კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: როგორ ავარჩიო დისკი ჩემი ავტომობილისთვის? თუ არსებობს რაიმე პარამეტრი? მაგალითად, მითხრეს, რომ ჩემს ავტომობილზე ძარიდან გამოწეული დისკი არ უნდა დავაყენო. რამდენადაა გამოწეული თუ შეწეული დისკი მხოლოდ ვიზუალით უნდა მივხვდეთ?

პასუხი: არსებობს პარამეტრები, რომელიც აღწერს დისკის ძარიდან გამოწეულობის სიდიდეს. მას აღნიშნავს ეგრეთ წოდებული „ET”. „ET”-ის” ციფრები, რაც უფრო დაბალია, მით მეტადაა გამოწეული დისკი და შესაბამისად, საბურავიც ავტომობილის გარეთ. რაც უფრო მაღალია ციფრი, მით მეტადაა ის შიგნით შეწეული. სხვადასხვა ფირმა, სხვადასხვა ტიპის ავტომობილისთვის განსხვავებული ზომის დისკებს იყენებს. მაგალითად, თუ წინა წამყვან „სიტროენს” „ET-19” უყენია, ასევე, წინა წამყვან „ჰონდას” – 35. ამ დროს კი „ბეემვეს” ნულოვანი „ET-იც” კი აქვს და ხშირად, მინუსებშიც გადადის. ამიტომ, როცა დისკების ყიდვას გადაწყვეტთ, კატალოგში უნდა მოიძიოთ კონკრეტულად რა ტიპის დისკი, როგორი „ET-ით” უნდა დააყენოთ ამ კონკრეტულ მოდელზე. რა თქმა უნდა, უფრო ლამაზია ავტომობილი, რაც უფრო მაღალდიუმიან საბურავებს დაუყენებთ. თხუთმეტდიუმიანის მაგივრად, ჩვიდმეტიანს თუ დააყენებთ, ავტომობილი გაცილებით ლამაზი და მდგრადი იქნება, მაგრამ ავტომობილი მკვეთრად გაუხეშდება. გამოწეულობის პარამეტრი კი შეგიძლიათ შეცვალოთ და ეს მწარმოებელს აუცილებლად ექნება მითითებული. ანუ, თუ ჩვიდმეტიან საბურავს დააყენებთ, რამდენი „ET-ის” დისკი სჭირდება მას, ეს აუცილებლად სპეციალისტს უნდა ჰკითხოთ, რათა ავტომობილის ფრთებს, მის შიდა ნაწილს არ მოედოს. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ეგრეთ წოდებულ „საბოლტეებსაც”. შეიძლება, დისკი იყოს ოთხ, ხუთ ან ექვსბოლტიანი და თან, მათ შორისაც არის განსხვავება. ნახვრეტების დაშორებებიც უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ავტომობილს. ასევე, საყურადღებოა, იმ კონკრეტულ დისკს როგორი ტიპის „გაიკა” ერგება. შეიძლება, იყიდოთ დისკი, მოარგოთ და უკვე არსებული „გაიკებით” მოუჭიროთ. ამან კი დისკის შიგნით არსებული კონუსი, სადაც „გაიკა” ჯდება, მოღუნოს ან კარგად ვერ ჩაჯდეს. ამის გამო კი ბორბალი საერთოდ ვერ მოუშვათ ან გააფუჭოს ხრახნი, დისკი ისე დააზიანოს, რომ ავტომობილს სულ დისბალანსი ჰქონდეს. ანუ, ჩვენ ვასწორებთ ბალანსს, დავდივართ და მაინც დისბალანსია. ასევე, მნიშვნელობა აქვს, რამხელაზეა დისკის გული ამოჭრილი. თუ ის უფრო დიდია, ვიდრე ავტომობილის გული, ფიზიკურად არ ჩაჯდება. ან შეიძლება, ჩაჯდეს, გვეგონოს, რომ მოვუჭირეთ და რეალურად, ასე არ იყოს. თუ უფრო განიერი გული აქვს დისკს, ვიდრე თქვენს ავტომობილს გამოზნექილი დისკის შესაცვამი ცენტრი, ის თავისუფლად ჩაჯდება და ცენტრს ვერ დაიჭერს და ამ დროს უნდა ეცადოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოუჭიროთ, რათა  „ბოლტების” ხარჯზე მაინც ჩაჯდეს ცენტრში. ანდა, იყიდება სპეციალური პლასტმასის დასაფენები, ეგრეთ წოდებული „ვსტავკები”, რომელიც ავტომობილის ღერძს ეცმება, მერე დგება დისკი და მას ზუსტად უჭირავს ცენტრი. ამ დეტალებს დისკის დაყენების დროს იშვიათად თუ ვინმე აქცევს ყურადღებას, რეალურად კი, ძალიან საჭირო ინფორმაციაა.

კითხვა: ამერიკულ მანქანებს საქართველოში საშინლად არ სწყალობენ. რისი ბრალია ეს?

პასუხი: თუ ხარისხის დაწუნებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გააჩნია მარკას. ანუ, ვერ ვიტყვით, რომ ისინი ცუდი ხარისხისაა. უბრალოდ, ჩვენთვისაც და ევროპელებისთვისაც, მაინც უცხო სისტემად მიიჩნევა. ჯერ ერთი, რომ სიჩქარეც კი მილებში ითვლება. ელექტროსისტემებიც თავისებურადაა მოწყობილი, სხვანაირია ექპლუატაციის პირობები. ანუ, სხვაგან არიან (იცინის). სხვაგვარი სერვისი აქვთ.  თუ ამერიკულ მანქანას შეიძენ, ავტომატურად, ბევრი თავსატეხი გიჩნდება. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „მიცუბიში აუთლენდერი“, 2002 წლის, ამერიკული. როგორ დამიხასიათებთ ამ მოდელს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რამდენ საწვავს წვავს ქალაქის და ტრასის პირობებში? და კიდევ ერთი, კითხვა: რას ნიშნავს AWD?

პასუხი: ეს არის თავისი კლასისთვის საკმაოდ კარგი ავტომობილი. თუმცა, ქართული რეალობისთვის, ვგულისხმობ გზების უსწორმასწორობას, ბორდიურებს, აღმართ-დაღმართებს, ის არცთუ გამოდგება. „აუთლენდერის“ ამ პირობებში გამძლეობა ეჭვქვეშაა. მით უმეტეს, მისი სავალი ნაწილისთვის. ვფიქრობ, ის უფრო იაპონურ გზებზეა გათვლილი. მისთვის გერმანული გზებიც კი არ იქნებოდა მოსაწონი, იქ არსებული მაღალი სიჩქარის გამო. თუ უმეტესად მშვიდი სიარული გიწევთ და ქალაქის პირობებში გადაადგილდებით, მაშინ ამ ავტომობილის შეძენა მისაღებია. მაგრამ, თუ რაიონში გიწევთ სიარული ან მართვის აგრესიული სტილი გაქვთ, ამ ავტომობილს არ გირჩევთ. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, მართვის ნორმალური სტილის შემთხვევაში, ის არ ცდება ქარხნულ პარამეტრებს. უფრო ზუსტად მხოლოდ მაშინ გაგცემდით პასუხს, თუ მეცოდინებოდა რომელი ძრავით აღჭურვილ მოდელზეა საუბარი. მაგრამ, ეს შეგიძლიათ, მარტივად გადაამოწმოთ თუნდაც ინტერნეტში, ქარხნული მონაცემების ნებისმიერ  კატალოგში. რაც შეეხება AWD-ს, ის იშიფრება შემდეგნაირად All Wheel Drive, ანუ ყველა წამყვანი თვალი, შესაბამისად, ეს ავტომობილი ოთხივე წამყვანი თვლითაა აღჭურვილი. ის რომ იყოს FWD, მაშინ იქნებოდა Front Wheel Drive, ანუ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი. 

კითხვა: მსურს, შევიძინო ავტომობილი „ნისან მურანო“, 2004 წლის მოდელი. როგორ დამიხასიათებთ ამ ავტომობილს? ხშირად უგზოობაში სიარულიც მიწევს. ხომ არ მირჩევთ ამ ფასად რომელიმე სხვა მოდელს?

პასუხი: „ნისან მურანო“ მიუხედავად თავისი დიდი მოცულობისა, მაინც არ არის უგზოობასა ან რთულ ზედაპირზე სასიარულოდ განკუთვნილი. ეს არის ავტომობილი, რომლითაც, პერიოდულად შეგიძლიათ, წახვიდეთ ბაკურიანში, გუდაურში, თუნდაც თოვლიან გზაზე, მაგრამ არა  სანადიროდ, ტბებთან თუ მთის ძირში. თუ უგზოობაში ხშირად სიარული გიწევთ, ჩემი რჩევა იქნებოდა, აქცენტი უფრო „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ მოდელებზე გააკეთოთ, მაგალითად, „პრადოზე“. მიუხედავად, უბრალო შეხედულებისა, ამ პარამეტრებში ის საუკეთესოა. თუ „პრადოს“ ფასი თქვენთვის ძვირია, მაშინ არჩევანი „მიცუბიშის“ „პაჯეროზე“ შეაჩერეთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ „მურანო“ მოგწონთ, რაშიც ჩვენი გემოვნება ემთხვევა, თქვენთვის ვიზუალურად ერთიც და მეორეც მიუღებელი იქნება, რაშიც ასევე, დაგეთანხმებით. 

 

скачать dle 11.3