კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეგრძნობილი

ანუ, "უგრძნია კაცს"

 

გასულ კვირას ამ ჩვენმა, მათ შორის, ბ-ნი გვარამიას გენპროკურორობის დროსაც, მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენებზე გადამკვდარმა სასამართლომ, ბ-ნი გვარამია და, მასთან ერთად, ეგრეთ წოდებულ „თელასის“ საქმეზე ყველა ბრალდებული გაამართლა.

თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა ღირსშესანიშნავი ფაქტი, პროცესის შემდგომ ბ-ნმა გვარამიამ, აწ „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორმა, გაგვიმხილა, რომ „დღეს მთავარი რამ – სასამართლოს თავისუფლება – შედგა“, ოღონდ, იმავეს ვერ იტყვის პროკურატურაზე. სახელდობრ, ბ-ნმა გვარმიამ ისიც შენიშნა, რომ პროკურატურას ხარვეზები მის დროსაც ჰქონდა (ხარვეზებიო?!) და „გულწრფელადაც“ აღიარა, რომ „პროკურატურაში ძალიან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ.“

მაგრამ, ეს ნიუანსები, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ მაშინ შეიგრძნო, როდესაც  თავად მოუწია ბრალდებულის სახით სასამართლოს წინაშე წარდგომა: „ჩვენ პროცესზე არაკვალიფიციური და პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა ვნახეთ“ (სამწუხაროდ, ის კი აღარ გვითხრა, პროკურატურის მიერ მომზადებულ ჯაშუშურ ფილმებზე რა აზრი აქვს).

ხოლო, თუ ამ ლოგიკას გავყვებით (მხოლოდ ბრალდებულის როლში შევიგრძენი პროკურატურის პოლიტიზებულობა და არაკვალიფიციურობაო), გამოდის, რომ, მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემის ხარვეზებსაც მხოლოდ გისოსებს მიღმა აღმოჩენის შემდეგ შეიგრძნობენ?! – 

скачать dle 11.3