კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბენ სტილერი: ჰოლივუდის მთავარი კომიკოსი

ბენ სტილერის  ახალი ფილმი „უოლტერ მიტის არაჩვეულებრივი ცხოვრება” „ოსკარის” ერთ-ერთ ფავორიტ ფილმად სახელდება. გარდა ამისა, ახლო მომავალში შედგება ბენ სტილერის ბლოკბასტერის, „ღამე მუზეუმში” მესამე ნაწილის პრემიერა. ამგვარად, თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი მთავარი კომიკოსი მსახიობისთვის 2014 წელი ნაყოფიერი უნდა იყოს.

* ბენჯამინ ედვარდ სტილერი 1965 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში, მსახიობების – ჯერი სტილერისა და ენ მირის ოჯახში. ბენს ჰყავს უფროსი და, ემი სტილერი. 10 წლის ასაკში ბენის დებიუტი შედგა სატელევიზიო, სერიალ „კეიტ მაკშეინში”, სადაც დედამისი მთავარ როლს ასრულებდა. 1983 წელს ბენ სტილერი კალიფორნიაში, კინემატოგრაფიის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თუმცა, ცხრა თვის შემდეგ, სწავლას თავი დაანება, დაბრუნდა ნიუ-იორკში და სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა. 1980-ინ წლებში ბენი მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებდა, ხოლო 1987 წელს სამსახიობო კარიერა დაიწყო. 

* ბენ სტილერის დებიუტი კინოში 1987 წელს შედგა, სტივენ სპილბერგის ფილმში „მზის იმპერია”. 1989 წელს ის იუმორისტული ტელეშოუს, „ღია ეთერი შაბათ საღამოს”  აქტიური სტუმარი გახდა. 

* ბენ სტილერის სიმაღლე 170 სანტიმეტრია.

* მსახიობის პოპულარობამ პიკს 1998 წელს მიაღწია, როცა კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი „რამდენიმე რამ მერის შესახებ”. 2000 წელს კი ფილმ „შეხვედრა მშობლებთან” ეკრანებზე გამოსვლამ ბენ სტილერს მსოფლიო კინოვარსკვლავის სტატუსი მოუტანა. საგულისხმოა, რომ თავდაპირველად, გრეგ ფაკერის როლზე ჯიმ კერის კანდიდატურა განიხილებოდა. თუმცა, საბოლოოდ, პროდიუსერებმა არჩევანი ბენ სტილერზე შეაჩერეს.

* ბენ სტილერის ჰობი სერფინგი და თევზაობაა. ის ყოევლ ზაფხულს მამასთან ერთად ალასკას სტუმარია, სადაც ისინი თევზაობენ.

* ბენ სტილერის საყვარელი სერიალი „სტარ ტრეკია”.

* ბენ სტილერი პოპულარულ ჯგუფ „ლიმფ ბიზკიტის” კლიპ „როლინგშია” გადაღებული.

* ბენ სტილერი ამერიკის დემოკრატიული პარტიის წევრია.

* სხვადასხვა დროს ბენ სტილერი ხვდებოდა მსახიობებს: ჯინ ტრიპლჰორნს, ჯანინ გაროფალოს, კალისტა ფლოკჰარტს და ამანდა პიტს. 2000 წელს კი მსახიობ კრისტინ ტეილორზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს – ელა ოლივია სტილერი და ქუინლან დემპსი სტილერი.

* ბენ სტილერი ცაციაა.

* ჟურნალმა „ფიფლმა” ბენ სტილერი პლანეტის ყველაზე სექსუალურ კომიკოს მსახიობად დაასახელა.

* ბენ სტილერი ებრაელია, მისი წინაპრები რუსები, ირლანდიელები და ავსტრიელები იყვნენ.

* ყველაზე მეტად ბენ სტილერს მოჩვენებების ეშინია.

 

скачать dle 11.3