კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ითარგმნება კობი ბრაიანტის სახელი იაპონურად და „მილანის” რომელი ფეხბურთელები იყვნენ მისი კერპები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ სეზონი მის გარეშე დაიწყო. კობი ბრაიანტი ტრავმას იშუშებს და ჯერჯერობით ვერ ახერხებს მოედანზე გასვლასა და მშობლიური „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” დახმარებას. ამ გუნდთან მას მთელი სპორტული კარიერა აკავშირებს. სანამ ლეგენდარული სპორტსმენი მოედანზე გასვლისთვის ემზადება, გავეცნოთ მისი ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ფაქტებს.

* ბრაიანტების ოჯახში ბავშვებს მკაცრად ზრდიდნენ. მაგალითად, მშობლები ჯერ თავად უყურებდნენ ფილმებს და მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ ეძლეოდათ კობის და მის დებს ფილმის ნახვის საშუალება. კინოთეატრში კი, თუკი ეკრანზე უხამსი სცენები – კოცნის ან ჩახუტების კადრები იყო, კობის თვალებზე აფარებდნენ ხელს.

* თავისი საყვარელი ფილმი „ნათლიმამა” კობი ბრაიანტმა 17 წლის ასაკში ნახა პირველად, დრაფტის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

* კობის მამა – ჯო ბრაიანტი კალათბურთელი გახლდათ. ამბობენ, მას არ გაუმართლა, რადგან ზუსტად იმ პერიოდში თამაშობდა, როცა მოედნებზე  მეჯიქ ჯონსონი „ჯადოქრობდაო.“ 14 წლის ასაკში ერთი-ერთზე თამაშის დროს, კობი უგებდა მამას, ხოლო 16 წლის ასაკში, სულაც დაჩრდილა ფარზე თამაშსა და ჩატენვებში. 

* კარიერის დასაწყისში კობი ბრაიანტს კონფლიქტი მოუვიდა ლეგენდარულ კარლ მელოუნთან. „ფოსტალიონად” წოდებულმა მელოუნმა ყველა ვარსკვლავის მატჩის დროს ბრაიანტს შენიშვნა მისცა, რაზეც უკმეხი პასუხი მიიღო. მას შემდგომ მელოუნი და ბრაიანტი მოედანზე ერთმანეთს არ ინდობდნენ.

*  ცნობილია, რომ კობი ბრაიანტი დიდ კალათბურთში პირდაპირ სკოლიდან მოვიდა, რაც უნიკალური შემთხვევაა. ის პირველი მოთამაშეა, ვინც კოლეჯთა ლიგის გვერდის ავლით მივიდა NBA-ში, კობი კარგად სწავლობდა სკოლაში და ნებისმიერი უნივერსიტეტი ან კოლეჯი მას უპრობლემოდ აიყვანდა გუნდში, მაგრამ მან უნივერსიტეტის გვერდის ავლით ააწყო კარიერა ლიგაში.

* იტალიაში ცხოვრების პერიოდში კობი დიდ დროს ატარებდა სათამაშო მოედნებზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ის მარტო თამაშობდა კალათბურთს, ხოლო მისი მეგობრები ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას და კობი ხშირად კარებში დგებოდა, რადგან კარგად ეხერხებოდა ბურთების დაჭერა.

* კობი ბრაიანტი პირველი ამერიკელი კალათბურთელია, რომელიც ფლობდა ევროპული კლუბის წილს. 1999 წელს ბრაიანტმა იტალიურ საკალათბურთო კლუბ „მილანის” აქციათა 50 პროცენტი შეიძინა. ამ კლუბის ღირსებას იცავდა მამამისი. 2009 წელს ბრაიანტმა თავისი აქციები გაასხვისა.

* კობი ბრაიანტი საშინელებათა ჟანრის ფილმების თაყვანისმცემელია.

*როდესაც „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” კობი ბრაიანტი დრაფტზე აიყვანა, პირველი, რაც მან გააკეთა იყო ის, რომ გადარეკა მეჯიქ ჯონსონის ოფისში და დაინტერესდა, სად ვარჯიშობდა ლეგენდარული კალათბურთელი.  ცნობილია, რომ, როდესაც მეჯიქ ჯონსონს 1991 წელს შიდსის ანალიზი დაუდასტურდა, მან კალათბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კობის მშობლები შეეცადნენ, ეს ინფორმაცია „ლეიკერსისა” და პირადად ჯონსონის ქომაგი – კობისთვის მაქსიმალურად მსუბუქ ფორმებში ეცნობებინათ, რომ მას არ ენერვიულა.

* კობი ბრაიანტის საყვარელი რეპერია „კანიბუსი”. ასევე, კობის მონაწილეობა აქვს მიღებული შაკილ ონილის ალბომის ჩაწერაში.

* 1997 წელს კობი ბრაიანტმა უარი განაცხადა შეესრულებინა მთავარი როლი ფილმში „მისი თამაში”, სადაც მისი პარტნიორები დენზელ ვაშინგტონი და მილა იოვოვიჩი იქნებოდნენ. ეს როლი მოგვიანებით, რეი ალენმა ითამაშა.

* კობის მშობლები ლათინოამერიკელზე მისი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ. ქორწილში არ მივიდნენ არც მშობლები, არც დები, არც აგენტი და არც თანაგუნდელები. მშობლები იწუნებდნენ რძალს, არ მოსწონდათ, რომ ის ლათინოამერიკელი იყო. უნდოდათ, რომ კობი აფროამერიკელზე დაქორწინებულიყო. კობის მშობლები ორი წელი არ ელაპარაკებოდნენ შვილს, მიუხედავად იმისა, რომ მეზობლად ცხოვრობდნენ.  ცნობილია, რომ პირველი ჩემპიონობის შემდეგ, კობი ბრაიანტი ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ მამამისი მის არც ერთ ფინალურ მატჩს არ დაესწრო.

* ბავშვობაში კობი ბრაიანტი გატაცებული იყო აღმოსავლური ორთაბრძოლებით, კერძოდ, ის დღემდე ვარჯიშობს ჯიტ კუნ-დოში. კობის კერპი ბრიუს ლია.

* სპორტულ ფეხსაცმელს კობი ბრაიანტი ყოველი მესამე მატჩის შემდეგ იცვლის.

* „ლოს-ანჯელეს კლიპერსის” ხელმძღვანელებმა 17 წლის კობი ბრაიანტი, მხოლოდ იმიტომ არ აიყვანეს დრაფტზე, შეეშინდათ, რომ ბიჭი არ აღმოჩნდებოდა მზად დატვირთვებისთვის. კლუბში დღემდე ნანობენ ამ გადაწყვეტილებას.

* კობი ბრაიანტი ფასტფუდის დიდი მოყვარული გახლდათ. მას „მაკდონალდსის” პროდუქცია მოსწონდა 2010 წლამდე. მას შემდეგ, რაც კობი გაუპატიურების სკანდალში გაეხვა, „მაკდონალდსმა” მასთან სარეკლამო კონტრაქტი გაწყვიტა და კობიმაც საპასუხოდ უარი განაცხადა ჰამბურგერების ჭამაზე.

* იტალიაში ცხოვრების პერიოდში კობი ბრაიანტი საფეხბურთო კლუბ „მილანის” ქომაგი იყო. ის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, სადაც მისი საფეხბურთო კერპები – მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი და ფრანკ რაიკაარდი თამაშობდნენ. ამჟამად, თავისუფალ დროს კობი ცდილობს სეზონზე საყვარელი გუნდის ერთ საშინაო მატჩს მაინც დაესწროს. „მილანთან” ერთად კობი „ბარსელონას” ქომაგიც არის.

* კობი ბრაიანტი მაიკლ ჯექსონის ახლო მეგობარი იყო.

* პირველი ტატუირება კობი ბრაიანტმა მომავალი მეუღლის, ვანესას პატივსაცემად გაიკეთა.

* სკოლაში სწავლის პერიოდში კობი ბრაიანტი რეპ-ჯგუფის წევრი იყო. ის სოლო-კარიერის დაწყებაზეც ფიქრობდა, რომ არა კალათბურთი.

* კობი რეკორდსმენია ყველა ვარსკვლავის მატჩებში მონაწილეობის რაოდენობით. ის ზედიზედ 15-ჯერ მოხვდა საუკეთესოთა შორის და ჯერჯერობით არ აპირებს გაჩერებას.

* სინამდვილეში კობი ბრაიანტის ნამდვილი სახელია კობე - რაც იაპონურად  მარმარილოსფერ საქონლის ხორცს ნიშნავს. საქონელს სპეციალური იაპონური ტექნოლოგიით ზრდიან და მის ხორცს მარმარილოს შეფერილობა აქვს. ასეთი ხორცისგან შემწვარი კერძი გასინჯეს კობის მშობლებმა ფილადელფიაში, ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში და გადაწყვიტეს, შვილისთვის მისი სახელი დაერქმიათ.

* კობი ბრაიანტი ნაციონალური ასოციაციის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც 30 ათასი ქულის ნიშნულს მიაღწია, მანამდე მსგავსი შედეგი უილტ ჩემბერლენმა, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა, მაიკლ ჯორდანმა და კარლ მელოუნმა დააფიქსირეს.

* 2003 წელს კობი ბრაიანტს ბრალი ედებოდა სასტუმროს თანამშრომლის, კატელინ ფაბერის გაუპატიურებაში. თუმცა საბოლოოდ, კატელინმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და სკანდალი სასამართლოს გარეშე დარეგულირდა.

* კობი ბრაიანტს საკუთარი ვიდეოთამაშების სამი ვერსია აქვს გამოშვებული, სახელწოდებით „კობი ბრაიანტ NBA ქოურთსაიდ”.

скачать dle 11.3