კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: როგორ მოვუარო ფრჩხილების ქლიბსა და სპონჟს?

პასუხი: ფრჩხილების ქლიბი ყოველი მოხმარების შემდეგ უნდა გარეცხოთ ცივი წყლით, კარგად გაამშრალოთ და შემდეგ გაწმინდოთ სპირტით. ფრჩხილების ნაწილაკების სრულიად მოსაშორებლად კი გამოიყენეთ ლეიკოპლასტირი ან სქელი სკოჩი: დააკარით ქლიბს მთელ სიგრძეზე და შემდეგ მკვეთრი მოძრაობით ააძრეთ. ცნობისთვის, ფრჩხილებისთვის ყველაზე უსაფრთხოა მინის ქლიბები.

რაც შეეხება სპონჟს (ეგრეთ წოდებულ „გუბკას“) პუდრის წასასმელად, მოხმარების შემდეგ ის უნდა გარეცხოთ საპნიან ხსნარში, რომელშიც უნდა შეურიოთ ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი – მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული ზემოქმედება და არა მარტო ასუფთავებს სპონჟს, არამედ, დეზიფენქციასაც უკეთებს.

კითხვა: იმის გამო, რომ თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვმუშაობ, ძალიან მეღლება თვალები, რაც შემდეგ თვალის გარშემო კანზეც აისახება: დილაობით ქუთუთოები შესიებული მაქვს, კანი კი – მოშვებული. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე მარტივი ხალხური რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემას მომიგვარებს.

პასუხი: გასწავლით რამდენიმე რეცეპტს: 1) ძალიან წვრილად დაჭერით 8-10 ღერი ოხრახუში (ღერებიანად) და ხელით ასრისეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. შეაზილეთ 2 ჩაის კოვზი არაჟანი, მიღებული მასა სქლად დაიდეთ ქუთუთოებზე, თვალების გარშემო და წამოწექით. 30 წუთის შემდეგ მოიშორეთ ოდნავ დასველებული და გაწურული ბამბის ტამპონით და წაისვით თვალის გელი.

2) 1 ცალი საშუალო კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. გაფცქვენით, გააკეთეთ პიურე და შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან ზეითუნის ზეთი. წაისვით ქუთუთოებზე თვალების გარშემო და წამოწექით. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თვალისთვის განკუთვნილი მკვებავი. ამავე მიზნით კარგია დახუჭულ თვალებზე უმი კარტოფილის თხელი რგოლების დაფენა, ოღონდ, დაახლოებით ყოველ 10 წუთში, რგოლები ახლით უნდა შეცვალოთ. შემდეგ გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით და წაისვით მკვებავი.

3) უმი კიტრი გახეხეთ მსხვილ სახეხზე (კანიანად), მიღებული მასა ოდნავ გაწურეთ (რომ არ ჩამოგეწუწოთ), გაურიეთ ლიმონის 3-5 წვეთი, სქლად დაიფინეთ ქუთუთოებზე, თვალის გარშემო და წამოწექით. 20-25 წუთის შემდეგ მოიშორეთ ბამბის ტამპონით და წაისვით თვალის გელი.

 

 

скачать dle 11.3