შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 1 ივნისს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად?
პასუხი: წარმატების მისაღწევად აუცილებელია, შეასრულოთ თქვენი კარმული მისია, კერძოდ, იყავით მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, პუნქტუალური; მეტად გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების იმედი, შეძელით ინიციატივის აღება, გამოავლინეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები წამოწიეთ წინა პლანზე. ამასთანავე, დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საიდუმლო. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზაზე დადგებით, შეასრულებთ კარმულ მისიას და გაიმარჯვებთ კიდეც. გეტყვით იმასაც, რომ, აუცილებელია, დაასტაბილუროთ საოჯახო და სანათესაო წრე. უნდა ემსახუროთ სამშობლოს, დაიცვათ ადათ-წესები, იყოთ პატრიოტი, პატივი სცეთ ტრადიციებს. ასე რომ, თქვენი სამყოფელი არის სამშობლო და მისია – სამშობლოს სამსახური.