კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტკბილი ცხოვრება

ტკბილი ცხოვრება

შუა საუკუნეებში შაქარი, როგორც წამალი მხოლოდ აფთიაქებში იყიდებოდა. ადამიანებს უხსოვარი დროიდან მოსწონდათ ტკბილეული. როდის გაუსინჯეს თაფლს გემო, არავინ იცის, მაგრამ აი, შაქრის ამბავი კი გარკვეულია. შაქარი – სიტყვა წარმოიშვა სანსკრიტული „სარკარისგან“, რაც ტკბილს ნიშნავდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ხალხები შაქარს სხვადასხვა მცენარისგან აწარმოებდნენ. ზოგი ლერწმის წვენიდან, ზოგი სოიისგან, ზოგიც – ჭარხლისგან. ეგვიპტელები მას პალმის ხისგან იღებდნენ. თუმცა, ძალიან მცირე რაოდენობით. ევროპელებს კი ჯვაროსნულ ომებამდე საერთოდ არაფერი სმენოდათ შაქრის შესახებ. როცა ჯვაროსნები ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სირიასა და პალესტინაში შაქრისგან უკვე ამზადებდნენ ტკბილეულს. მეცამეტე საუკუნეში შაქრის ლერწმის პლანტაციები სამხრეთ იტალიასა და საფრანგეთშიც გაჩნდა. თუმცა, მოსავალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ინდოეთში. ამიტომ, ის აფთიაქებში იყიდებოდა. ყველას უნდოდა შაქრის გასინჯვა. შაქრით ვაჭრობა საუკეთესო ბიზნესად იქცა. ინდოეთისკენ მიმავალ მოკლე „შაქრის გზას“ ეძებდნენ ვასკო და გამა და ქრისტეფორე კოლუმბი. პორტუგალიელებმა სწრაფად აითვისეს ლერწმიდან შაქრის მიღების კულტურა. 1676 წლიდან ბარბადოსიდან ინგლისში ყოველწლიურად შაქრით დატვირთული ოთხასი ხომალდი მიემართებოდა, თითოეულზე –150 ტონა შაქარი იყო.

ამერიკაში შაქრის წარმოება მხოლოდ 1751 წელს დაიწყო. შაქრით ევროპის მთავარი მომმარაგებელი საფრანგეთი იყო, სანამ იქ რევოლუცია არ მოხდა. თავადაც დიდი მომხმარებელი იყო ამ პროდუქტის. მარტო 1789 წელს 80 ათასი ტონა შაქარი მოიხმარა. დღეს შაქარი ყველა ოჯახს აქვს და ძნელი დასაჯერებელია, რომ ოდესღაც ნახევარ კოვზსაც კი ოქროს ფასი ჰქონდა და ფუფუნების საგანი გახლდათ.

 

ქსოვილი – დიდების შარავანდედში

ძველი ელინებისთვის აბრეშუმი ღვთის საჩუქარი იყო და მას ღვთაებასავით სცემდნენ პატივს. ზოგადად, ქსოვილს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს.

ტილო იყო პირველი ქსოვილი, რომლის დამზადებაც ადამიანმა ისწავლა. მისი ასაკი 9 ათას წელს ითვლის. პირველად ის ინდოეთის მაღალმთიან რაიონებში შექმნეს. 2 ათასი წლის შემდეგ ტილოს ქსოვილმა ასირიამდეც მიაღწია. შემდეგ უკვე ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეშიც შევიდა, ანუ, თუ ჩვენ დღეს ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი გვაცვია, ინდოელებს უნდა ვუმადლოდეთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საოცარი ქსოვილების შექმნაში ისინი დღემდე არავის უთმობენ პირველობას. თანამედროვეობა წალეკა ხელოვნურმა ბოჭკომ და ხელოვნურმა ქსოვილებმა. პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილი დაამზადა ამერიკულმა ფირმა „დიუპონმა“ – 1938 წელს, შეიქმნა ნეილონი. ეს ტექნოლოგიური რევოლუციის ტოლფასი გახლდათ. გაჩნდა უცნაური ქსოვილები, ცეცხლგამძლე, ლითონივით მკვრივი და ფოლადგაუმტარი, წყალგამძლე და ქარგაუმტარი. ასევე, აკრილის ქსოვილები. 1959 წელს „დიუპონმა“ სახელგანთქმული და მთელ მსოფლიოში პოპულარული ლაიკრა შექმნა. მიუხედავად პროგრესისა, ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე მოდურად ნატურალური – ტილო, აბრეშუმი და ბამბის ქსოვილები რჩება.

აბრეშუმზე აღფრთოვანებით წერდა პლუტარქე: „მსუბუქზე მსუბუქი... პრიალა და გლუვი... მოსახერხებელი წლის ნებისმიერ დროს...“

ძველ რომში აბრეშუმს წვეულებების დროს მაგიდებზე აფარებდნენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში აღმოსავლელი ვაჭრები აბრეშუმს ფულის ნაცვლად იყენებდნენ და წარმატებით ვაჭრობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

 

скачать dle 11.3