში. ლვოვი, როგორც აღვნიშნე, ნაციონალიზმის ეპიცენტრია და ყველა ნამდვილი უკრაინელი ამ ქალაქში ცხოვრობს. რუსულად რომ მიმართო, არც გელაპარაკებიან, ღიზიანდებიან. რასაც ლვოვი ამბობს, მერე იგივეს ამბობს კიევიც, რადგან იქ ისეთი ხალხი ცხოვრობს, ნამდვილად განიცდიან უკრაინის მდგომარეობას. მე ლვოვის ცენტრში ვცხოვრობდი, იქიდან კარგად ჩანდა აქციები. ძალიან ბევრი პროვოკაცია ხდებოდა, ალბათ, რუსული, რადგან, როგორც ვთქვი, იქ არავინ ლაპარაკობს რუსულად. პროვოკაციის დროს კი რუსულად საუბრობდნენ. ერთ დღეს, როდესაც დედასთან ერთად სახლში ვბრუნდებოდი, სადარბაზოსთან დამხვდნენ. ყველაზე მეტად იმაზე გავღიზიანდი, რომ წერდნენ: ოთო ნემსაძეს სცემესო – ოთო ნემსაძის ცემა არ არის ასეთი ადვილი. 

– ვინ იყვნენ?

– პოლიციის განყოფილებაში მითხრეს, რომ „სკინჰედები” იყვნენ. საავადმყოფოდან ინფორმაცია გადაეცა პოლიციას, პოლიციიდან – ჩვენს საელჩოს, ჩვენი საელჩოდან ჟურნალისტებს და ატყდა ერთი ამბავი. იმ დღეს ბევრი პროვოკაცია მოხდა და მეც მოვხვდი… მიზანი ერთი იყო: უცხოელები ცუდად განეწყოთ უკრაინელების მიმართ. ორი მოდიოდა წინიდან, ერთი უკან იდგა. წინ ვინც მედგა, დამეჯახა, მოვტრილადი და მოქნეული ჰქონდა რაღაც. თავი მობრუნებული რომ არ მქონოდა, გამიტეხდა, გადავრჩი. დედაჩემი ყოველთვის ადეკვატურია, სასწრაფოდ მიხვდა, რომ ჩემ მხარეს უნდა გადმოსულიყო. მე, რადგან დედასთან ერთად ვიყავი, არც გავკიდებივარ იმ ადამიანებს. ისე, რომ მეჩხუბა, დედაჩემიც იჩხუბებდა. მეგობრებთან ავედი, პატარა დაზიანება მქონდა ყურს უკან. ჩვენი საელჩო ძალიან დამეხმარა და მათ ამისთვის დიდი მადლობა. 

– ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში. როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს და ურთიერთობის მნიშვნელოვან ეტაპზე ხართ. 

– კარგად ვართ, ალბათ, ჩემი პირადი ცხოვრების დასკვნით ეტაპზე. მშვიდად ვარ, წყნარად და მინდა, ეს ასე გაგრძელდეს. არსებობს ადამიანი, რომელიც მიყვარს, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, ზუსტად ჩაჯდა ჩემი ცხოვრების რიტმში, ისივე, როგორც მე ჩავჯექი მის ცხოვრებაში. 

– თუმცა, ორივე სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობთ, ის – ამერიკაში, შენ – საქართველო-უკრაინაში. ეს ხელს არ შეგიშლით? 

– არა, ახლა უკვე  ჩემ გამო ცხოვრობს საქართველოში, ქართველია. ზოგადად, ასეთი რაღაცეები წამებში, წუთებში ხდება და შემდეგ ემატება ის დღეები, რაც ერთად გაქვთ გატარებული. ყველაზე მაგარი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში და ძალიან მიხარია. 

 

скачать dle 11.3