კოქტეილი ტეკილათი
საჭირო ინგრედიენტები: 4 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი, 300 მილილიტრი ფორთოხლის წვენი, 300 მილილიტრი ანანასის წვენი, 100 მილილიტრი ტეკილა, 300 მილილიტრი თეთრი მშრალი ღვინო, ყინულის ნატეხები, შაქრის სიროფი, 3 სადილის კოვზი თეთრი შაქარი და ფორთოხლის ქერქი, მოსართავად.
მომზადების წესი: ბოკალის პირი ამოავლეთ შაქრის სიროფში, შემდეგ კი ფრთხილად – თეთრ შაქარში და გააშრეთ. ყავისფერი შაქარი, ფორთოხლისა და ანანასის ცივი წვენი, ტეკილა და ღვინო აურიეთ და ბოკლებში გადაანაწილეთ. ჩაუმატეთ ყინულის ნატეხები და მორთეთ ფორთოხლის ქერქით.