კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა და ვინ ეძებს მამას უკრაინიდან საქართველოში

27 წლის მარია გიორგის ასული ვოლოშინა ეძებს დაახლოებით 58-59 წლის გიორგი ქურციკიძეს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 58-59 წლის გიორგი ქურციკიძეს. მამაჩემთან კავშირი 1988 წლის შემდეგ არ მქონია. მაშინ მე 2 წლის ვიყავი და მამა თითქმის არც კი მახსოვს. ძალიან მინდა მისი პოვნა და მისი ნახვა. ვიცი, რომ მამაჩემს აქვს სხვა ოჯახი და მე მყავს ნახევარდაძმა. დიდი იმედი მაქვს, რომ მათაც გავიცნობ, თუკი, რა თქმა უნდა, მათაც ექნებათ ამის სურვილი

– როგორ დაკარგეთ მამა და როდის გადაწყვიტეთ მისი მოძებნა?

– მე და დედაჩემი 1988 წლამდე ვცხოვრობდით თბილისში, ვაზისუბანში. მას შემდეგ, რაც საქართველოში არეულობა დაიწყო, ჩვენ საცხოვრებლად უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში გადავედით. იმ დროს მე 2 წლის ვიყავი. დედისგან ვიცი, რომ მამაჩემს ჰქონდა ოჯახი – ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი: გოგონა – შორენა და ვაჟი – შალვა. ჩემთვის უცნობია, იცის თუ არა ჩემი არსებობის შესახებ ჩემმა ნახევარდაძმამ. მე არანაირად არ მინდა, რომ ჩემი გამოჩენით მამაჩემს ოჯახში რაიმე პრობლემა გაუჩნდეს. თუკი ჩემი გამოჩენა მისი ოჯახის წევრებისთვის საპრობლემო იქნება, მე ამასაც გავიგებ. უბრალოდ, მინდა მამის პოვნა. მისგან მე არაფერი არ მსურს, უკვე 27 წლის ვარ და არაფერი მაკლია. უბრალოდ, მინდა ვიცნობდე მამას და სხვა არაფერი. ამჟამად მე უკრაინაში ვცხოვრობ, საქართველოში არავის ვიცნობ და  ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება მამის პოვნაში. დიდხანს ვერ ვწყვეტდი, როგორ მომეძებნა მამაჩემი. ბოლოს „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე განვათავსე ჩემი ისტორია. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს დახმარებიხართ და, მინდა, მეც მათ რიცხვში ვიყო.

– მარია, მამის პოვნის შემთხვევაში, თქვენი ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივი სურვილის შედეგად მოხდება. მზად თუ ხართ იმისთვის, რომ, შეიძლება, მამათქვენმა არ მოინდომოს თქვენთან დაკავშირება?

– რა თქმა უნდა, მზად ვარ. ასეთ შემთხვევაში, ვიცი, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმას გავიგებ, თუ როგორ არის მამა და რომ მას რაღაც მიზეზის გამო ჩემთან დაკავშირება არ სურს. ყოველ შემთხვევაში, მე მაინც მეცოდინება, რომ ის ცოცხალია და კარგადაა. 

– დედაშენმა თუ იცის, რომ მამას ეძებ და რა აზრის არის ის ამასთან დაკავშირებით?

– დედა წინააღმდეგი იყო, რომ მე მამა მომეძებნა, რადგან, მას არ სურს, რომ ჩემი გამოჩენით მას თავის ოჯახთან რამე პრობლემა შეექმნას, მაგრამ, მე ხომ მაქვს ჩემი უფლებები და სურვილი, რომ მამა ვიპოვო, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ იმისთვის ვეძებ, რომ გავიცნო. ამდენი წლის განმავლობაში არ მქონია მასთან ურთიერთობა და, ვიცი, რომ მისი პოვნის შემთხვევაშიც კი, ჩვენი ურთიერთობის აწყობა არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ, მისი პოვნა მაინც მინდა. გულის სიღრმეში მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. მამის შესახებ კიდევ ის შემიძლია გითხრათ, რომ, არაა  გამორიცხული, რომ ის 1985-1988 წლებში რკინიგზაში მუშაობდა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3