კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატერიკები

ურწმუნოს სასწაულებრივი განკურნება

ერთმა სამხედრო პირმა თავის მეგობრებთან წმიდა მიტროფანე ვორონეჟელის წმიდა ნაწილებზე საუბრისას თქვა: „ნება თქვენია, მეგობრებო, მე კი ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ სარკოფაგში ას წელზე მეტხანს უხრწნელი სხეული ინახებოდა. ეს ყოველივე სიცრუეა, გნებავთ, მივალ, ჩავყოფ ხელს კუბოში და შემდეგ მოგიყვებით, რისგან შედგება სხეული, რომელსაც თქვენ აღმერთებთ“.

ყველანი ეკლესიაში წავიდნენ, ურწმუნო კი მოგონილი ღვთისმოსაობით მიუახლოვდა მოსაგრის წმიდა ნაწილებს და კუბოში ხელი ჩაყო.

„წარმოიდგინეთ, ჩვენი გაოცება, – ყვებოდა ამ ამბის ერთ-ერთი მომსწრე, – ვერც კი მოასწრო კუბოში ხელის ჩაყოფა, რომ რაღაც სასწაულებრივმა უხილავმა ძალამ ეს ხელი უკან გადმოაგდო, თვითონ კი გაფითრებული და ნახევრადმკვდარი ძლივს ჩამოვიდა სარკოფაგის წინ მდებარე კიბიდან.

ჯაფით მიღებული პურის ლუკმა ნაქურდალ ქარავანს ჯობია

ახალი ტბის მიდამოებში მოთარეშე ყაჩაღთა გუნდი უკმაყოფილო იყო კუნძულზე ადამიანთა დასახლების გამო, რომლებსაც შეიძლება, მათი საქმიანობის შესახებ შეეტყოთ. ერთხელ მძარცველები ნავით წითელ კუნძულს მიადგნენ. „უსჯულოების შვილნო,“ – ყაჩაღებს მკაცრად მიმართა განდეგილად მყოფმა ღირსმა მამამ კირილე ნოვოზერელმა – „ღვთის საშინელი სამსჯავროს არსებობა დაგვიწყებიათ; უკაცრიელ კუნძულზე გასაქურდად მობრძანებულხართ. მეუდაბნოე მამის გაძარცვა განგიზრახავთ. რას სჩადიხართ?! მთელი ჩემი ვერცხლი სენაკშია“. ერთი მათგანი სენაკისკენ გაეშურა, დარჩენილი ყაჩაღები კი უეცრად სიბნელემ მოიცვა და დაბრმავდნენ. მალე ღირსი მამის სამყოფელიდან საცოდავი ხმა გაისმა. – მძარცველი ორი ჭაბუკისაგან გათავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც უმოწყალოდ სცემდნენ. დაბრმავებულებმა ბერს ხვეწნა-მუდარა დაუწყეს, რათა მშვიდობიანად გაეშვა ისინი. ღირსი მამა სენაკში შევიდა, გონებადაკარგული ყაჩაღი მოასულიერა და ყველანი ერთად გაისტუმრა. „ამიერიდან აღარ იქურდოთ, თორემ ჯოჯოხეთში მოხვდებით“, – ასე დამოძღვრა ისინი კირილე ნოვოზერელმა გამომშვიდობებისას.

გავიდა ხანი. ერთხელ ქურდებმა სავანის სამრეკლოდან ზარი ჩამოხსნეს და მდინარის მეორე მხარეს გადატანა მოისურვეს, მაგრამ გზა აებნათ და იძულებული გახდნენ, სავანეში დაბრუნებულიყვნენ. „რატომ მოხვედით?“ – ჰკითხა განდეგილმა. ქურდები მიწაზე დაემხნენ და პატიება შესთხოვეს. „ჯერ არ ყოფილა სხვისი ქონების მპარავი ბედნიერი ყოფილიყო,“ – მიუგო ღვთის სათნო მამამ, – „მოყვასის სიმდიდრისკენ სიხარბით მომზირალი, საკუთარსაც დაკარგავს. ქურდის სიმდიდრე ქურდის კუზია. მპარავს უბედურება არ ასცდება. შრომით მოპოვებულ კაპიკს საუკუნო ბარაქა გააჩნია. ხალხური სიბრძნე გახსოვდეთ: ჯაფით მიღებული პურის ლუკმა ნაქურდალ ქარავანს სჯობიაო. შემდეგ ქურდები დააპურა და გაისტუმრა.

ჩაწერილია არქიმანდრიტ

დიმიტრი ტელიანიდის

მონათხრობის მიხედვით

 

 

скачать dle 11.3