კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: კბილის გათეთრების რა საშუალებას შეიძლება მივმართო?

პასუხი: სახლის პირობებში არ გირჩვეთ კბილების გათეთრების მცდელობას, რადგან, შეიძლება, დაიზიანოთ კბილის მინანქარი (ემალი). მიმართეთ სტომატოლოგს. 

კითხვა: ამბობენ, რომ 1 ჭიქა წყალში გარეული 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი წონის დაკლებას უწყობს ხელს. არის თუ არა ეს მეთოდი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო?

პასუხი: თუ დარწმუნებული ხართ, რომ კუჭ-ნაწლავის მხრიდან პრობლემები არ გაქვთ, შეიძლება ყოველდღიურად, უზმოზე მხოლოდ 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის მიღება, თანაც, არა სუფთა სახით, არამედ, უნდა გაიხსნას 1 ჭიქა (ოთახის ტემპერატურის) თაფლიან წყალში (1 ჩაის კოვზი თაფლი). არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავთა წყლულოვანი დაავადება და ღვიძლის ციროზიც კი. 

კითხვა: რომელი თვიდან რეაგირებს ბავშვი თავისი სახელის დაძახებაზე?

პასუხი: თავისი სახელის დაძახებაზე ბავშვი უფრო ხშირად რეაგირებს 7-8 თვის ასაკიდან. 

კითხვა: ჩემს 2 წლის ბიჭს ხშირად უოფლიანდება ფეხები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

პასუხი: ეცადეთ, ბავშვის ფეხსაცმელი იყოს ბუნებრივი ტყავის და ჰქონდეს რამდენიმე წყვილი ხშირად გამოსაცვლელად. ხშირადვე უნდა გამოუცვალოთ მას წინდებიც. თუმცა, ფეხის ოფლიანობა შეიძლება რაიმე დაავადების სიმპტომიც იყოს.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, თხილეულმა გაგასუქოს?

პასუხი: თხილეული მაღალი კალორიულობით ხასიათდება, ამიტომ, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება გამოიწვევს როგორც წონაში მატებას, ისე საკვების მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კითხვა: გამიგია, რომ გრეიპფრუტი წონაში დაკლებას უწყობს ხელს. ამ მიზნით, ერთი კვირის განმავლობაში ვაპირებ ყოველდღე თითო ცალის მიღებას და, მაინტერესებს, ჭამის წინ ვჭამო თუ ჭამის შემდეგ? 

პასუხი: ყოველი ჭამის წინ უნდა მიირთვათ ნახევარი გრეიპფრუტი – ეს დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში. გასათვალისწინებელია უკუჩვენებები: უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პათოლოგიები. 

კითხვა: მყავს წლისა და 7 თვის გოგონა. რამდენიმე კვირაა, შევამჩნიე, რომ კბილებს აკრაჭუნებს. ერთხელ რომ დავუშალე, იმის შემდეგ, თითქოს ძალით აკეთებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და მოგვიწევს თუ არა ბავშვის მიყვანა ნევროპათოლოგთან?  

პასუხი: შესაძლოა, ბავშვს კბილები ამოსდის და ამით არის განპირობებული მისი ამგვარი ქცევა, ამიტომ, ნუ გაამახვილებთ ამაზე ყურადღებას. 

კითხვა: ფეხზე, ნეკთან და ცერთან, გამომივიდა ხრტილოვანი წანაზარდები, სავარაუდოდ, პოდაგრა. როგორ შეიძლება წანაზარდის მოშორება?

პასუხი: პირველ ყოვლისა, მიმართეთ ტერფის სპეციალისტს – პოდიატრისტს, რათა დადგინდეს, ხომ არ არის აღნიშნული წანაზარდი დაკავშირებული ტერფის ორთოპედიულ პათოლოგიასთან. შეიძლება, წანაზარდის გაჩენა განპირობებული იყოს ბრტყელტერფიანობით და, მაშინ, აუცილებელი იქნება სპეციალური სუპინატორის ტარება.

 

скачать dle 11.3