კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

"პირველი ჩვენების ხიბლი"

 გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ზუგდიდში ერთ-ერთ პოლიციელს სცემეს (გ. ანჩაბაძეს), პატივი აჰყარეს (პოლიციელის ფორმა გახადეს) და პრეზიდენტის ზუგდიდურ რეზიდენციასთან დააგდეს.

ფაქტს სამართალდამცველებიც გამოეხმაურნენ და მყისიერი რეაქცია აწ დაკავებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმაც, ბ-ნებმა მერაბიშვილმა და ახალაიამაც, უმალ გამოამჟღავნეს. კერძოდ, ორივემ აფრინა წერილი, რომელშიც, ჯერ ერთი, თანადგომა გამოუცხადეს დაზარალებულ პოლიციელს და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაარისხეს განგაშის ზარები, რომ კრიმინალი მძვინვარებს და ბატკნებივით დაუცველ სამართალდამცველებს უტიფრად ერჩის.

ზემონახსენები ბატონების ტკივილიან მიმართვას კალამი არ შეშრობოდა, როდესაც გაირკვა, რომ ზუგდიდელი პოლიციელი ბავშვობის მეგობარმა და მეჯვარემ სცემა, არც მეტი, არც ნაკლები, მეუღლის გაუპატიურების მცდელობისთვის (რაც ბ-ნების, მერაბიშვილისა და ახალაიას შეფასებას მთლიანად აქარწყლებს, ვინაიდან, სწორედ დაზარალებულმა პოლიციელმა შეულახა, უპირველესად, ღირსება პოლიციას).

ხოლო, რაკი არც ბ-ნი მერაბიშვილი და არც ბ-ნი ახალაია საქმის გარემოებების დაზუსტების შემდეგ ამ თემაზე საზოგადოებას არ შეხმიანებიან, სავარაუდოა, რომ კვლავ პირველ ჩვენებაზე არიან (ანუ, მომხდარი კრიმინალის პოლიციაზე ზეწოლად მიაჩნიათ), რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ, მათი ლოგიკით, პოლიციელი, კეისრის ცოლივით, ეჭვგარეშეა და, რაც მთავარია, მისთვის ყველაფერი „მოსულა“! 

скачать dle 11.3