ანეკდოტები
რა ქვეყანაა‚ თოვლის ბაბუა უფრო ძვირი ღირს ერთი საათით‚ ვიდრე ფიფქია – მთელი ღამით.
***
ცოლ-ქმარი ბარში.
– ხედავ‚ ბართან რომ კაცი ზის? შვიდი წლის წინ დავშორდი და მას შემდეგ სულ სვამს...
– კარგი რა‚ ვინ ზეიმობს ამდენ ხანს?!
***
სვანი დაქორწინდა. მოინდომა ცოლმა და კარგი ვახშამი მოუმზადა – მრავალფეროვანი და გემრიელი. სვანი ჩუმად მიირთმევს.
– საყვარელო‚ შეგექო მაინც‚ ხომ გემრიელია...
სვანმა ყურადღებით შეხედა ცოლს‚ შემდეგ თეფშს დახედა და:
– ვახშამო‚ ძალიან გემრიელი ხარ.
***
მანქანაზე წარწერაა ამოკაწრული:
„საბა‚ შემოდი „ფეისბუქზე” – თათია“.
„თათია‚ ასეთი რამ აღარ გააკეთო – საბა“
„თათია და საბა – ჩათვალეთ‚ მკვდრები ხართ – მანქანის პატრონი“.
***
სამარშრუტო ტაქსში ნასვამი ტიპი ამოდის.
– იქნებ გამიყოლოთ‚ ფული არ მაქვს.
– სასმელისთვის ხომ გქონდა?
– მეგობარმა დამპატიჟა.
– გზისთვის რატომ არ მოგცა.
– როგორ არა‚ გამომატანა... – და ჯიბიდან ბოთლი ამოიღო.
***
ტიპი პარაშუტით ხტება. ჩამოუქროლა კონდორმა და გადასძახა.
– მოცეკვავეს გაუმარჯოს!
– მე მოცეკვავე არ ვარ‚ პარაშუტისტი ვარ...
– ქვემოთ ისეთი კაქტუსებია‚ შესაძლებლობები მაშინვე გამოგივლინდება.
***
გურული გორელს გაჰყვა.
– რა გინდა‚ ამისრულა შეპირებული – სამოთხეში გაცხოვრებო: არც ფეხსაცმელი მაქვს‚ არც ტანსაცმელი... ვაშლი კი – რამდენიც გინდა.
***
„დავკარგე ბიუსტჰალტერი. მპოვნელს დავაჯილდოებ. ჯილდოს სიდიდეს ბიუსტჰალტერის ზომით განვსაზღვრავ“.
***
შეკითხვა ექიმს:
„ვსვამ სამედიცინო სპირტს‚ ვაყოლებ საექიმო ძეხვს‚ ჯანმრთელობა კი მიუარესდება....“
***
– როგორ ვასწავლოთ ბავშვებს წესიერი მოქცევა‚ როცა კონკია სახლში 12 საათის შემდეგ ბრუნდება‚ ტარზანი შიშველი დარბის‚ ბეტმენი საათში 450 კილომეტრი სიჩქარით დაფრინავს‚ ფიფქია კი‚ საერთოდ‚ 7 ჯუჯასთან წევს...
***
დირექტორმა შეამჩნია‚ რომ ძალიან აზიატ თანამშრომელს საყურე უკეთია...
– ეს შენ ხარ? როდიდან?
– მას შემდეგ‚ რაც ჩემმა ცოლმა საწოლში „უცხო“ საყურე იპოვა...
***
უცნაური სასმელია ეს ყავა – მამაკაცს მიიპატიჟებ‚ სექსით მთავრდება‚ მეგობარს მიიპატიჟებ – ალკოჰოლით.
***
– დედა‚ კატა ვიპოვე!
– გოგო‚ შენს ასაკში რა დროს კატაა‚ ქმარი ეძებე‚ ქმარი.
***
ძალიან მდიდარი ადამიანი შეიძლება‚ ჰავაის კუნძულებზე ერთდროულად იყოს – დასასვენებლადაც და ძებნაშიც.
***
უბედური შემთხვევების 49 პროცენტი შეიძლება მოხდეს სიტყვების შემდეგ: „ნახე‚ რა შემიძლია!“ დანარჩენი 51 კი, სიტყვების – „ეგ რაა‚ ნახე‚ მე რა შემიძლია!“
***
ორი მილიონერი პროვინციის სასტუმროში.
– პიცას შეჭამდა კაცი‚ მაგრამ აქ ახლა არც ერთი რესტორანი არ იმუშავებს...
მეორემ ტელეფონის ყურმილი აიღო და ნომერი აკრიფა.
– ალო‚ პიცის შეკვეთა მიიღეთ‚ მისამართი...
ყურმილიდან ისმის ყვირილი:
– ვინ ხარ‚ ამ შუაღამისას რომ მაღვიძებ‚ დილით სამსახურში ვარ წასასვლელი...
მილიონერი კი თავისას აგრძელებს:
– ძალიან არ დააგვიანოთ‚ ორი ათას დოლარს პიცის მომტანს გადავუხდი‚ – და ყურმილი დაკიდა.
– და შენ გჯერა‚ რომ მოიტანენ?
– ჯერ არ მომხდარა‚ რომ არ მოეტანოთ...