კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ხშირად სჭირდება პტერისს მორწყვა?

პასუხი: ცხელ ზაფხულში მცენარეს მაღალი ტენიანობა სჭირდება, ზრდის პერიოდშიც არ უნდა მოაკლოთ ტენი. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვა ოდნავ შეამცირეთ, ოღონდ ნიადაგს ძალიან ნუ გამოაშრობთ. მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. სითბოში მცენარე ქოთნით სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, მაღალი ტენიანობა რომ შეუნარჩუნდეს. რეგულარულად დანამეთ და ტენისთვის სააბაზანოში დადგით.

კითხვა: როგორ მოვუარო კალას ზრდის პერიოდში?

პასუხი: აქტიური ზრდის დროს, მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო დაყვავილების შემდეგ – მშრალი. ზრდის პერიოდში, როცა მცენარე გაფოთლილია, კაშკაშა სინათლეში ამყოფეთ და ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დაყვავილების შემდეგ თანდათან გააშრეთ  და დამჭკნარი ფოთლები მოაშორეთ, ხოლო მიძინებული ბოლქვი მშრალად შეინახეთ. გადარგეთ ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე და ფოთლების ზრდასთან ერთად, მორწყვასაც უმატეთ.

კითხვა: სად შეიძლება ბროწეულის გახარება?

პასუხი: თუ საჭმელად ვარგის ბროწეულს გულისხმობთ, მაშინ აუცილებლად ბაღში უნდა გაახაროთ, რადგან ოთახში გაზრდილი დეკორატიული ბროწეული პატარა ნაყოფს ისხამს და არც იჭმევა. შეგიძლიათ, დეკორატიული ბროწეული ზამთრის ბაღში გაახაროთ.

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: ამ მცენარეს განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს. მთავარია, მშრალ ადგილას არ დადგათ. მცენარე ზრდის პერიოდში  რეგულარულად უნდა მორწყათ. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.

კითხვა: როგორ მოვახერხო, რომ ადიანტუმი მალე გაიზარდოს?

პასუხი: ადიანტუმისთვის ფორმის მიცემა ძალიან იოლია. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში მალე გაიზარდოს, ტენი არ უნდა მოაკლოთ. თუ მისი ფორმა აღარ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ, ან ყველა რტო ძირში მოაჭრათ. ახალი ყლორტები მალე ამოუვა. გირჩევთ, ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.

კითხვა: შეიძლება ალოეს ხშირი რწყვა?

პასუხი: ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ ზედმეტი წყალი არ  მოგივიდეთ. შეიძლება, ამით მცენარე დაზიანდეს. მჭიდროდ ჩარიგებულ ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი. ზამთარში უფრო იშვიათად სჭირდება ამ მცენარეს წყალი, თუმცა მიწის გამოშრობაც არ არის სასურველი. ამ დროს არც დამატებითი კვება არ სჭირდება.

კითხვა: მაინტერესებს ბრუგმანსიაზე როგორ მოქმედებს ტემპერატურის ცვლილება და მზე?

პასუხი: თუ მიწა ტენიანი იქნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ბრუგმანსიას ვერაფერს ავნებს. მას სინათლე უყვარს და გირჩევთ, ნათელ სასტუმრო ოთახში მოათავსოთ. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.

კითხვა: ბინაში კამპანულა მაქვს. სოკოვანი დაავადება შეეყარა. იქნებ მირჩიოთ როგორ დავეხმარო?

პასუხი: ზამთარში აუცილებლად მშრალ ადგილას უნდა დადგათ ისე, რომ ნიავდებოდეს. ზამთრის „ძილის“ წინ მცენარე აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ. ასევე, საჭიროა დამჭკნარი ყვავილების მოცილება. ამით მცენარეს ყვავილობასაც გაუხანგრძლივებთ. ეცადეთ, წყალი მცენარის ფოთლებს არ მოხვედეს, რომ არ დაულპეს.

скачать dle 11.3