კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შიში... საშიშია...

ენერგიის გამცემი

 

ქალი ისეთი უნდა იყოს, მასთან ურთიერთობა ენერგიით გავსებდეს. ასეთ ქალს ვერც ერთი მამაკაცი ვერ დაუდგება წინ და არასდროს დარჩება ყურადღების მიღმა.

წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნოა, როცა გვერდით გყავს ქალი, რომლის გავლენითაც, თითქოს მზე უფრო ძლიერ ანათებს, ცხოვრება გაცილებით იოლია და ადამიანებიც ბევრად დადებითები არიან.

ქალი მამაკაცზე მეტი ენერგიის მატარებელია. ანუ, ყველა ქალს შეუძლია, იყოს ენერგიის გამცემი. მაგალითად, თუნდაც, უბრალო შეკითხვაზე პასუხსაც კი, დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ხალისით, ძალდაუტანებლად პასუხობ და თან იღიმები, მოსაუბრეს პოზიტიურად განაწყობ. შეიძლება, საერთოდ არ გაინტერესებთ ამბავი, რომელსაც ის გიყვებათ, მაგრამ, თუ გამოხატავთ და არ დაიშურებთ ინტერესს, პლუს ერთი, თქვენს სასარგებლოდ იქნება. აქტიური და პოზიტიური –  აი, მთავარი სავიზიტო ბარათი, რომელიც გულების გახსნის საუკეთესო საშუალებაა.

საინტერესოა, იცოდეთ, რომ მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებმაც ბევრი იციან და კარგი მეხსიერებაც აქვთ. გაივარჯიშეთ გონება. დაიხსომეთ სახეები, რიცხვები, ფრაზები... ამით ტვინსაც მიაწვდით საზრდოს და ადამიანებთან ურთიერთობაც გაგიადვილდებათ.

 

შიში... საშიშია...

 

მამაკაცების ოთხმოცი პროცენტი მშიშარაა და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თაყვანისმცემელი, რომელიც გუშინ სიყვარულს გეფიცებოდათ, დღეს უკვალოდ გაქრეს. თქვენ შეიძლება, სამომავლო გეგმებიც კი გქონდათ უკვე დაწყობილი, მაგრამ...

დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ამაში დამნაშავე არ ხართ. ის, რომ ზოგიერთ ქალს შესანიშნავად გამოსდის ურთიერთობა მამაკაცებთან და ისინი მის გარშემო ბუზებივით ირევიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამ ქალებზე ნაკლები ხართ ჭკუით ან გარეგნობით. მიზეზი სხვაა. მათ იციან ის, რისთვისაც თქვენ ყურადღება არ მიგიქცევიათ. მაგალითად, ის, რომ კაცები მშიშრები არიან. ამას მათ დასამცირებლად, ან შეურაცხყოფისთვის არ ვამბობთ. არც იმას ვცდილობთ, რომ ვინმეს მამაკაცური ღირსება დავაკნინოთ. ამ სიტუაციაში მთავარი ქალის საქციელია. სწორედ ეს განაპირობებს მამაკაცის შემდგომ ნაბიჯებს ურთიერთობაში. ანუ, ზოგიერთი ქალი ისე იქცევა, რა თქმა უნდა, უნებლიეთ, მამაკაცების უმრავლესობას ურჩევნია, თავის გვერდით არა თავდახრილი მონა ჰყავდეს, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებს მის ყველა ახირებას, არამედ პიროვნება – მიზანდასახული, წარმატებული და შემდგარი. თანასწორი, რომელთანაც ცხოვრება საინტერესო იქნება. შეიძლება, მამაკაცი არც აღიარებდეს და ხმამაღლა არ ამბობდეს ამას, მაგრამ ეს ასეა. თუ არ დააფასებთ საკუთარ თავს და კაცის წინაშე თავდახრილი, შემცბარი და მუდმივად სინდისის ქენჯნის განცდით იქნებით, მას თქვენთან ურთიერთობა აღარ მოუნდება!

სუსტი და დაუცველი

 

ქალი სუსტი და დაუცველი უნდა იყოს – ეს მცდარი მოსაზრება  საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ქალბატონებში და ძალიან უშლის მათ ხელს პირადი ცხოვრების მოწყობაში. რატომ უნდა მოაჩვენო ვინმეს თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში არ ხარ?! კარგია, როცა შენზე ვიღაც ზრუნავს, მაგრამ, დაფიქრდით:  ქმარი გჭირდებათ თუ ძიძა, რომელსაც, ადრე თუ გვიან, თქვენი ლოლიავი აუცილებლად მობეზრდება?! თუ ბავშვობაში დედიკო და მამიკო მეტისმეტად ზრუნავდნენ თქვენზე და ახლა ელოდებით კაცს, რომელიც ესტაფეტას გადაიბარებს მათგან, ამით მხოლოდ დროს დაკარგავთ. მართალია, მამაკაცი სუსტი ქალის გვერდით თავს გაცილებით ძლევამოსილად გრძნობს და უფრო თავდაჯერებულია, მაგრამ, თუ ზედ ჩამოეკიდებით, აუცილებლად გაუჩნდება თქვენი „ჩამოფერთხვის“ სურვილი. ხოლო, თუ კაცი თანახმაა, ცოლად შეირთოს ბავშვი-გოგონა და მერე აღმოაჩენს, რომ ცოლი ერთბაშად „გაიზარდა“, საკუთარი აზრიც გაუჩნდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც, იმედი აუცილებლად გაუცრუვდება... ანუ, ქალი ზოგჯერ მართლაც უნდა იყოს სუსტი და დაუცველი, მაგრამ, მხოლოდ მაშინ, როცა ამისი საჭიროება არსებობს. ხოლო, იმის მიხვედრას, თუ როდის დგება ამის საჭიროების დრო, უკვე ჭკუა სჭირდება. ერთი სიტყვით, მთავარი ჭკუაა და, კიდევ, ქალური ლოგიკა. დანარჩენი კი უკვე „ტექნიკის“ საქმეა...

 

კონტროლი და ეჭვიანობა

 

როგორ შეიძლება, გიყვარდეს და არ იეჭვიანო მასზე? როგორ შეიძლება, კაცს ბოლომდე ენდო?! შეიძლება, „კონტროლი” ძალიან ცუდი სიტყვაა და არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს, როცა მას აკონტროლებენ, მაგრამ, ნებაზეც ხომ ვერ მიუშვებ?! ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, თანაც, არანაკლებ სერიოზული.

არიან კაცები, რომლებსაც ურთიერთობის რაღაც ეტაპზე მოსწონთ მკაცრი, კრიტიკული, „აღმზრდელი“-პარტნიორები. ამ ტიპის მამაკაცების კატეგორიას ძირითადად „დედიკოს ბიჭები” მიეკუთვნებიან. თუმცა, გადის დრო და „დედიკოს ბიჭებიც“ იზრდებიან, უჩნდებათ „ფრთების გაშლის სურვილი“ და, პრობლემებიც მაშინ იწყება. შედეგად, ყოველგვარი პოზიტიური გრძნობა ქრება და ჩნდება ერთადერთი სურვილი – რაც შეიძლება შორს გაიქცეს ასეთი ქალისგან. რა თქმა უნდა, თუკი ბუნებით ხართ მკაცრი, პრინციპული, კატეგორიული და კრიტიკული, ერთბაშად ვერ შეიცვლებით, სიყვარულიც კი ვერ უშველის ამას; მაგრამ, თუ გრძნობა ძლიერია, მაშინ, ძალიან უნდა მოინდომოთ და გამოგივათ! რაც შეეხება ეჭვიანობას, ურთიერთობა ნდობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია – ეს ლამის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანია. რთულია, არ იყო ეჭვიანი და არც სადავეები მიუშვა. ჩუმად თუ მოიპოვებთ ინფორმაციას, ეს ცუდი არ იქნება, მაგრამ, დაკითხვა არ უნდა მოუწყოთ, შეკითხვებით სული არ უნდა ამოხადოთ;  თუ სამსახურიდან მოსვლას დააგვიანებს, ისტერიკაშიც არ უნდა ჩავარდეთ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერ სიტუაციაში შეეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე!

 

მომისმინე... მოგისმენ...

 

არ არსებობს ერთი მართალი, მით უმეტეს –  ოჯახში. თუ ფიქრობთ, რომ ცოლ-ქმარს შორის ერთი და ისიც ცოლი, ყოველთვის მართალია, ძალიან ცდებით. ასეთი რეალობით თქვენი ურთიერთობა კრახისთვის არის განწირული. აუცილებელია, ნებისმიერ სიტუაციაში მოუსმინოთ პარტნიორს. იმიტომ კი არა, რომ მტყუან-მართალი გაარკვიოთ, არამედ, იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუგოთ – სწორედ ეს არის მთავარი. ანუ, თუ არ შეგიძლიათ, მოუსმინოთ სხვას, მით უფრო, საკუთარ პარტნიორს, მაშინ, თქვენს ურთიერთობას დიდი დღე არ უწერია. ხომ გინდათ, თქვენი ესმოდეთ?! მაშინ, ჯერ მას მოუსმინეთ, თორემ, საბოლოოდ, გამოვა, რომ ილაპარაკებთ დაუსრულებლად, თქვენს ლაპარაკს კი არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ეს იქნება ცალ კარში თამაში. კაცებს მოსწონთ, როცა ქალი სასიამოვნო მოსაუბრეა, როცა ის არ არის გულგრილი მისი პრობლემისადმი. თუ ამ ყველაფერს მოახერხებთ, თქვენი ურთიერთობა მეტ სიღრმესაც შეიძენს და საინტერესო და მყარიც გახდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, ეს ადვილი ნამდვილად არ არის!

скачать dle 11.3