კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაკაეშნიანებულები

ბედი მომეც, თანამდებობაზე დამაგდეო

 

რაკი ამ ჩვენს ქვეყანაში, როგორც წესი,  ღარიბ მოსახლეობას მდიდარი მთავრობა ჰყავდა და ჰყავს და, ისე დაგვებედა, რომ სახელმწიფო მოხელეობა კეთილდღეობის სინონიმია (ბედი მომეც, სახელმწიფო თანამდებობაზე დამაგდეო), ჩვენც აქტიურად ვიჩხრიკებით მაღალ-მაღალჩინოსანთა ხელფას-პრემიებში (იქნებ იმიტომაც, თვალი ჭამს და თვალი სვამსო).

აქამომდე პარლამენტარ-ჩინოვნიკთა ზუსტი ხელფასების დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ, სახელმწიფო უწყებები პასუხს ან საერთოდ არ გვცემდნენ, ან ნაწილობრივ, ან მომავალ ცხოვრებაში გვპირდებოდნენ. ხოლო, რაკი ახლა მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ერთობ გაადვილდა, სულ ზედმიწევნით გავიგეთ ახალ ჩინოვნიკთა ხელფას-პრემიებში ნულების რაოდენობა. გავიგეთ და კაეშანიც შემოგვეპარა.

ასეა თუ ისე, გასულ კვირას პრემიერ-მინსტრმა მინისტრებისთვის ხელფასების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.  კერძოდ, შესაბამისი გადაწყვეტილებით,  დანამატი მოუხსნეს – თვეში 5 000 ლარი იმყოფინეთო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მინისტრებმა სამინისტრო ხელფასებზე ფიქსირებული დანამატი დაიკანონეს თავის პრემიიანად, თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ამ 1 300 ლართან გამომშვიდობება მოუწევთ, ოღონდ, არა სამუდამოდ.

როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს (მომყავს ციტატა): „მე უფრო მომხრე ვარ, რომ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი. ეს არის ჩვეულებრივი, თანამედროვე მიდგომა.“

შესაბამისად, აწი კონკრეტული მინისტრის შნოსა და ლაზათზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ლარით ასცდება ყოველთვიურად 5 000 ლარს. ყოველ შემთხვევაში, ბ-ნი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ  ასეთი მიდგომა ჩვენს მინისტრებს მოტივაციასაც გაუცხოველებს და მათი საქმიანობაც ადეკვატურად შეფასდება.

ბუნებრივია, ამგვარი მიდგომა მეტად მისასალმებელია (1 300 ლარს საქართველოს პენსიონერი 10 თვეში იღებს), თუმცა, იმედია, ისეც მოხდება (იმ ცხოვრებაში მაინც), რომ ზემოთ მყოფთა ხელფასი კი არ იქნება ჩამოსაყვანი (კაეშნის განსაქარვებლად), არამედ, ქვემოთ მყოფთა შემოსავალიც ამაღლდება. 

скачать dle 11.3