კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაატარა შუახანს გადაცილებულმა მსახიობმა დაბადების დღე ტუალეტში

ყველა თეატრში „მოსულა“ მსახიობებს შორის „გაღადავება“ და მით უმეტეს – მუსკომედიის თეატრი რა გამონაკლისი იქნებოდა?!

ერთ-ერთი მსახიობის დაბადების დღეა და აღნიშნული თეატრის რამდენიმე თანამშრომელი, ანუ მსახიობი  მიიპატიჟა პურისჭამაზე იუბილარმა.

... შუახანს გადაცილებული მსახიობი იყო ნოე რ-ძე. საოცრად ძუნწის სახელი ჰქონდა გავარდნილი. აი, ისეთი, შვილიშვილს კანფეტებს რომ უყიდის, მერე თითო ცალს აცინცლავს, ბალიშის ქვეშ ინახავს და შუაღამეზე, ყველა რომ დაიძინებს – ამ მოპარული კანფეტების „რეალიზაციას“ ეწევა თავზე საბანწაფარებული.

თვისება-ჩვევაც ჰქონდა ამ ინდივიდს – „მეც მინდა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს ხელში რაიმე სასუსნავს დაუნახავდა – „მომე რა მეც, ერთი მაკბეჩიე რა?!“

მაგარ „ღადო“ მსახიობს იური ვასაძეს ამოუვიდა  ყელში. დამუქრებული იყო, ერთხელაც იქნება, გადავაჩვევ მე მაგასო და აი, მომენტიც დადგა.

შეკრებილები რომ არიან და მივიდნენ კიდევაც მასპინძლის სახლში, სალამ-ქალამ მილოცვის მერე, ხელები გადაიბანეს სტუმრებმა.

იურამ ჯიბიდან ერთი საშუალო სიდიდის აბი ამოიღო. ნელა, ისე, რომ ნოეს დაენახა, წაიღო პირისკენ და ეს ნოეც დაეძგერა:

– რაია მაი, რო გადაყლაპე ახლა შენ, იურა?

– არაფერი ისეთი.

ნოე სულ გადაირია.

– მითხარი, თვარა, აგერ მოვკვდები ახლავე, შენ თვალწინ.

– აგი რაია ჩემო ნოე და „ანტი მთვრალნია“, იტალიიდან გამომგიზავნეს.

– ესე იგი?

– ესე იგი, დალევ და... სვი, რამდენიც გინდა... არც დათვრები და მეორე დღესაც ქე ხარ ჩიტივით.

– ძმა ხარ ჩემი, შეძენილი... ე ბიჭო, მომეცი მეც, რა იქნება...

– ა, ბატონო, მაგრამ არავის უთხრა, თუ არა, სადაა ამდენი...

– სამარე ვარ! – გამოგლიჯა აბი ხელიდან და უწყლოდ გადასანსლა, მაგრამ ვერ ისვენებს:

– მეორეც მომე, რა... შენ მაინც ბევრი გექნება. გამოართვა და ხია მეორეც.

მეორეზე არა და მესამე სადღეგრძელოზე, იურას ნოეს მხრიდან რაღაც ჭყრიალ-ბუყბუყის ხმა მოესმა დაახლოებით, გულმკერდის ქვემო პარამეტრებიდან. თუმცა, ნოეს არაფერი ეტყობოდა... არ ეტყობოდა, მაგრამ მალე შეეტყო, ანუ აცმუკდა და ახვანცალდა სკამზე. მერე ფერიც შეეცვალა და მეორეკლასელივით ასწია ორი თითი:

– ბატონო თამადა... თუ შეიძლება, ცოტა ხნით დაგტოვებთ...

– მიბრძანდით, ბატონო... ჩვენთან დემოკრატიაა, – გაუღიმა სუფრის უფროსმა. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ნოე კარაბინიდან გამოვარდნილი ტყვიის სისწრაფით გაენთო ტუალეტისკენ. 

დაწყნარებული ნოე 5 წუთის შემდეგ ისევ ყინჩად იჯდა თავის სკამზე. მაგრამ ქათმის ბარკალს ზიზღიანად უყურებდა. მონდომებულად და დაუფარ-დაუმალავად ხშირად ზომავდა მანძილს თავისი სკამიდან ტუალეტამდე.

მეხუთე სადღეგრძელოზე ისევ ასწია ორი თითი – გავივლი, ბატონო თამადავ, თუ შეიძლებაო, – და ნებართვა რომ დაითრია, კისრისტეხით შევარდა ისევ იქ, წეღან რომ მოგახსენეთ.

– ამ კაცს ელვადეპეშა ხო არ დააქვს იმ ტუალეტში? – დაინტერესდა ახმახი მსახიობი.

– ხა, ხა ხა... რა ხარ შენ! რასაა, შენ რომ არ იტყვი! – ახორხოცდნენ მოქეიფეები. ამასობაში ნოეც გამოვიდა, სიჩუმე რომ იგრძნო, ბოდიში მოიხადა, ხმადაბლა დააბოყინა, მაგრამ ამისთვის აღარ მოუბოდიშებია და დაჯდა.

– ბიჭო, იურა... თრობა არ მეკიდება, ხო იცი შენ... მაგარი ყოფილა მაი წამალი, – გადაულაპარაკა ვასაძეს.

– შე კაცო, ჩვენ რო ვსვამთ, შენ ტუალეტში ხარ და უბორნიაში დამთვრალი კაცი მე, მაგალითად, არ მინახავს... ისე, წამალი მართლა მაგარია, რო იცოდე, და მერე და მერე უფრო იგრძნობ მაგის ეფექტს.

– ბიჭო, – ისევ აჩურჩულდა ნოე... – გამიცვალე რაია ადგილი.

– რატომ ვითომ?

– ტუალეტთანაა ახლოს შენი სკამი და იმიზა... შენ საიდან გეცოდინება, მარა, მე, ბავშვობიდან მიყვარს ტყუალეტი და უბორნია... კი არ დამიჯერებ, მარა, პატარა რომ ვყოფილვარ, სულ უბორნიაში ვთამაშობდი „უბორნიობანას“. აბა! – თამაშია ასეთი, ქალაქში არ იციან, რაიონებში ძაან იყო გავრცელებული ეგ თამაში, აბა!

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ერთი გვარიანად დაიწმაწნა, სახეზე წამოჭარხლდა, ორი თითი აღარ აუწევია, არც ბოდიში მოუხდია და ისეთი სიჩქარით დაგაზა ტუალეტისკენ, რომ ფეხები თავს უსწრებდა... შევარდა და ხმაურით შეიხურა კარი.

– მართლა რა ჭირს, იურა, მაგ კაცს? – ახლა მელოტი მსახიობი დაინტერესდა.

– მაგას რო ჭირს, მტერს და ავს... ეტირა ყოფა!

– მითხარი, გაფიცებ ყველაფერს... – ყელი გამოიბდღვნა თითებით მელოტმა.

– ხო იცი, ეგ ძუნწი ყველას რომ ყველაფერს გლეჯს ხელიდან.

 – მაგი ვინ არ იცის.

– ხო და, ორი ტაბლეტი გაბარბალებული „სენადე“ (საფაღარათო საშუალება) გამომტყუა აქ მოსვლამდე... ჯერ სადაა, სულ დააყრევინებს წელებს აქედან წასვლამდე.

 

скачать dle 11.3