რა არის „კამელინის“ განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები, რისი დახმარებითაც ადამიანები სხვადასხვა დაავადებისგან იკურნებიან და როგორ ეხმარება ის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს
„კამელინი“ ქართული წარმოების უნიკალური, ორიგინალური, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ნაერთების ერთობლიობას და მზადდება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გავრცელებული თაფლისგან. „კამელინი“ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა, დღეს ის უკვე არაერთი ქვეყნის ფარმაცევტებისა და მედიკოსების ყურადღების ცენტრშია. მისი სამკურნალი თვისებების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა. დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის, „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა, რადგან „კამელინი“ ნამდვილად არის უდიდესი პოტენციალის მქონე პრეპარატი და ის ეფექტური საშუალება როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველადაც. „კამელინს“ აქვს ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აძლიერებს იმუნიტეტეს, აჩქარებს შეხორცების პროცესს, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და ქსოვილებს, მათ შორის ღვიძლის უჯრედებს. ძალიან კარგია „კამელინის“ გამოყენება: კანის, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი და ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, ტროპიკული წყლულების, ფურუნკულის, პანარიციუმის, დამწვრობების, მათ შორის მზით მიღებული დამწვრობების, ნაწოლების სამკურნალოდ. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კარგია „კამელინის“ გამოყენება ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავების ნახეთქების, ჰემორეის დროს. ასე რომ, „კამელინი“ ეფექტურია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და ამას ძალიან ბევრი კვლევა და პრაქტიკული მაგალითი ადასტურებს. კარგია მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებების სამკურანლოდაც. როგორც იცით, ამისთვის უკვე გამოვიდა „კამელინის“ ახალი ფორმა „კამელინ ფლუ“ – სპრეი.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის” აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი“ შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. „კამელინი“ ხელს უშლის ვირუსს, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. მონრეალის ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის, ბერნის უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტის, ბრაზილიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პრეპარატი „კამელინი მ1“ არა მარტო შესანიშნავად უსწორდება გრიპის გამომწვევ ვირუსს, არამედ ძალზე დაბალ კონცენტრაციებში სპობს პნევმონიის გამომწვევ ბაქტერიებსაც, რაც მდგრადია დღეისთვის ხმარებაში არსებული უმეტესი ანტიბიოტიკების მიმართ. სხვა, მეორადი ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში, რომლებიც ხშირად გრიპის შემდგომ პერიოდში აღმოცენდება, „კამელინი მ1-ის“ გამოყენება, ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის სახით, საუკეთესო შედეგს იძლევა. როგორც „კამელინი მ2”, ასევე „კამელინი მ1” და „კამელინი მ4” შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ისევე, როგორც „კამელინი მ3“ – მალამო, რომელიც იოლად აღწევს ანთების კერამდე და მომენტალურად აქრობს მას. „კამელინ ფლუს“ გამოყენება კი კარგ შედეგს იძლევა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. ეს სპრეი ხელს უწყობს პირის ღრუში რეგენერაციის პროცესს და ეფექტურია მისი გამოყენება ანგინის დროს. რაც მთავარია, როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპიით ამ დაავადებების განკურნება ხდებოდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან“ კომბინაციაში შედეგი უფრო ეფექტური იყო. რაც მთავარია, გართულებები პრაქტიკუალად არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა.
„კამელინით“ დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ რამდენიმე პაციენტის ისტორიას, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ პრეპარატის სამკურნალო თვისებები.
1. ავადმყოფს დაუსვეს დიაგნოზი – სიმსივნე კუჭზე, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები, სისუსტე, ვერ ჭამდა. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თავს უკეთესად გრძნობს და კვლავ განაგრძობს „კამელინით“ მკურალობას.
2. ახალგაზრდა ქალბატონს ჰქონდა საშვილოსნოზე სიმსივნე, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს მისთვის „კამელინის“ ნემსების გაკეთება. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრების შემდეგ კი, უკვე მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები. ამჟამად შრომისუნარიანია და აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. პროფილაქტიკისთვის კი როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს“.
3. თ.დ (პაციენტი 39 წლის): ჩემს მეუღლეს სამი წლის წინ დაუსვევს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი. ძალიან ცუდად იყო, მკურნალობის ყველა საშუალება გამოვიყენეთ, მაგრამ ამაოდ. ქიმიოთერაპიითაც მკურნალობდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა. დაახლოებით ორი წლის წინ შევიტყვე „კამელინის“ შესახებ. ჩემი ახლობელი მკურნალობდა ამ პრეპარატით, მასაც სიმსივნე ჰქონდა, ოღონდ საშვილოსნოზე. როდესაც ვნახე, თუ რა კარგად გრძნობდა ის თავს (ეს ქალბატონი დღესაც მშვენივრად გრძნობს თავს), გადავწყვიტე, ჩემი მეუღლისთვისაც დამეწყო „კამელინის“ გაკეთება. სხვათა შორის, თავიდან თვითონ წინააღმდეგი იყო, არადა ძალიან დასუსტებული გახლდათ. როგორც იქნა, დავითანხმე და დავუწყე „კამელინის“ ნემსების გაკეთება, პარალელურად, იღებდა „კამელინის“ ფხვნილსაც. დაახლოებით ერთ კვირაში, მდგომარეობა გაუუმჯობესდა, გამოკეთდა, ფეხზე ადგა, გაიარა, რაც მთავარია, საშინელი ტკივილები მოეხსნა. მკურნალობის ოთხი კურსი ჩავუტარე და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს, აღარ აწუხებს ტკივილები, სამსახურშიც გავიდა და იმედიც დაუბრუნდა. „კამელინს“ უკვე პროფილაქტიკისთვის იყენებს, როგორც ის, ასევე მთელი ჩვენი ოჯახი და ახლობლები. მეც მჯერა, რომ ის „კამელინის“ დახმარებით სამუდამოდ დააღწევს თავს ამ საშინელ დაავადებას.
5. ქალბატონი მანანა: ჩემს ახლობელს, 60 წლის მამაკაცს, დაახლოებით 8 წლის წინ დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი და საკამოდ ცუდად იყო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი. მკურნალობის ძალიან ბევრ საშუალებას მიმართეს, რა არ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროს „კამელინის“ შესახებ ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ერთმა ახლობელმა უთხრა ამ საოცარი პრეპარატის შესახებ. უკეთებდნენ „კამელინის“ ნემსებს. მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაიტარა, ზუსტად არ მახსოვს, რამდენი, იმიტომ რომ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. მალევე გამოკეთდა, მოძლიერდა, ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანის რეჟიმით ცხოვრობდა და წელიწადში ერთხელ იტარებდა „კამელინით“ მკურნალობის კურსს. ასევე, მისი ოჯახის წევრებიც იყენებდნენ ამ პრეპარატს პროფილაქტიკის მიზნით.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები, ან გსურთ კონსულტაცია, დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599-33-10-89; 599-58-09-07; 599-23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.