კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ქურდული ცხოვრება ზოგადი ცხოვრების ნაწილია და აქაც ისეთივე პრობლემებია, როგორც სხვაგან; აქაც დაუნდობელი ბრძოლაა ძალაუფლებისთვის და, ზოგჯერ მიზნის მისაღწევად ისეთ მეთოდებს იყენებენ ჩემი თანამოძმეები, რომ ცეზარე ბორჯიასაც კი არ დაესიზმრებოდა. ძალაუფლება ისეთი ხილია, რომ, თუკი ერთხელ გაუსინჯე გემო, არავის გაუნაწილებ და უფრო და უფრო მეტი გინდება, ამისთვის კი ყველაფერზე მიდიხარ და, დროზე თუ არ მოეგე გონს, აუცილებლად ჩაიდენ გამოუსწორებელ შეცდომას, სხვასაც დაღუპავ და საკუთარ თავსაც.

– ქურდი შავი სამყაროს ლიდერია და სხვებზე მაღლა დგას, მაგრამ, როგორც კი ის სხვა ქურდებზე მაღლა დადგომას მოინდომებს, ეს მისი დასასრულის დასაწყისია, – იტყოდა ხოლმე ვასია ბრილიანტი, – ქურდი მხოლოდ ლიდერია და არა ერთპიროვნული მმართველი. ერთპიროვნული მართვა ჩვენში არ მოსულა და, ვინც ამას მოინდომებს, აუცილებლად გაფუჭდება.

ერთხელ, როდესაც ვასია ბრილიანტმა ეს ფრაზა მე და ყბედალოს გვითხრა, მე მას ვუთხარი:

– ძია ვასია, ერთი რამ უნდა გითხრა და სწორად გამიგე.

– სწორად ნათქვამი არასდროს გამიგია არასწორად. თქვი, გისმენ.

– ძია ვასია, მრავალი წელია, რაც შავი სამყაროს ერთპიროვნული მმართველი ხარ და, არა მგონია, ოდესმე გაფუჭება დაგმუქრებოდეს.

ბრილიანტმა ღიმილით გააქნია თავი და მიპასუხა:

– მე ერთპიროვნული ლიდერი ვარ და არა მმართველი. მმართველი ერთადერთია, მისი სიტყვა კი არ განიხილება და რაც არ უნდა არასწორი იყოს, აუცილებლად უნდა შესრულდეს. ლიდერი კი მხოლოდ ლიდერია, თუნდაც ერთპიროვნული და იგივე უფლებები აქვს, რაც სხვებს.

ახლა უკვე მე გავაქნიე ღიმილით თავი და ბრილიანტს ვუთხარი:

– და, მაინც, მე არ მახსოვს, რომ ოდესმე შენი სიტყვა არ შესრულებულიყოს ან ვინმეს გამოეთქვას რაიმე პრეტენზია.

– ვის რა პრეტენზია უნდა გამოეთქვა? არასწორი მითქვამს რამე, რომ პრეტენზია გამოეთქვათ?

– არასოდეს, – ვთქვი მე, ბრილიანტმა კი დაამატა:

– მართალი ხარ, არასდროს მითქვამს არასწორი. აგრეთვე, არასდროს მითქვამს ისეთი სიტყვა, რომელსაც მნიშვნელოვანი ქმედება მოჰყა და რამდენიმე ქურდმა მაინც არ იცოდა. ერთპიროვნული მმართველი კი არავის არაფერს უთანხმებს და ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტს.

– შენ ისეთი ავტორიტეტული და გამოცდილი ხარ, რომ არასწორს არასდროს იტყვი და, შეგიძლია, ერთპიროვნულადაც კი მიიღო გადაწყვეტილება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს.

– გამონაკლისი – გამონაკლისია, მაგრამ, ყოველთვის უნდა ეცადო, რომ შენიანები საქმის კურსში გყავდეს და ზედმეტის თქმა არავინ გაბედოს.

– შენზე ზედმეტს ვინ იტყვის? – სასაცილოდ არ მეყო ბრილიანტის სიტყვები. მან კი მიპასუხა:

– შენზე ცუდიც არავის უნდა აფიქრებინო.

– მაგას რას გაიგებ. ცუდი, შეიძლება, ნებისმიერმა იფიქროს შენზე.

– გამორიცხულია, არ იფიქრებს. თუ ეჭვის საბაბს არ მისცემ, არ იფიქრებს, – მშვიდად მითხრა ბრილიანტმა, – შენთვის ცუდი, შეიძლება, ბევრ ადამიანს უნდოდეს და ყოველმხრივ ცდილობდეს, რომ ცუდი დაგემართოს – ეს სხვაა. მაგრამ, ცუდს ვერ იფიქრებს და არც იფიქრებს, თუკი ამის საფუძველი არ მიეცი და არც უნდა მისცე. მტერს რა გამოულევს ადამიანს, მით უმეტეს – ჩვენ. სწორედ ამიტომ უნდა დაიცვა ჩვენი კანონები ზუსტად, ერთ-ერთი მათგანის მიხედვით კი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სხოდკას შეუძლია და არა ერთ პიროვნებას, თუნდაც ძალიან გამოცდილ და ავტორიტეტულ ქურდს.

 როდესაც ეს დიალოგი შედგა, ვასია ბრილიანტთან ძალიან ახლო დამოკიდებულებაში ვიყავი და ვუთხარი:

– ძია ვასია, არ გეწყინოს, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა.

– გისმენ.

– ძია ვასია, ქურდულ კანონებში ისიც წერია, რომ ქურდს, მით უმეტეს, ობშჩიაკის შემნახავს, უფლება აქვს, ისარგებლოს ობშჩიაკით. შენ კი ეს არასდროს გაგიკეთებია და, ერთხელ, როდესაც კომოდის უჯრაში მილიონ მანეთზე მეტი გქონდა შენახული ობშჩიაკის ფული, „ძაღლებმა“ ჯიბეზე აგაგდეს და ამოღებულმა ფულმა სულ რაღაც ორასი მანეთი შეადგინა.

– მაგდენიც არა. ზუსტად ას ოთხმოცდაშვიდი მანეთი, – ღიმილით მომიგო ბრილიანტმა, – ესე იგი, შენ გაინტერესებს, რატომ არასდროს ვსარგებლობ ობშჩიაკით?

– დიდი ხანია, ძალიან მაინტერესებს.

– თუნდაც იმიტომ, რომ ობშჩიაკიდან ფულის აღებამ შეჩვევა იცის და ქურდულ ფორმას გაკარგვინებს. სვაბოდაზე მყოფ კაცს თვითონ უნდა შეეძლოს ფულის შოვნა. თუ არ ვკვდები და ლოგინად არ ვარ ჩავარდნილი, მაშინ, ეს ხელები რაში მარგია? ქურდმა ფული თვითონ უნდა იშოვოს და არა ობშჩიაკიდან აიღოს, თუმცა, ეს დანაშაული არაა და ამისთვის პასუხი არ მოგეთხოვება.

– ძია ვასია, ისიც ვიცი, რომ რამდენჯერმე, ფული რომ დაგჭირდა, ისესხე და ობშჩიაკს კი არ შეეხე.

– მართალი ხარ. იმ შემთხვევებში მე თავს ვერ ვწევდი ლოგინიდან და რიტას ვასესხებინე ჩემი სახელით, თუმცა, მალევე დავუბრუნეთ უკან.

– ძია ვასია, მთავრობაში ორი-სამი შენნაირი პატიოსანი ადამიანი რომ იყოს, ხალხი ბევრად უკეთესად იცხოვრებდა.

– პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა და დაივიწყე. არასდროს ჩაერიო ამ სიბინძურეში, თორემ, ქურდის სახეს დაკარგავ. თუმცა, ისეთი დრო მოდის, რომ, შეიძლება, ბევრმა ჩვენიანმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და იქ ჩაყოს ცხვირი, სადაც არ შეიძლება.

ვასია ბრილიანტის სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და ეს არცაა გასაკვირი – ის ძალიან გამოცდილი და განათლებული პიროვნება იყო, კარგად იცნობდა ქურდულ სამყაროს და, ზოგადად, ცხოვრებას. ამიტომ, ზუსტი ანალიზის გაკეთება არ გასჭირვებია. მე იმას ვფიქრობ და საკმაოდ საფუძვლიანადაც, რომ ბრილიანტის იდუმალი გარდაცვალება სწორედ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. უფრო სწორად კი, ქურდული სამყაროს პოლიტიზაციასთან და ამ გეგმის ავტორებს ძია ვასია გზიდან რომ ჩამოეშორებინათ, ის მოკლეს... ოფიციალური მონაცემებით, მოქალაქე ვასილ სტეფანეს ძე ბაბუშკინმა თავი ჩამოიხრჩო სოლიკამსკის ციხე „ბელი ლებედში“. მე კი ვფიქრობ, რომ ის გაგუდეს, ჩამოკიდეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს. მართალია, ამ ამბიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ, ბრილიანტის მეგობრები და მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და, იმედია, მისი სიკვდილის საიდუმლოს, ადრე თუ გვიან, ფარდა აეხდება.

ქურდი პოლიტიკაში – თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი უაქტუალურესი თემაა და უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში. თუკი ადრე ქურდი მხოლოდ კრიმინალური სამყაროს ლიდერი იყო და სხვა ღირებულებები გააჩნდა, ახლა ის რადიკალურად განსხვავებულ რელსებზე დგას და სულ სხვა მიმართულებით აქვს აღებული გეზი. „ახალ გეზაღებულებში“ მე არ ვგულისხმობ ნეპმანელებს (მათ შორის, საკუთარ თავსაც), რომლებიც, მართალია, არც ისე ცოტანი ვართ, მაგრამ, ახლებთან შედარებით აბსოლუტურ უმცირესობაში ვიმყოფებით და როგორც მსხვილი კავშირებით, ასევე, ფინანსებითა და ცოცხალი ძალით, მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მათ. ეგრეთ წოდებულ „ახალ ქურდებს“ ქურდის მხოლოდ სახელი შემორჩათ და ტრადიციებსაც ფორმალურად იცავენ. სინამდვილეში კი „ახლები“ გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ამერიკელ მაფიოზებს უფრო ჰგვანან, ვიდრე კლასიკურ ნეპმანელ ქურდებს და, ჩვენსა და მათ შორის ასეთივე რადიკალური განსხვავებაა, როგორც პინგვინსა და არწივს შორის... მართალია, ორივე ფრინველად ითვლება, მაგრამ, ერთს საერთოდ არ შეუძლია ფრენა და, სასაცილოა, მეორე კი ამაყად დაქრის სივრცეებში და ნამდვილი მეფეა... მე მხოლოდ შედარება მოვახდინე და იმას არ ვამბობ, რომ ახლები პინგვინები არიან და ჩვენ, ნეპმანელები – არწივები, მაგრამ, ჩვენ შორის რომ რადიკალური განსხვავებაა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ჩვენს საქმეში ჩახედულმა ადამიანმა კი კარგად იცის, რას ვგულისხმობ და შავის წითლისგან გარჩევა არ გაუჭირდება...

სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინ, ქურდის სახელსა და გვარს სასამართლო სხდომების ჩანაწერებში თუ შეხვდებოდით, მის სურათს კი – მილიციის კარტოთეკაში. დღეს კი ზოგიერთი „ახალი“, ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე პოზირებს და გრძელ-გრძელ ინტერვიუებს იძლევა გლობალურ თემებზე... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან, ქურდი ქურდს არ ჰგავს, პოლიციელი – პოლიციელს, მეძავი – მეძავს. ისინი სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და, ამიტომაცაა ეს სამყარო ასე არეულ-დარეული. აბა, კარგს რას უნდა ელოდოს ხალხი იმ ქურდისა და პოლიციელისგან, რომლებიც ერთად ბჭობენ, თუ ვინ უნდა დაიჭირონ, ვინ გააგორონ და სად რამდენი ნარკოტიკი გაყიდონ, რომ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ... ან, კარგი რა მოხდება, როდესაც ძველი ბოზი ჭკუის დამრიგებლად გიზის და მიგითითებს, თუ რა მორალური კატეგორიებით უნდა იცხოვრო.

ჩემს ბოლო დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ვსადილობდი ჩემს მეგობარ ქალთან ერთად. ჩვენ გვერდით ოცკაციანი სუფრა იყო გაშლილი და სასტავი მხიარულობდა. მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ჩემს თანამესუფრესთან ერთად მშვიდად ვსაუბრობდი. ამ დროს ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი და მარცხენა ყურში ჩამესმა:

– კობრა, შე ძველო, როგორ ხარ?

შევტრიალდი და, „მუქთა თამარა“ არ შემრჩა ხელში?!.

– შენ?! – აღმომხდა გაოცებისგან, რადგან, მუქთა თამარასთან შეხვედრას მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ რესტორანში საერთოდ არ მოველოდი, უფრო სწორად, თამარა კარგა ხნის მკვდარი მეგონა, რადგან მისი ცხოვრების წესი დიდი ხნის სიცოცხლის გარანტიას არ იძლეოდა.

– სწორედაც რომ მე ვარ. არ მელოდი, არა, შე ძველო? – მომიგო თამარამ და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა, რადგან, კარგად იცოდა, რომ, გასაგები მიზეზების გამო, მე მას არ გადავკოცნიდი.

– როგორ ხარ? – ზრდილობის გამო ვკითხე თამარას, მან კი კითხვითვე მიპასუხა:

– შეიძლება, დავჯდე?

– დაბრძანდი.

მუქთა თამარამ ჩემს თანამესუფრეს გაუღიმა, რუსულად მოუბოდიშა, სუფრას მიუჯდა და ქართულად მითხრა:

– კობრა, გაფიცებ ყველაფერს, გულზე ხელი დაიდე და სიმართლე მითხარი: ხომ კარგა ხნის დაბრედილი გეგონე?

– შენ რა მოგკლავს, თამარა? – ღიმილით ვუთხარი მე, მან კი მომიგო:

– ახლა, არ გადამრიო და „თამარას“ „მუქთაც“ არ მიამატო. ვსიო, მორჩა, წავიდა ის დრო, როცა „მუქთა თამარას“ მეძახდნენ. ახლა მე ტამარა შალვოვნა გრუზინსკაია ვარ და მთელი მოსკოვი ასე მიცნობს.

– ბაგრატიონად გადაიკეთე გვარი?

– არა, გვარი ისევ ძველი მაქვს, უბრალოდ, ასეთი ფსევდონიმი ავიღე.

– ფსევდონიმი? რა, მწერლობა დაიწყე?

– უკეთესი, ჩემო კობრა, უკეთესი.

– მაინც, რა?

– რა და, ენჯეოშნიკი გავხდი, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს და ქვეყანას ვაზანზარებ. აი, იმ სუფრაზე ვქეიფობთ და იქ ბევრი შენთვის ნაცნობი ადამიანია, – მითხრა მუქთამ და ოცკაციანი სუფრისკენ გაიშვირა ხელი.

– მაინც, რა „ენჯეო“ გაქვს და როგორ აზანზარებთ ქვეყანას?

– ჩვენს „ენჯეოს“ ცოტა გრძელი სახელი აქვს და ეწოდება „ადამიანის ზნეობრივ-მორალური პრინციპების დამცველი ასოციაცია კრისტალი“. მე პრეზიდენტი ვარ, ვახუშტა კი – ჩემი მოადგილე და მარჯვენა ხელი.

– ვინ ვახუშტა?

– ვინ და, ნაბერეჟნელი ვახუშტა. კუნთა ტიპი რომ იყო და მშრალ ხიდთან რომ ტასაობდა ხოლმე.

– კაი, რას ამბობ?! კიდევ ვინ არიან შენთან? – მართლაც ძალიან გაოცებულმა ვკითხე მუქთა თამარას.

– ცალთვალა ფატი, კოჭლი ნანა და ტასო ეშმაკოვნა. მაგრამ, მათ ახლა უკვე აღარავინ მოიხსენიებს კლიჩკებით, ძალიან დაფასებული ხალხია.

– ტასო ეშმაკოვნაც შენთანაა?

– მარა, მაგისგანაც დადგა ქალი. ტასიკოც ჩემთან არის და ორგანიზაციის მმარველობის ხუთეულში შედის.

მუქთა თამარას სიტყვებზე გადახარხარება მომინდა, მაგრამ ძლივს შევიკავე თავი, რომ რესტორნის სტუმრებს გიჟი არ ვგონებოდი. სახარხარო კი ბევრი იყო და, პირველ ყოვლისა, ის, რომ გაგანია კომუნისტური წყობისდროინდელი თბილისის უნაძირლეს ადამიანთა ჯგუფი, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მორალისტებად მოევლინა სამყაროს და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაცია „კრისტალი“ ზნეობასა და მორალს გვასწავლიდა.

– მედუდუკეებო, აბა ჩემთან, კლიენტებმა მოგაკითხეს! – შეუძახებდა ხოლმე თავის კოლეგა მეძავებს მუქთა თამარა სულ რამდენიმე წლის წინ, – ფატი, შე მეორე თვალდასაფსებო და, ნანა, შე მეორე ფეხმოსატეხო, რა დროს მოწევა და ფილტვების გაფუჭებაა. ბიჭები გელოდებიან, გამოადგით ფეხი და ეშმაკოვნაც წამოათრიეთ, თორემ, საჩკაობისგან ღორივით გასივდა!

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ლაპარაკი მაქვს ვაგზლის, ეგრეთ წოდებულ „პადზაბორნი“ ბოზებზე და მათ უფროსზე, ერთ დროს თბილისის „კოლორიტზე“, მუქთა თამარაზე. ამ ადამიანებს ჩემი თაობის ყველა თბილისელი ბიჭი იცნობდა და 15-16 წლის ასაკში პირველი სექსუალური „განათლება“ სწორედ მათგან ჰქონდათ მიღებული. მათ შორის ვიყავი მეც და, კარგად მახსოვს, როგორ წამიყვანა მათთან პირველად ქურთმა ჯემომ და მითხრა:

– ხომ იცი, კობრაჯან, დასავაჟკაცებლად მიმყავხარ და არ შამარცხვინო. არ ათქმევინო იმ ბოზებს, ეს რა სლაბი ვინმე მოგიყვანიათო.

– შენ არხეინად იყავი, წამო, მალე მიმიყვანე, – მივუგე ჯემოს. ის კი მმოძღვრავდა:

– კაროჩე, ქალს ირჩევ და, სანამ წახვალთ, მუქთა თამარას თხუთმეტ მანეთს უხდი. თან, იცოდე, რომ ტუჩებში არ აკოცო.

– თხუთმეტს რატომ, შენ არა თქვი, ათიო? ხუთი ჩემი მომსახურება და, ხუთიც – შენი ვალი, სულ ათია, – ვუთხარი ჯემოს, მან კი მორცხვად მითხრა:

– კობრაჯან, არ გეწყინოს, რა, ქალი მეც მომინდა, თამარა კი პოსლეზე აღარ მამცემს უფლებას, თორემ, ვეტყოდი. ბოლო პოსლეზე ერთი თვე ვაწვალე, ფული დღეს მიმაქვს, უფრო სწორად, შენ მიგაქვს და, აი, ნახე, როგორ მეჩხუბება, რომ დამინახავს.

– კარგი, ოცდახუთი მანეთი მაქვს და ტაქსის ფულიც დაგვრჩება, – ვუთხარი ჯემოს, რომელსაც სიხარულისგან სახე გაებადრა.

მუქთა თამარამ შორიდანვე შენიშნა ქურთი ჯემო და აბურტყუნდა და, რომ მივუახლოვდით, გამარჯობის თქმაც არ აცალა და აქოთქოთდა:

– შენ კი ჩამოგიხმა ეგ საოხრე, ეგა! განა რა ძვირსა გთხოვ, რომ, ერთი თვეა, ხუთი მანეთი ვერ იშოვე, შე საოხრეგასახმობო შენა! ხუთ მანეთად თხას ვერ აკოცებ ტუჩებში, შენ კიდევ, სტანოკზე გამუშავე ნახევარი დღე და, ცვეთის ფულის გადახდაც არ გინდა? – თამარამ პაუზა გააკეთა, რომ ძალები მოეკრიბა. ჯემომ ამით ისარგებლა და უთხრა:

– ბოდიში, თამარა, ვინავატი ვარ. აი, მაყუთიც მოგიტანეთ და, ნახე, რა ბიჭი მოგიყვანე. დასავაჟკაცებელია და, აბა, შენ იცი, კარგი ვინმე შეურჩიე.

მუქთამ ალმაცერად შემომხედა და მკითხა:

– ფული შენა გაქვს?

– დიახ, – მივუგე თამარას.

– აბა, ამ აფერისტს საიდან ექნება, – თავისთვის თქვა მუქთამ ჯემოზე და მითხრა.

– აბა, მაჩვენე!

მე ორი წითელი თუმნიანი და ერთი ხუთმანეთიანი ამოვიღე ჯიბიდან და თამარას დავანახვე.

– თუმანი მომეცი. ხუთი იმის ვალი, ხუთიც შენი მომსახურება და წამომყევი, გოგოებს გაჩვენებ.

– თხუთმეტი, თამარაჯან, თხუთმეტი, – სხაპასხუპით უთხრა ჯემომ მუქთას, – კობრა მეც მიხდის მაყუთს.

– აი, შე ხალავშჩიკო, შენა! ან სულ პოსლეზე მოდიხარ, ან ვინმეს აეკიდები ხოლმე და სარგებლობ. შენი ჯიბიდან როდის უნდა გადაუხადო გოგოებს? – უთხრა მუქთა თამარამ ჯემოს, თხუთმეტი მანეთი გამომართვა და წინ წაგვიძღვა. „ტავარი“ რომ მანახა, მითხრა: 

– ამოირჩიე, რომელიც მოგწონს!

მე არც ცალთვალა ფატი მომეწონა და არც კოჭლი ნანა, მით უმეტეს – ტასო ეშმაკოვნა, რომელიც ძალიან დაბალი, შავი და გამხდარი იყო და ქვაზე დახატულ ეშმაკს ჰგავდა, ამიტომ, თავი გავაქნიე და თამარას ვუთხარი:

– არც ერთი.

– კარგი, ჩემთან წამოდი, მე დაგავაჟკაცებ, – მითხრა მუქთა თამარამ და, სანამ გოგოლის ქუჩის ბორდელებისკენ ავიღებდით გეზს, თავის კოლეგა-ხელქვეითებს თვალები დაუბრიალა და მკაცრად გააფრთხილა:

– ხომ გახსოვთ, რომ დისციპლინა მიყვარს და ჩემს მოსვლამდე არ აუშვათ, თორემ, თუ გავიგე, რომ ცუდად მოიქეცით, მკაცრად დაგსჯით.

ქურთმა ჯემომ ტასო ეშმაკოვნა აირჩია, რაც  იმით ახსნა – მასთან ჯერ არ ვწოლილვარო და ოთხივე ერთად გავუყევით ვაგზლისპირა ბორდელებისკენ...

მას მერე მხოლოდ ერთხელ ვისარგებლე „ვაგზლელების“ მომსახურებით და მეტი აღარ გავკარებივარ, მაგრამ, როდესაც ვაგზალზე მიწევდა ხოლმე ყოფნა და თამარა მომკრავდა თვალს, გამიღიმებდა და მეტყოდა:

– კობრა, სად დაგვეკარგე, ძვირფასო? გამოიარე, გამოიარე, თორემ, ჯემომ თავისი პოსლეებით სისხლი გაგვიშრო...

მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ კომუნისტური ეპოქის ვაგზლის ბოზები და ცნობილი თბილისელი პედერასტი, ნაბერეჟნელი ვახუშტა, პირველ მორალისტებად მოგვევლინენ ოცდამეერთე საუკუნეში და დიდი გრანტების სახით მაყუთებსაც აყრევინებდნენ თავიანთ სპონსორებს.

– ტამარა შალვოვნა, შენ და შენი გოგოების ერთობა გასაგებია – ძველი კუტოკი ხართ, მაგრამ, ნაბერეჟნელი ვახუშტა სადღა ამოთხარეთ? – ვკითხე მუქთა თამარას, – თუ მეხსიერება არ მღალატობს, პედერასტები არასოდეს გევასებოდა და, რამ და რატომ შეგიცვალა შეხედულებები?

– მართალი ხარ, კობრა, მართალი, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ადამიანი სიბერეში გულჩვილი და სენტიმენტალური ხდება? სწორედ ასე დამემართა მეც. ეგენი რომ მძულდა, შენც კარგად იცი და, მზად ვიყავი, მსოფლიოს ყველა ცისფერისთვის ერთად მომეყარა თავი და თბილისის ზღვაში დამეხრჩო. ხომ გახსოვს?

– კი, კარგად ახსოვს.

– მოკლედ, ჩემო კობრა, „კრისტალს“ რომ ვაყალიბებდით და ფინანსებზე ვჩალიჩობდით, გოგოები სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებაში დარბოდნენ ფინანსებისთვის. ერთ დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოდან დაბრუნებული ტასო ეშმაკოვნა მოვიდა ჩემთან და უკიდურესად აღელვებულმა მითხრა:

– თამარა, ნაბერეჟნელი ვახუშტა გახსოვს?

– აბა ვახუშტა? ჯერ ხუთ კაცთან რომ მეტრაკეობდა და მერე კიდევ ათ კაცს რომ ერთად სცემდა ის?

– ჰო, ის, ის, – დამიდასტურა ეშმაკოვნამ,  – დღეს ხომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი ფინანსების მოსაძიებლად და სართულ-სართულ დავიარე – განყოფილებების უფროსებს ვხვდებოდი და ჩვენს წინადადებებს ვაცნობდი. მეთერთმეტეზე რომ ავედი, პროქტოლოგიურში, კარიდორში ერთი ნაცნობი როჟა დავინახე. ვერ გავიხსენე, ვინ იყო, თუმცა სახე და, განსაკუთრებით – ტანი, ძალიან მეცნო. მე მასთან მივედი და ვუთხარი:

– დიდი ბოდიში, განყოფილების უფროსს სად ვნახავ?

– ექიმი ერთ საათში იქნება, – მითხრა ნაცნობმა როჟამ და, მადლობა რომ გადავუხადე და წასვლა დავაპირე, მკითხა:

– ბოდიში, თქვენ ტასო ეშმაკოვნა არ ხართ?

– დიახ. მე ვარ. თქვენ საიდან მიცნობთ?

– მე ნაბერეჟნელი ვახუშტა ვარ, – მითხრა ნაცნობმა როჟამ, – ძალიან გამიხარდა ნაცნობთან შეხვედრა.

ვახუშტას აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ცუდ დღეში იყო და ვკითხე:

– ვახუშტი, ჩემო კარგო, აქ რა გინდა, რა გაგჭირვებია?

ვახუშტამ ამოიოხრა და მიპასუხა:

– ეეჰ, ჩემო ტასო, აქ უკვე მეხუთე თვეა, რაც ვწევარ და ვმკურნალობ.

– რა შეგემთხვა, შე კაცო, არ იტყვი?

– რა და, ერთხელ, მშრალ ხიდთან გამოვიტასავე, ისე, უბრალოდ. ავიარე, შემდეგ ჩავიარე, ძველი დრო გავიხსენე და, უკვე სახლში ვაპირებდი წასვლას, რომ გაზ ტრიცატაძინმა დამიტორმუზა. იქიდან ერთი მეტრნახევრიანი, ავტომატიანი კაცუნა გადმოხტა და მკითხა:

– ვახუშტა, მიცანი?

მე, რა თქმა უნდა, ვიცანი „კოლა ტრაკის მიმცემა“, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა რუსთავის ზონის „საქათმეში“ და მაინცდამაინც არ ვაწუხებდი, რადგან, მისი ფიზიკური სისუსტის გამო მეცოდებოდა, თუმცა, მას ავტომატი ეჭირა და ვუთხარი, ვერ გიცანი-მეთქი. მას კი გაეცინა, იარაღი მომიშვირა და თავის პაძელნიკებს უთხრა:

– ძმებო! ეს პიდარასტი ვახუშტაა. რუსთავის ზონაში, საქათმეში იჯდა და, მე რომ კაიკაცობისთვის ვიხდიდი სასჯელს, ის პიდარასტობისა და ბოზობისთვის გასროკეს. ძირს არაკაცები, მოდით, ჭკუა ვასწავლოთ...

აბა, იმას ხომ არ ვიტყოდი, ეს კოლა ტრაკისმიმცემია და სროკზე იმიტომ გაუშვეს, რომ მეზობლის 80 წლის ბებო გააუპატიურა და გაძარცვა-მეთქი?! ეს რომ მეთქვა, იქვე ჩამცხრილავდა და ვთქვი:

– არა, ძმებო! ვიღაცაში გეშლებით, მე პატიოსანი ქართველი ვარ და ციხეში არასდროს ვმჯდარვარ-მეთქი. მან კი თავის პაძელნიკებს უთხრა:

– ტყუის, ეს ბოზი! ზურგზე არწივი ახატია, ნახეთ!

ერთი სიტყვით, დავიწვი. მართალია, „ქათმებში“ ვიჯექი, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ თავანი, 2 500 მანეთი ვერ ჩავაბარე და ესეც იმიტომ, რომ მაყუთი ერთი დღის დაგვიანებით შემოვიდა ზონაში. ეს დაგვიანება კი გაჩალიჩებული იყო და მხოლოდ მას მერე გამაფუჭეს, როცა ჩემი თავანი დაბლოკეს.

– ვახუშტ! მაინც, რა გიქნეს, რომ ამდენი თვე საავადმყოფში გაატარე?

– ეეჰ, ჩემო ეშმაკოვნა. ეს ბიჭები მხედრიონელები აღმოჩნდნენ და უკანალში „აკაესის“ ორი ლულა შემტენეს, ყველაფერი დამიზიანეს და გელა ექიმმა ძლივს გადამარჩინა...

– რა უნდა მექნა, ჩემო კობრა. მართალია, ვახუშტა პიდარასტს ვერ ვიტანდი, მაგრამ, ადამიანურად ძალიან შემეცოდა. ამიტომ, იმავე საღამოს მოვინახულე, ყოველმხრივი დახმარება აღვუთქვი. ორი კვირის მერე კი, რომ გამოწერეს, ჩვენს სასტავში მივიღე და „კრისტალში“ გავაწევრიანე, – მითხრა მუქთა თამარამ და მკითხა: – კობრა, ძვირფასო, მართალია, რომ ქურდი ხარ?

– მართალია, – მივუგე თამარას, რომელმაც აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და მითხრა:

– სწორად გამიგე და არ გაბრაზდე. შენთან ერთი საქმიანი წინადადება მაქვს... მაგრამ, მე მას სიტყვა შევაწყვეტინე და ვუთხარი:

– მოდი, აქ დავსვათ წერტილი. თქვენ – თქვენთვის, მე კი – ჩემთვის. მოსულა?

– მოსულა, კობრა, მოსულა, მაგრამ, იცოდე, თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ქურდები, ბოზები, პიდარასტები და ყველა ჭრელა-ჭრულა ხალხი ერთიანდება და, თუ დროზე არ მოხვდი სასტავში, „ვნე იგრი“ დარჩები.

– მშვიდობით, თამარა. თქვენს სასტავში ყოფნას, „ვნე იგრი“ დარჩენა მირჩევნია. მოკლედ,  თქვენ – თქვენთვის, მე კი – ჩემთვის.

– გასაგებია, კობრა, მშვიდობით, – მითხრა მუქთა თამარამ და წავიდა...

მუქთა თამარასთან და მისთანებთან რა საერთო უნდა ჰქონდეს ქურდს, მით უმეტეს, ნაბერეჟნელ ვახუშტასთან და მის ძმებთან, მაგრამ, საშინელება სწორედ ისაა, რომ ახალი თაობის ჩემი კოლეგების უმეტესობა სწორედ პრაშლაკ ბოზებთან და  პედერასტებთან თანამშრომლობენ. ჩემი აზრით კი, ბოზსა და პედერასტს, იურიდიული ტერმინით რომ ვთქვათ, ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ და ყველასა და ყველაფერს თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ.

ვასია ბრილიანტი, ალბათ, საფლავში ბრუნავს იმის გამო, რაც ახლა ხდება ქურდულ სამყაროში და რასაც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა. ჯერ კიდევ მოსკოვში ვიჯექი და თბილისში ექსტრადიციას ველოდებოდი, როდესაც ციხეში ერთი ცნობილი ქურდი მოიყვანეს, რომელიც დღესაც ცოცხალია, სამწუხაროდ, კვლავ ქურდია და მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ. პირობითად, მას „ზეტი“ დავარქვათ.

ზეტი ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იყო დაკავებული, ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ, როდესაც ის „ომონმა“ აიყვანა მისსავე სახლში, მასთან ერთად ძალიან ცნობილი მოსკოველი მკერავი მამაკაციც აიყვანეს, რომელიც, აგრეთვე, ძალიან ცნობილი გეია... ადრე რომ ასეთი რამ მომხდარიყო, ქურდს ეგრევე ტიტულს ჩამოართმევდნენ, თან, ისე სცემდნენ, რომ ნახევარ სიცოცხლეს წაართმევდნენ და „საქათმეში“ გაამწესებდნენ. აქ კი რა მოხდა?! ქურდმა ქურდული ადგილი დაიკავა, თუმცა, მე ის ქურდად არ მიმაჩნდა და ციხეში პალაჟენიის დამყარებას შეუდგა, თან, სროკიდან გასვლაზე, უფრო სწორად კი, სროკის მოხსნაზე ჩალიჩობდა და დიდი მაყუთის გადახდას შეჰპირდა გამომძიებლებს. მე იმ ქურდის გეობაზე თავს ვერ დავდებ, რადგან, ფაქტები არ მაქვს, მაგრამ, ნარკობარიგობით ნამდვილადაა დაკავებული. თუმცა, მისთვის პასუხი დღემდე არავის მოუთხოვია და, იმდენი ფული აქვს, რომ ოცკაციანი ქვედანაყოფი იცავს. სწორედ მე დავაპირე მისთვის პასუხის მოთხოვნა ციხეში და კორპუსნოის პირით შევუთვალე,  რომ, ან ჩემთან მოსულიყო საკანში, ან, ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შემხვედროდა პრაგულკის დროს. ის, რა თქმა უნდა, კარგად მიხვდა, რაში იყო საქმე და რატომ ვიბარებდი შეხვედრაზე. ამიტომ, პასუხი არ გამცა. იმ დღიდან კი აღარც პრაგულკაზე გავუყვანივარ, სრულ იზოლაციაში მომაქციეს და პატიმრებთან კონტაქტი შემიწყვიტეს. თანაც, ჩემი ექსტრადიცია დააჩქარეს და ძალიან მალე გადმომიყვანეს თბილისში. ამგვარად დაიცვეს ის „ძაღლებმა,“ რადგან, მათ ფულს უხდიდა და სწორედ ამიტომ ინარჩუნებს ის ქურდის სტატუსს დღემდე, თან, არც ნარკობარიგობა შეუწყვეტია და არც გეებთან მეგობრობა... მე ვერ ვიტყვი, რომ ზეტისნაირი ქურდი ბევრია, მაგრამ, აშკარა ფაქტია, რომ ქურდების უმრავლესობამ ქურდულ კანონებს გადაუხვია და არაქურდული საქმეებით არიან დაკავებულები. მრავალი მათგანი კი, არა თუ ციხეში არაა ნაჯდომი, მილიციისა და პოლიციის საკანშიც კი არ მჯდარა და ქურდი კი ჰქვიათ. სინამდვილეში, ამ კატეგორიის ხალხი ვიღაც-ვიღაცეების მარიონეტია, მათ დავალებებსა და მითითებებს ასრულებინებენ და მეტი არაფერი. თორემ, ზეტისნაირმა ადამიანმა საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოიღოს? გეების ძმაკაცი თავად გეია და არა ქურდი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3