რა მოხდა ამ დღეს
20 იანვარი
1265 – გრაფმა ლესტერსკიმ პირველად მოიწვია ინგლისის პარლამენტი.
1778 – ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები. ერთი წლის შემდეგ იგი ხელახლა მიადგა ამ კუნძულებს, სადაც აბორიგენებმა მოკლეს.
1841 – ჩინეთმა ჰონკონგი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
1982 – ოზი ოსბორნი მოათავსეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მან თავი მოაჭამა სცენაზე ნასროლ ღამურას, ეგონა, რომ ხელოვნური იყო.
21 იანვარი
1922 – შვეიცარიის ქალაქ მიურენში ჩატარდა პირველი სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრი სლალომში.
1951 – ვულკან ლამინგტონის (ახალი გვინეა) ამოფრქვევის დროს დაიღუპა 2 942 ადამიანი.
1954 – ამერიკის შეერთებულ შტატებში წყალში ჩაუშვეს პირველი ატომური წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.
22 იანვარი
1905 – მეფის ჯარებმა დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრაცია პეტერბურგში (სისხლიანი კვირა, ძველი სტილით 9 იანვარი).
1929 – დააპატიმრეს და თურქეთში გაასახლეს ლევ ტროცკი (ბერნშტეინი), რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1943 – შტატ სამხრეთ დაკოტის პატარა ქალაქ სპერფიშში დილის 7 საათსა და 30 წუთზე ჰაერის ტემპერატურამ ორ წუთში ცელსიუსის მინუს 20 გრადუსიდან პლუს 7 გრადუსამდე აიწია.
1970 – მოეწყო „ბოინგ 747-ის“ პირველი გაფრენა მგზავრებით. თვითფმრინავი აფრინდა ნიუ-იორკში და ექვსსაათნახევრის შემდეგ ლონდონში დაეშვა.
23 იანვარი
1556 – ჩინეთში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიწისძვრა, რომელმაც 820 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
1911 – მარია სკლადოვსკაია-კიურის უარი ეთქვა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი იყო.
1960 – შვეიცარიელი მეცნიერი ჟაკ პიკარი ბათისკაფ „ტირესტის“ მეშვეობით პირველად ჩაეშვა მარიანის ღრმულში 11 კილომეტრ სიღრმეზე.
24 იანვარი
41 – რომში პლატინუმის თამაშებზე, თეატრში, სამხედრო ტრიბუნმა კასიუს ხერეამ შეთქმულებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა იმპერატორი კალიგულა.
1848 – ჯეიმს მარშალმა კალიფორნიაში მიაგნო თვითნაბად ოქროს, ამან გამოიწვია კალიფორნიის „ოქროს ციებ-ცხელება“.
1922 – ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა მიიღო პატენტი „ესკიმოზე“ – შოკოლადიან ნაყინზე.
25 იანვარი
1831 – დაიწყო პოლონეთის დიდი აჯანყება რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა 1832 წლის ქართულ შეთქმულებას.
1924 – ფრანგულ საკურორტო ქალაქ შამონიში გაიხსნა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
26 იანვარი
1244 – ისტორიულ ქრონიკებში პირველად მოიხსენიება ქალაქი ბერლინი.
1788 – ავსტრალიაში დაარსდა პირველი ბრიტანული კოლონია – სიდნეი.
1875 – ამერიკელმა ჯორჯ გრინმა დააპატენტა პირველი სტომატოლოგიური „ბორმანქანა“.
1886 – გერმანელმა კარლ ბენცმა მიიღო პატენტი სამბორბლიან ავტომობილზე შიდაწვის ძრავით.
1924 – კომუნისტებმა პეტროგრადს უწოდეს ლენინგრადი.