კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანძას წამოდებულები

ანუ, დამიპყარით

 

შესაძლოა, იმიტომ, რომ, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, ჩინოვნიკის გული ლუარსაბ თათქარიძის ეზოსავით ბნელია,  პოლიტპლატფორმათა ჭიდილი თვით თბილისის სატელევიზიო ანძასაც კი წამოედო. მეტიც, თანაც, ისე საფუძვლიანად, რომ იგი ჩაბნელდა, თუმცა, აქამომდე გაუთავებლად ბრჭყვიალებდა.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ქ-ნმა უგრეხელიძემ ამაყად განმარტა, რომ თბილისის სატელევიზიო ანძის გათიშვის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო (ისე ამაყად, იფიქრებდი, რაიხსტაგზე მისი ბრძანებით აღმართეს გამარჯვების დროშა! – ), გადაწყვეტილების მოტივად კი პროტესტი დაასახელა (მოგეხსენებათ, თბილისის მერია და საკრებულო იდეათა ჭიდილის გამო თბილისის ბიუჯეტს არ თუ ვერ ამტკიცებს).

მან კი განმარტა (ყველაფერში დამნაშავე მე ვარო), მაგრამ, ამ ჩვენმა პროკურატურამ დაკითხვაზე ნიკა ტოგონიძე დაიბარა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ქ-ნი უგრეხელიძის პროტესტი (მაგრამ, რაკი ანძა უკვე გამორთული იყო, პროტესტი მხოლოდ სიტყვიერად დარჩა).

ამის პარალელურად, საქმეში პრემიერ-მინისტრიც ჩაერთო, რადგან, ანძის ბრჭყვიალა განათება იქით იყოს და, ის მეტად პროზაულ ფუნქციასაც ასრულებს საჰაერო მიმოსვლაში („მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის“).

ჩვენ არ ვიცით, კვლავ აბრჭყვიალდება თუ არა ანძა (ნაირფერად, თორემ, საჰაერო ნავიგაციისთვის ერთი ნათურის ანთება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს და მოუწია), თუმცა, სავარაუდოა, რომ კაცობრიობა უკვე მონელებული ეყოლებოდა ბირთვულ ომს, რასაკვირველია, საქართველო რომ ბირთვული ქვეყანა ყოფილიყო. 

 

скачать dle 11.3