რა შემთხვევაში იცვამს „იღბლიან ტრუსებს“ კოლინ ფარელი და რომელი დაავადება დაუდგინეს მას 12 წლის ასაკში
მსოფლიო კინოს ირლანდიელი სექს-სიმბოლო და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცი, კოლინ ფარელი, უკანასკნელი ათწლეულის საუკეთესო მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის მსხვილბიუჯეტიან ბლოკბასტერებში იწვევენ. მსახიობს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამიტომ, გთავაზობთ მის მოკლე ავტობიოგრაფიას ფაქტების სახით:
* სრული სახელი და გვარი: კოლინ ჯეიმს ფარელი.
* დაიბადა 1976 წლის 31 მაისს, დუბლინში.
* ჰყავს სამი და-ძმა: უფროსი ძმა – იმონ-უფროსი და დები: კლოდინი და კეტრინი.
* 12 წლის ასაკში კოლინ ფარელს ქრონიკული უძილობა დაუდგინეს. მსახიობი დღემდე იტანჯება ამ სენისგან და გადასულია ღამის ცხოვრებაზე – ღამის განმავლობაში ის რამდენიმე კლუბსა და წვეულებას იცვლის.
* 17 წლის ასაკში კოლინ ფარელი მასწავლებლის ცემის გამო გამოაგდეს სკოლიდან. მასწავლებელმა გაკვეთილზე ჩაძინებულ კოლინს შენიშვნა მისცა, რის გამოც ბიჭმა მას სახეში, ხელი გაარტყა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინ ფარელი ერთი წელი ავსტრალიაში ცხოვრობდა.
* კოლინი პროფესიონალი ფეხბურთელია, იგი ირლანდიური კლუბის – „შემროკ როვერსის” ნახევარმცველის, იმონ ფარელისა და დიასახლისი რიტა ფარელის მეოთხე შვილია.
* 2003 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” კოლინ ფარელი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის დაასახელა.
* კოლინ ფარელს გავლილი აქვს ქასთინგი პოპ-ჯგუფ „ბოიზონში” მოსახვედრად, მაგრამ, მისი ვოკალური მონაცემები არ ცნეს სათანადოდ.
* 1997 წელს კოლინ ფარელმა რამდენიმე თვე გაატარა ცეკვის ანსამბლთან ერთად. იგი ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში გასტროლირებდა.
* კოლინ ფარელის კანდიდატურა განიხილებოდა ჯეიმს ბონდის როლზე, მაგრამ, საბოლოოდ, აგენტი 007 შოტლანდიელი დანიელ კრეიგი გახდა.
* კოლინ ფარელს ორი შვილი ჰყავს: მოდელ კიმ ბორდენევისგან ვაჟი – ჯეიმსი და პოლონელი მსახიობისა და მომღერლისგან ალიცია ბაჰლედისგან ვაჟი ტადეუშ ჰენრი.
* კოლინ ფარელის სიმაღლე 178 სმ-ია.
* კოლინის მავნე ჩვევებიდან აღსანიშნავია სიგარეტის მოწევა – ის დღეში 2-3 კოლოფს ეწევა.
* მისი საყვარელი წიგნია „როდესაც ნიცშე ატირდა” (ავტორი – ირვინ იალომი), მსახიობებიდან კი კოლინის კერპი ალ პაჩინოა, რომელთან ერთადაც მან ფილმში „რეკრუტი” ითამაშა.
* ინგლისურის გარდა კოლინ ფარელი გერმანულ და ფრანგულ ენებსაც ფლობს.
* კარიერის დასაწყისში კოლინ ფარელს თავისი ირლანდიური აქცენტის დამალვა უხდებოდა. ერთადერთი ფილმი, სადაც მას აქცენტი გამოადგა, იყო მძაფრსიუჟეტიანი „თავზეხელაღებული”, სადაც კოლინმა ბენ აფლეკის გმირის მოწინააღმდეგე განასახიერა.
* ლეგენდის თანახმად, ყოველი ახალი გადაღებების პირველ დღეს კოლინ ფარელი იცვამს „იღბლიან ტრუსებს”, რომელსაც მუდამ თან დაატარებს ჩემოდნით.
* კოლინ ფარელის საყვარელი ლუდის მარკაა „კარლსბერგი”.
* კოლინ ფარელის ჰონორარი 8 მილიონ დოლარზე ნაკლებს არ შეადგენს, უმეტესად იგი 12-15 მილიონ დოლარს იღებს ერთ ფილმში.
* ისტორიული დრამის – „ალექსანდრეს” გადაღებების დროს, კოლინ ფარელი დათვრა, კიბიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა, რის გამოც გადაღებების ერთი კვირით გადადება გახდა აუცილებელი.
* „ჰარტის ომის” გადაღებების დროს კოლინ ფარელმა თავის პარტნიორს, ბრიუს უილისს, გადამღები ჯგუფის თვალწინ შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვარსკვლავს საკუთარი რეპლიკები ავიწყდებოდა და გადაღების პროცესს აფერხებდა.
* სხვადასხვა დროს კოლინ ფარელს რომანები ჰქონდა ანჯელინა ჯოლისთან, ბრიტნი სპირსთან და როზარიო დოუსონთან.
* კოლინ ფარელმა სულ რაღაც ოთხ წელიწადში გაიარა გზა უცნობი მსახიობობიდან ჰოლივუდის ვარსკვლავობამდე, რაც ჰოლივუდისთვის დიდი იშვიათობაა.
* ფილმ „ამერიკელი გმირების” გადაღებებისთვის კოლინ ფარელი 6 კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა ცხენით ჯირითში.
* ბავშვობაში კოლინ ფარელი პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერაზე ოცნებობდა. მისი მამა და ბიძა, იმონ და ტომ ფარელები, 1960-იან წლებში „შემროკ როვერსში” თამაშობდნენ.
* კოლინ ფარელს წყლის შიში აქვს. ცნობილია, რომ მსახიობი არ ცურავს – მას პანიკა ეწყება, როგორც კი ღრმად შედის წყალში. გარდა ამისა, ჰოლივუდში ბევრს ქილიკობენ იმაზე, რომ წყლის შიშის გამო კოლინ ფარელს ბანაობაც არ უყვარს.
* ჰონორარი, რომელიც კოლინ ფარელმა მიიღო ფილმისთვის – „დოქტორ პარნასუსის გამოგონებანი,” ჯონი დეპთან და ჯუდ ლოუსთან ერთად, მან ჰიტ ლეჯერის ქალიშვილის, მატილდას ანგარიშზე გადარიცხა.
* თავდაპირველად ფილმში „სატელეფონო ჯიხური” მთავარი როლის შემსრულებლად ჯიმ კერის, მელ გიბსონს, უილ სმიტსა და ტონი კერტისს იწვევდნენ, მაგრამ, საბოლოოდ როლი კოლინ ფარელს შეხვდა.
* 2001 წელს კოლინ ფარელი დაქორწინდა მსახიობ ამელია უორნერზე, მაგრამ, იმავე წლის ნოემბერში ისინი განქორწინდნენ.
* 2011 წელს ბევრ საუბრობდნენ კოლინ ფარელის და რიჰანას შესაძლო რომანზე, თითქოს კოლინმა მას თავისი შვილებიც კი გააცნო, მაგრამ, საბოლოოდ, მათი რომანის შესახებ ტყუილი გამოდგა.
* კოლინ ფარელი თავის პირველ ქასთინგზე ორ წუთსაც ვერ გაჩერდა. რეჟისორმა ის გაუშვა და ამის გამო კოლინი უგონოდ დათვრა. როდესაც ერთი კვირის თავზე მას კვლავ დაურეკეს და მიიწვიეს იმავე ქასთინგზე, მან კვლავ უზომოდ დალია, ოღონდ, ამჯერად, სიხარულისგან.
* კოლინ ფარელს არ უყვარს სპორტულ დარბაზში სიარული და ვარჯიში.
* კოლინ ფარელს რამდენიმე ტატუ აქვს: პირველი ცოლის ამელია უორნერის სახელი აწერია მარჯვენა ხელის უსახელო თითზე, ჯვარი მხარზე და სხვები.
* 2006 წელს კოლინ ფარელმა სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ მეგობარ გოგოს ნიკოლ ნარაინს, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ინტერნეტში მათი ინტიმური ურთიერთობის ვიდეო განათავსა.
* ფრანგმა მომღერალმა სედრიკ გოტიემ დაწერა სიმღერა „მინდა ვიყო კოლინ ფარელი”, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს მიუძღვნა.
* კოლინ ფარელი ძირითადად დუბლინში ან ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.
* კოლინ ფარელის ჰონორარები: „ჰარტის ომი” – 2 მილიონი დოლარი; „რეკრუტი” – 5 მილიონი დოლარი; „ალექსანდრე” – 10 მილიონი დოლარი; „მაიამის პოლიცია” – 10 მილიონი დოლარი.