მხოლოდ ფაქტები
* ამ სიაში პირველი ადგილი ძაღლებს უჭირავთ, მეორე – ცხენებს, მესამე – გედებს, მეოთხე – ღორებს, კატები კი – მეთორმეტე ადგილზე არიან... მკვლევრებმა ეს სია „საყვარელი ცხოველების“ შერჩევის პრინციპით შეადგინეს.
* ერთ-ერთ ნაშრომში ლენინმა ხალხი სამ კატეგორიად დაყო: დამნაშავეებად, სასარგებლო იდიოტებად და კომუნისტებად.
* პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას კანცელარიის უფროსად 1992 წლის ბოლოს დაინიშნა მიჩესლავ ვახოვსკი – მისი ყოფილი პირადი მძღოლი.
* კანადელმა ფიზიკოსმა შემენჰაუერმა წამოაყენა წინადადება, ჩილეს სანაპირო მთებზე გაებათ თევზსაჭერი ბადე, რომელზეც ნისლი ჩამოწვებოდა, კონდიცირდებოდა და სარწყავ წყალს წარმოქმნიდა.
* ძველი ბერძნები და რომაელები კერძში დაფნის ფოთოლს არომატისთვის არ აგდებდნენ – ეს მათი ტრადიციული რიტუალი იყო.
* ინგლისის ელექტრომრეწველობის დიდი ნაწილი შოტლანდიაშია თავმოყრილი იმის გამო, რომ იქ ძალიან ცოტა მტვერი და ბევრი სუფთა ჰაერია.
* ამ ქვეყანას როდეზია მის ტერიტორიაზე ალმასების მოპოვებისა და დამუშავების პირველი კომპანიის დამაარსებლის – სესილ როდსის პატივსაცემად ეწოდა.
* ფინეთში, ზამთარში, დიდთოვლობის დროს მანქანების მსხვერპლი ხშირად ხდებიან ირმები, რომლებიც ტრასაზე დაყრილი მარილის ასალოკად გამოდიან.
* 1911-1913 წლებში, მას შემდეგ, რაც „მონა ლიზა“ მოიპარეს, ლუვრი უფრო მეტმა ადამიანმა დაათვალიერა, ვიდრე მანამდე, 12 წლის განმავლობაში. დამთვალიერებელთა რაოდენობის ასეთი ზრდა საუკუნის ძარცვის ადგილის ნახვის სურვილმა გამოიწვია.
* გრავიტაციის მუდმივას, პლანკის მუდმივასა და ავოგადოს პირველი რიცხვები 666-ს ქმნის; ამიტომ ამბობენ, რომ მათში ეშმაკეული აზრია ჩადებული.
* ესპანეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ბალონში, უჩვეულო ძეგლი დგას – ღვიძლის.
* იტალიის ქალაქ ტოსკანაში ბოლო დროს ყოველწლიურად იმართება „პინოქიოს კონკურსი“, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან... ტყუილში
* 1560 წელს, დანიელებთან ომის დროს, შვედების არმიის შემადგენლობაში შედიოდა „ალქაჯების ქვედანაყოფი”.