კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწორი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია

სწორი კვება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია

ახალგაზრდებისთვის აუცილებელია თხილეულისა და სუბტროპიკული ხილის ჭამა. 40 წლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები – სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ.  ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.

დღეში, თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს სხვადასხვა დაავადების რისკისგან, მაგალითად, როგორიცაა წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, მკერდის კიბო. ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ძილის წინ საძინებელი ოთახის განიავება. მხიარული ბუნების ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დეპრესიულები. სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ, იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს, შეისწავლით უცხო ენებს, მაშინ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.

 

სტენოკარდიის სამკურნალოდ სვით ასკილის, კუნელისა და შავბალახას ნაყენი

კუნელი, ასკილი და შავბალახა უნიკალური სამკურნალო მცენარეებია. კერძოდ: 

კუნელი შეიცავს ფლავონოიდებს. ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, როგორც კუნთის მატონიზებელი საშუალება. აქვს წნევის დამწევი თვისება. აგრეთვე, აწესრიგებს გულის რიტმს და აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას.

ასკილი, როგორც ვიტამინებისა და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებათა წყარო, ბევრი დაავადების დროს გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მას ახასიათებს წნევის დაწევისა და გულის კუნთის მატონიზებელი ეფექტი.

შავბალახა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მცენარეა. ის გამოიყენება სტენოკარდიის დროს, მკურნალობის კურსის პროცესის პარალელურად.

ქრონიკული სტენოკარდიის დროს, ხუთი სადილის კოვზ კუნელის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული, ცხელი წყალი, დაამატეთ ორი სადილის კოვზი ასკილი და 1/2 ჩაის კოვზი შავბალახა. გააჩერეთ ერთი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, თითო ჭიქა.

 

რომელი დაავადება იწვევს გულის პათოლოგიას

ზოგიერთი დაავადების დროს გულის ზომა მატულობს. ეს პათოლოგიაა და ამ დროს აუცილებელია მკურნალობის კურსის ჩატარება. გულის გადიდება ხდება გულის კუნთის ზრდის ან გულის ღრუების, ანუ პარკუჭების, გაფართოების ხარჯზე. ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. არსებობს გულის გადიდების ბუნებრივი მიზეზები, მაგალითად, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა გულის უფრო აქტიურ მუშაობას მოითხოვს. ეს კი გულის კუნთის უჯრედების ზომაში მატებას და გულის მასის ზრდას იწვევს. ეს ფიზიოლოგიური მიზეზია, მაგრამ, მეტისმეტმა დატვირთვამ, სტრესმა და სხვადასხვა დაავადებამ, შესაძლოა, შემდგომში გულის ჰიპერტროფიულ დაავადებამდე მიგვიყვანოს.

გულის დაავადების სხვა მიზეზიდან ყველაზე გავრცელებულია ჰიპერტონიული დაავადება. სისხლძარღვებში წნევის მატებისას გულს მეტი დატვირთვით უწევს მუშაობა სისხლის გადასაქაჩად. ამიტომ, გულის კუნთები გაძლიერებულად მუშაობს, ზომაში იმატებს და გული ჰიპერტროფირდება. ის ფართოვდება, რომ შეებრძოლოს მომატებულ წნევას და სისხლი სპაზმირებულ სისხლძარღვებში გადაქაჩოს.

გულის იშემიური დაავადებისას გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვები ზიანდება და ირღვევა გულის კუნთის სისხლმომარაგება. ამის გამო, კუნთის უჯრედები იწყებს გადაგვარებას და მათ ჩაენაცვლება შემაერთებელი ქსოვილი. ეს ქსოვილი კი არ არის ელასტიკური, არ შეუძლია შეიკუმშოს და ხდება გულის ღრუების გაფართოება. ამას კი დილეტაცია ეწოდება.

გულის ზრდა შესაძლოა, გამოიწვიოს გულის კუნთის ანთებამაც. ანგინის ან ქუნთრუშის გადატანის შემდეგ, ხშირად ვითარდება გართულებები გულზე. თუ დაავადებას დროულად არ უმკურნალეთ, შესაძლოა, განვითარდეს საკმაოდ მწვავე დაავადება. დაავადებისგან გამოფიტული გულის კუნთის ქსოვილი  დუნდება და გულის ღრუები იმდენად ფართოვდება, რომ გული გულმკერდის ორივე ნახევარს იკავებს.

რევმატიზმი ფარულად მიმდინარეობს, ამ დროს ადამიანი გრძნობს სისუსტეს, რასაც გადატანილ ანგინას, გრიპსა და სხვა დაავადებას აბრალებს. ამ დროს კი კარდიტმა, ანუ გულის კუნთის ანთებამ, შეიძლება, გულის მანკის განვითარება გამოიწვიოს. კარდიტის ძირითადი პროფილაქტიკა ანგინის დროული მკურნალობაა ანტიბიოტიკებით.

საკმაოდ ხშირია გრიპის შემდგომი მიოკარდიტები, რომლებიც ასევე იწვევს გულის კონფიგურაციის ცვლილებას. გულის გადიდებას შეიძლება, იწვევდეს თანდაყოლილი მანკები, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ გადიდებულ გულში კუნთოვანი ქსოვილის დეფიციტია, მისი კუმშვითი ფუნქცია ქვეითდება. ის ნაკლებ სისხლს გადაისვრის ორგანიზმში და ცუდად ამარაგებს მას. ამის შედეგად ვითარდება გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის მოხსნა კი მეტად მნიშვნელოვანია ჰიპერტონიითა და იშემიით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.

გადიდებული გულის მკურნალობა გულისხმობს ძირითადი დაავადებების, კერძოდ, იშემიისა და ჰიპერტონიის მკურნალობას. ამ დროს მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება. ამისთვის საჭიროა უცხიმო დიეტის დაცვა, რაციონის გამდიდრება მცენარეული საკვებითა და უცხიმო რძის პროდუქტით. ასევე, კარგია უცხიმო ხორცი, თევზი, ხილი, ბოსტნეული. აღსანიშნავია, რომ ბადრიჯანი აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, დღეში ორი ვაშლის ჭამა კი ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე დალექილი ქოლესტერინის გამოტანას. ამ დროს აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

 

რა კავშირი აქვს საჭმლის მონელებას ადამიანის ემოციებთან

სტრესულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია მატულობს და ფერმენტ გასტრიმ – 17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები ძირითადად მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთაში ხშირად ვარდებიან. ასევე, ბრაზიან და ბოღმიან ადამიანებს.

საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა საკვების კუჭში გავლას ძალიან აჩქარებს, შიში და დეპრესია კი სპაზმის გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.

კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მათაც, ვინც მუდმივად სხვებზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი, საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულებს, ასევე, იმპულსურ ტიპაჟებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები გამოჩნდნენ, ვიდრე არიან. როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობას საგრძნობლად არყევს.

სტრესისა და დეპრესიის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება. ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაბამის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ამ დროს აღინიშნება ასეთი ჩივილები: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აწუხებს, რომელიც ყუჩდება ანტაციდებისა და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ.

ნერვული წყლულის დროს კი, აღინიშნება ტკივილი. სტრესულ მდგომარეობაში მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის – შიში, ოფლიანობა, ფორიაქი, აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა. კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინის, კატაბალახას და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებებს მიიღებს.

ასე რომ, ხშირად ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება. შედეგად კი შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს.

 

როგორ დავიცვათ თავი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან და ავიცილოთ უსიმპტომო საფრთხე

საშვილოსნოს პათოლოგიებში განსაკუთრებით აქტუალურია საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია. თუმცა, ის კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი, ეს დღემდე სადავოა. ლეიკოპლაგია პოლიეტიოლოგიური დაავადებაა. მისი განვითარებისთვის ბევრი წინაპირობა არსებობს, კერძოდ, იმუნური სისტემის დარღვევა, ჰორმონული, ტრავმული დაზიანება, საშვილოსნოს ყელის მშობიარობის და აბორტების დროს არასწორი და არაადეკვატური მკურნალობა, ჩარევა და ასე შემდეგ. საშვილოსნოს ყელის ლეიკოპლაგია ხშირად ავთვისებიან კიბოდ გარდაიქმნება. სწორედ ამიტომ არის საჭირო, საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების სიხშირეს. ამ დაავადების ეტიოლოგიაში გამოიყოფა შემდეგი ფაქტორები: ენდროგენური, ანუ ჰორმონული ჰომოსტაზის დარღვევა და იმუნური სტატუსის შეცვლა. ასევე, ეგზოგენური ანუ ინფექციური, ქიმიური და ტრავმული. აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ავადმყოფები მენსტრუალური ციკლის დარღვევებით; ისინი, ვისაც გადატანილი აქვთ სასქესო ორგანოების ანთებითი და საშვილოსნოს ყელის ეროზიები.

ლეიკოპლაგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აუცილებელია კლინიკური, კოლპოსკოპიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული კვლევის ჩატარება, რათა დაავადება სრულად გამოირიცხოს. იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოპლაგიას თან ახლავს გენიტალიების სხვადასხვა ეტიოლოგიის ანთებითი პროცესი, საჭიროა, ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო ანტივირუსული და ანტიინფექციური მკურნალობის კურსი. ასევე, აუცილებელია, ყველა ქალმა კოლპოსკოპიური გასინჯვა წელიწადში ორჯერ ჩაიტაროს. ეს საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოთ არა მხოლოდ კიბოს დაწყებითი სტადია, არამედ ფონური პროცესები, სიმსივნის წინა და სიმსივნური დაავადება, რათა დროულად შეძლოთ საშვილოსნოს ყელის მკურნალობის ყველა ეფექტური მეთოდის შერჩევა კვალიფიციურ ექიმთან. ეს ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების განვითარების რისკს და საფრთხესაც თავიდან აიცილებთ.

скачать dle 11.3