კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარიზული რომანტიკა

ბუნებრივი სილამაზე

პარიზელმა ქალებმა, როგორც არავინ სხვამ, იციან, როგორ უნდა გამოასხივონ მშვენიერება. მათი საიდუმლო ძალიან მარტივია – ბუნებრიობა. ამიტომ, თუ გსურთ, დაემსგავსოთ პარიზელ ქალბატონებს, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ მაკიაჟს. თქვენმა რჩეულმა მამაკაცმა თქვენ უნდა დაგიმახსოვროთ, და არა თქვენი მაკიაჟის მკვეთრი ფერები. და, გახსოვდეთ: ღიმილი საუკეთესო „მაიკ-აპია“ ნებისმიერი ქალისთვის.

ფლირტის ხელოვნება

პარიზელი ქალების წარმატების (რა თქმა უნდა, კაცებთან წარმატების) 50 პროცენტი მოდის ფლირტის ბრწყინვალედ ცოდნაზე. ამოუცნობ ღიმილსა და მამაკაცებისთვის უფლების მინიჭებაზე – თვითონ ამოიცნონ მათი მომხიბვლელობა. იყავით ამოუცნობი და მიუწვდომელი, ცოტათი სიტყვაძუნწი და სულისშემძვრელად ნაზი – ერთი სიტყვით, აგრძნობინეთ თქვენს კავალერს თავი ძლიერ მფარველად და დამცველად.

დაუვიწყარი სურნელი

შეუძლებელია, პარიზელი ქალის წარმოდგენა სუნამოს უნაზესი „შლეიფის“ გარეშე. პარიზული სტილის პაემნისთვის შეარჩიეთ მსუბუქი, ცივი სურნელი, რომელიც მთელ თქვენს მომხიბვლელობას მთლიანად წარმოაჩენს.

აი, რას ურჩევს ქალებს პარიზელი პარფიუმერი ზერლინა დიუბუა:

„მამაკაცების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი იზიდავს. საკუთარი თავის რწმენა კი, შეიძლება, გამოიწვიოს შინაგანმა, სულიერმა განწყობამ, ან, სულაც, კარგმა ვარცხნილობამ ან ლამაზმა კაბამ – ყველაფერი ეს სასიამოვნო დეტალებია, რომლებიც დაგეხმარებათ, მყარად იყოთ დარწმუნებული საკუთარ განუმეორებლობაში. თუ გსურთ, რომ შეგიყვაროთ სხვამ, თავად გიყვარდეთ საკუთარი თავი და არასდროს თქვათ უარი ისეთ პატარ-პატარა სიამოვნებასა და რიტუალებზე, როგორებიც არის, მაგალითად, სურნელოვანი აბაზანა ან ახალი ლოსიონი სხეულისთვის. თქვენს ბუნებრივ მოთხოვნილებად უნდა იქცეს სურვილი – იყოთ ნამდვილი ქალი, ისეთი, როგორზეც ჭკუას კარგავენ მამაკაცები, ანუ, იგრძნოთ თავი დახვეწილ და მშვენიერ ქალად და შედეგიც არ დააყოვნებს“.

скачать dle 11.3