კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხაელ შუმახერი – მსოფლიო ავტოსპორტის „წითელი ბარონი”

„სტაბილურად მძიმე” – ასე ახასიათებენ ექიმები მიხაელ შუმახერის მდგომარეობას. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ავტომრბოლელი 2013 წლის 29 დეკემბერს საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. ამჟამად შუმახერი კომაში იმყოფება და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

* პრესაში მიხაელ შუმახერს ხშირად მოიხსენიებენ „წითელ ბარონად”, „მზის ბიჭად,” ან, უბრალოდ – „შუმი”. პირველი მსოფლიო ომის დროს „წითელ ბარონს” უწოდებდნენ დაუმარცხებელ გერმანელ „ასს”, მფრინავ ბარონ მანფრედ ფონ რიხტჰოფენს, რომელიც წითელი ფერის აეროპლანით დაფრინავდა. სწორედ მასთან შედარების გამო უწოდეს შუმის „წითელი ბარონი” – ისიც დაუმარცხებელია და წითელი „ფერარი” ჰყავს.

* მიხაელ შუმახერი 1969 წლის 3 იანვარს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰიურტ-ჰერმიულჰაიმში დაიბადა. მისი, როგორც ავტომრბოლელის კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამის, როლფ შუმახერის მიერ გახსნილ კარტინგის ტრასაზე პირველად მიუჯდა კარტინგის საჭეს. 5 წლის ასაკში მიხაელი ავტორბოლებში მონაწილეობდა კარტინგში, პარალელურად კი ძიუდოთი იყო დაკავებული, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი ავტოსპორტზე გააკეთა. 14 წლის ასაკში მიხაელი პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიის მფლობელი გახდა და 1980-იან წლებში რამდენჯერმე დაეუფლა გერმანიისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარტინგში. 

* მიხაელ შუმახერის დებიუტი „ფორმულა 1-ში” შედგა 1991 წელს, ბელგიის გრანპრის გათამაშებაში, „ჯორდანის” საჯინიბოს გუნდში, ხოლო მომდევნო სეზონიდან ის უკვე „ბენეტონ-ფორდის” გუნდის წევრი იყო და ამ გუნდის შემადგენლობაში გაიმარჯვა პირველად „ფორმულა 1-ის” რბოლაში. გამარჯვება მან თავისთვის სადებიუტო, ბელგიის გრანპრისთვის ასპარეზობის დროს მოიპოვა და სამი ქულით გაუსწრო ლეგენდარულ აირტონ სენას. იმ რბოლის დროს მიხაელს ღია ყვითელი ფერის კომბინეზონი ეცვა და სწორედ ამის გამო უწოდეს მას „მზის ბიჭი”.

* მიხაელ შუმახერი „ფორმულა 1-ის” აბსოლუტური რეკორდსმენია: იგი ავტორბოლების შვიდგზის ჩემპიონია; მას ეკუთვნის გამარჯვებების რეკორდული რაოდენობა – 91, 155 პოდიუმი, 13 გამარჯვება ერთ სეზონში და 77 ყველაზე სწრაფი წრე სეზონში; გარდა ამისა, შუმახერი ზედიზედ ხუთჯერ ინარჩუნებდა „ფორმულა 1-ის” ჩემპიონის ტიტულს, რაც ასევე რეკორდია. 

* ცნობილია მიხაელ შუმახერის გატაცება ფეხბურთით. ის პერიოდულად მართავს ამხანაგურ მატჩებს მეგობრებთან ერთად და შემოსულ თანხას ქველმოქმედებაში რიცხავს. 2008 წელს მიხაელი შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის ელჩად წარადგინა. „წითელ ბარონთან” ერთად „ევრო-2008-ის” ელჩები იყვნენ: ფეხბურთელი სტეფან შაპუიზა, ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და მოთხილამურე ბერნჰარდ რუსი.

* მიხაელ შუმახერი გადაღებულია ფილმში – „ასტერიქსი და ობელიქსი ოლიმპიურ თამაშებზე”. მან მეეტლის როლი განასახიერა და რა თქმა უნდა, მისი გმირი თავიდან ბოლომდე წითელ ფერებში იყო გამოწყობილი.

* მიხაელ შუმახერი სიგარების დიდი მოყვარულია. განტვირთვის დროს კი ალკოჰოლის მიღებაზეც არ ამბობს უარს. 

* მიხაელ შუმახერის პირველი ავტომობილი იყო „ფიატი 500”, თუმცა, პირველად ის კარტინგის საჭეს მიუჯდა.

* მიხაელ შუმახერი სკაიდაივინგით არის გატაცებული. ის ექსტრემალია.

* მიხაელ შუმახერს გაფორმებული აქვს კონტრაქტი ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიასთან – თავისი სიცოცხლე მან 90 მილიონ ევროდ დააზღვია. ხელშეკრულების თანახმად, ინვალიდობის შემთხვევაში, მიხაელი 20 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, 20 მილიონ დოლარს მისი ოჯახის წევრები მიიღებენ.

* მიხაელის ოჯახი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის მახლობლად, ქალაქ ვუფლენს-ლე-შატოში ცხოვრობს. მიხაელის მეუღლე, კორინა ბეტჩი-შუმახერი, 1987-1991 წლებში „ფორმულა 1-ის” მრბოლელს, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენს ხვდებოდა, სწორედ მან გააცნო ერთმანეთს კორინა და მიხაელი და ისინი 1995 წელს დაქორწინდნენ. მიხაელს ორი შვილი ჰყავს: ქალიშვილი – ჯინ-მარია და ვაჟი – მიკი, რომელიც, მამის მსგავსად, ავტოსპორტს გაჰყვა და იუნიორებში ასპარეზობს, თუმცა, დედის გვარით, რათა მამის გვარის გამო ყურადღება არ მიიპყროს. მიხაელის ძმა, რალფ შუმახერი, ასევე „ფორმულა 1-ის” მრბოლელია.

* 2006 წელს შეიხმა მოჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაქტუმმა, „ფორმულა 1-ის” დიდმა ქომაგმა, მიხაელ შუმახერს  ხელოვნურ არქიპელაგ „ზი ვორლდში” 7 მილიონ დოლარად შეფასებული კუნძული აჩუქა.

скачать dle 11.3