კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოახერხა მრავალი წლის განმავლობაში სოლიდური შემოსავლის მქონე გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ვერანაირი უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია 1980 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე მიიღო (1997-2004 წლებში) და პროფესიით ბიზნესსამართალმცოდნეა. მისი სამუშაო გამოცდილება 2001 წელს იწყება სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენში“, სადაც იურისტად 2002 წლამდე იმუშავა. 2002 – 2004 წლებში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი იყო, ხოლო 2004 – 2008-ში – მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის – სამართლებრივი ანალიტიკოსი.  2007 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადავიდა, სადაც 2008 წლამდე მუშაობდა იურისტად. 2008 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა: ერთი წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე იყო, 2009-დან 2010-მდე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 2010-დან 2012-მდე კი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. 2012 წლის 25 ივლისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად დაინიშნა. შესაბამისად, სწორედ მისი გენერალური აუდიტორობისას მოექცა აუდიტის სამსახური საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში – მაშინდელი ოპოზიციის მხარდამჭერი მოქალაქეთა მასობრივი დაბარებებით, დაკითხვებითა და ქონების დაყადაღების გათვალისწინებით.

რაკი კარგა ხნის ჩინოვნიკია, საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციაც არაერთგზის შეუვსია. სულ პირველი 2009 წლით თარიღდება, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. იმხანად ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს – 1978 წელს დაბადებულ მაია ირემაშვილს და ორ შვილს: 2007 წელს დაბადებულ საბა თორდიას და 1999 წელს დაბადებულ მარიამ შანიძეს.

ოჯახი არ ფლობდა არანაირ უძრავ-მოძრავ ქონებას, თუმცა ორივე სრულწლოვანი წევრი დასაქმებული იყო; შესაბამისად, 2008 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, საერთო ჯამში, მიიღო 38 000 ლარამდე – როგორც პარლამენტის წევრმა (7 თვის განმავლობაში) – 28 750 ლარი; მანამდე კი, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტმა – 5 500 ლარი, ხოლო, როგორც USIDE-ს მიწის ბაზრის განვითარების პროექტის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა – 3 000 ლარი. მისი მეუღლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის, წლიური შემოსავალი 18 000 ლარი იყო.

2010 წლის დეკლარაცია გვამცნობს, რომ ლაშა თორდიას ოჯახს არც წევრები შეჰმატებია და არც უძრავ-მოძრავი ქონება. რაც შეეხება შემოსავლებს: ლაშა თორდიამ, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, 48 426 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ – 11 400 ლარი.

2011 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ლაშა თორდიამ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, 2010 წლის განმავლობაში – 58 426 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ ამჯერად, როგორც იუსტიციის სამინისტროს აღმასრულებელი ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის უფროსმა – 15 000 ლარი.

2011 წელს მათი შემოსავლები შემდეგნაირი იყო: ლაშა თორდიამ, როგორც პარლამენტის წევრმა, 69 000 ლარი  აიღო, ხოლო მისი მეუღლე შემოსავლების სამსახურში გადავიდა და, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მრჩეველმა, წლიურ ხელფასად 11 116 ლარი მიიღო.

ბოლოს, 2013 წლის 23 მაისს, შევსებული დეკლარაცია გვამცნობს, რომ საქართველოს გენერალური აუდიტორის ოჯახს კვლავ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. თუმცა შემოსავლები კვლავაც სოლიდური აქვთ. კერძოდ, 2012 წლის განმავლობაში ლაშა თორდიამ, საერთო ჯამში, 74 000 ლარი აიღო. როგორც პარლამენტის წევრმა – 7 თვის განმავლობაში, 41 970 ლარი, ხოლო, როგორც გენერალურმა აუდიტორმა – 5 თვის განმავლობაში – 32 086 ლარი. მისი მეუღლე ისევ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მრჩეველია და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 19 835 ლარი შეადგინა. 2012-ში ბ-ნ თორდიას სესხების მომსახურება 5 500 ლარამდე დასჯდომია.

 

скачать dle 11.3