კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მეთხუთმეტე საუკუნის ერთ-ერთ რუკაზე ჩვენს პლანეტაზე ხმელეთი მთლიანადაა გამოსახული. ამერიკა საერთოდ არ არსებობს. ჩრდილოეთი მარცხნივაა, ხოლო, რუკის ზემოთ მითითებულია... გზა სამოთხისკენ.

* ირემი – მეორე ადგილი, 8 000 ხმით; ლოსი – მესამე, 7 000 ხმით; შემდეგ, ციყვი – 1 000 ხმით... სხვა ცხოველებმა ათასზე ნაკლები ხმა მიიღეს, 20 000 ხმით კი პირველ ადგილზე დათვი გავიდა – 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის სიმბოლო.

* ბელგიელმა მოქანდაკემ ფილიპ დარდიუმ, ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე თავისი ნამუშევარი – ნატურალური ზომის 4 ადამიანის ფიგურა თვითმფრინავით გადაიტანა: ჩვეულებრივ თვითმფრინავში 4 ბილეთი აიღო და პირველი კლასის სალონში, ადგილის ნომრების მიხედვით თვითონვე განათავსა ისინი.

* მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელ AS-ს ერიხ ჰარტმანს, რომელმაც 352 საბჭოთა თვითმფრინავი ჩამოაგდო,  25 წელი მიუსაჯეს – საბჭოთა კავშირისთვის მატერიალური ზარალის მიყენების გამო.

 * 1580 წელს კონკისტადორებმა, სხვა ველურ ცხოველებთან ერთად, ევროპაში გალიებით ჩამოიყვანეს ზღვის თაგვები, რომლებსაც ინკები საკვებად იყენებდნენ და ამრავლებდნენ. როგორც ამბობენ, მისი ხორცის გემო გოჭისას მოგაგონებთ.

* „ბეწვზე ჰკიდია“ – ამ გამოთქმაში ინგლისელები და ესპანელები სიტყვა „ბეწვის“ ნაცვლად „ძაფს“ იყენებენ, გერმანელი კი „აბრეშუმსაც“ ამატებს.

* გამოიგონეს სპეციალური სკაფანდრი მწეველი მყვინთავებისთვის – მას ბოლისთვის დამატებითი გამომყოფი მოწყობილობა და უტილიზატორი აქვს.  

* მეცხრამეტე საუკუნის დანიაში წერილების გადასაზიდად სპეციალური სფერული, „ეკლებით“ დაფარული საზიდრები შემოიღეს – ფეხით მიმავალი მგზავრები რომ არ შეხტომოდნენ.

* ჯოკ საიკე ისტორიაში შევიდა, როგორც კროსვორდის შევსებაში ყველაზე სწრაფი. გაზეთ „თაიმსის“ გამოცხადებულ კონკურსში მან ადვილად დაამარცხა ყველა კონკურენტი და სარეკორდო დროში – 3,5 წუთში შეავსო კროსვორდი. არცაა გასაკვირი – ბატონი საიკე ცნობილი „ოქსფორდის ლექსიკონის“ მთავარი რედაქტორია.

скачать dle 11.3