კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ვარგა ოჯახში გატეხილი ჭურჭლის შენახვა და მაგიდაზე მჭრელი საგნების ღამით დატოვება

ყველა ცდილობს, პრობლემებს თავი აარიდოს, ბედნიერად იცხოვროს, ირგვლივ სანდო და ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს, მაგრამ, ცხოვრება სასტიკია და ყოველთვის ისე როდი ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ბევრს ცხოვრებაში არ უმართლებს და სადარდებელი მეტი აქვს, ვიდრე გასახარელი. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მერი ამბობს, ცხოვრება არც ისე რთულია, თუ მისი მართვა იცი და, შეგიძლია, მოვლენები შენს სასარგებლოდ შემოატრიალო. როგორ მოვახერხოთ ეს, როგორ გავთავისუფლდეთ ცუდისგან და დავიბედოთ სამომავლოდ ბედნიერება, ამაზე თავად ქალბატონი მერი მოგვცემს რეკომენდაციებს.

 

მერი: ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი დადის და ყველა თავის წილ სიხარულს, დარდსა და ტკივილს ატარებს. ძნელია მათი სურვილებისა და წუხილის ამოკითხვა, თუმცა, ნებისმიერს ყველაფერი ისედაც სახეზე აწერია. ეს ცხოვრება კი არც ისე რთულია, რასაკვირველია, თუ მას თავად ვმართავთ და ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების რჩევებს გავითვალისწინებთ. ცხოვრების მართვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, უფრო სწორად, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული გავხადოთ. არსებობს წესები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა დაიცვან – ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან. მაგალითად, საღამოს მაგიდაზე თავღია ჭურჭლის დატოვებამ ღამით საცხოვრებელში ბოროტების გავრცელება იცის; გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს; ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის; სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ, ბედის შეცვლა იცის; ნუ დაგვით იატაკს მაშინ, როცა ოჯახის რომელიმე წევრი გზაშია; ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი – ეს ბედზე ცუდად აისახება... მოკლედ, შემიძლია, უამრავი ასეთი რჩევა მოგცეთ. სულ ახლახან დადგა ახალი წელი და, უმჯობესია, გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები – ეს მთელი წლის განმავლობაში თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.

– კონკრეტულად, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მხრივ?

– გეტყვით, რომ ბედისწერა მჭიდროდაა დაკავშირებული ავგაროზებთან, თუმცა, ხშირად ავგაროზისა და თილისმის მნიშვნელობები გაიგივებულია. არადა, ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. თილისმა არის ნივთი, რომელიც რამე კონკრეტული შემთხვევისთვისაა შექმნილი. მისი დამზადებისას გათვალისწინებულია ფორმა, მასალა და შეფერილობა. ამის შემდეგ თილისმა იწყებს საჭირო ენერგიის „გადმოფრქვევას” იმ ადამიანზე, რომელიც მას ატარებს. ავგაროზი კი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს, თუ მას დამუხტავთ დადებითი ენერგიით, კოსმიურ პროგრამირებასთან, ანუ, ბედისწერასთან დაგაკავშირებით.

უამრავი ავგაროზი იყიდება, რომლებსაც აწერია, რისთვის უნდა ატაროს ადამიანმა, თუმცა, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ არასწორად შერჩეული ავგაროზის დროს ირღვევა მისი კავშირი ბედისწერასთან და, შესაძლოა, მისი გავლენა  უკიდურესად ნეგატიურიც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, ამერიკაში ყოველ წელს ახალ ავგაროზს ყიდულობენ და ამით იბევებენ წარმატებებს  მთელი წლის განმავლობაში. იქ ასეთი რამეების მეტად სჯერათ. ადამიანი, რომელიც ასეთ ავგაროზს ატარებს, მას თავისი ენერგიით მუხტავს, ის კი გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რაც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი.  

– როგორ უნდა ატაროს ადამიანმა თავისი დამცავი ავგაროზი, რომ მან სიკეთე, მატერიალური კეთილდღეობა და წარმატებები მოუტანოს პირად ცხოვრებაში?

– ავგაროზი მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ეხებოდეთ, ხედავდეთ, გრძნობდეთ. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, რომ ავგაროზი, რომელიც წარმატებების მომტანია ერთი პიროვნებისთვის, შესაძლოა, მეორისთვის სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ამიტომ, სხვისი ავგაროზი თქვენ არ გამოგადგებათ. ის ინდივიდუალურია და ყველას თავისი უნდა ჰქონდეს.

– და მაინც, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ავგაროზი, რომ მან მთელი წლის განმავლობაში წარმატება და ბედნიერება მოგვიტანოს?

– აუცილებელია, რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება. ის, არ უნდა იყოს გლუვი და არ ჰქონდეს მახვილი კუთხეები. მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან, მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენს შორის. ავგაროზის დამუხტვის ყველაზე იოლი ხერხია მისი შეხება სხეულთან. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ. გულზე დაკიდებული ავგაროზი ნელ-ნელა იმუხტება და მას უდიდესი დახმარების გაწევა შეუძლია მისი მფლობელისთვის. ასე რომ, ავგაროზსა და ბედისწერას შორის უდიდესი კავშირია და ეს უნდა გახსოვდეთ.

– გამიგია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს თილისმის ფერს და, ასევე, კონკრეტული ფერები მოქმედებს გათვალვის საწინააღმდეგოდ. 

– დიახ, თილისმის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. უძველესი მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი; ასევე, გათვალვის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა თეთრი და შავი. უფრო რთულადაა საქმე ყვითელ ფერთან. ამიტომ, ოკულტური ზეგავლენისადმი მგრძნობიარე ადამიანმა, რომელიც ადვილად იღებს თვალს, არ უნდა ჩაიცვას ყვითელი ტანსაცმელი. საერთოდ, ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად გრძნობენ.

– ძველად, საქართველოში მიაჩნდათ, რომ ავ და ბოროტ სულებს ხმაურით ადვილად დააფრთხობდნენ. ესეც სიმართლეა?

– ძველად ხმაურის საშუალებით ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს უშლიდნენ ხელს. ამის შესახებ უამრავი ჩანაწერი არსებობს უძველეს ეზოთერიკულ ლიტერატურაში. გეტყვით იმასაც, რომ გათვალვის არიდება უფრო იოლია, ვიდრე მისგან განკურნება. ასე რომ, ეს რჩევა გაითვალისწინეთ და შეძლებისდაგვარად ეცადეთ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს.

 

скачать dle 11.3