კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დენის როდმანის საჩუქარი ჩრდილოეთ კორეას

დენის როდმანის საჩუქარი ჩრდილოეთ კორეას

სკანდალებით განთქმულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, 90-იანი წლების უძლეველი „ჩიკაგო ბულზის” წევრმა, დენის როდმანმა, ორიგინალურად მიულოცა დაბადების დღე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს და პოპულარული სიმღერა – „ჰეფი ბიორსდეი” შეასრულა ათასობით მაყურებლის წინაშე. NBA-ს ხუთგზის ჩემპიონმა, მეგობრებთან ერთად, კიმ ჩენ ინს სიურპრიზი მოუწყო და ფხენიანში კალათბურთის ვარსკვლავებისგან შემდგარი გუნდი ჩაიყვანა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა, რამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა ჩრდილოკორეელ დიქტატორს. 

 

ჰადლსტოუნმა თმა გაყიდა

ინგლისური „ჰალ სიტის” ფეხბურთელმა ტომ ჰადლსტოუნმა რამდენიმე ხნის წინ პირობა დადო, რომ, სანამ არ გაიტანდა გოლს ინგლისის პრემიერლიგაში, თმას არ შეიჭრიდა. ფეხბურთელმა პირობა შეასრულა და „ფულემის” კარში გატანილი გოლის შემდეგ თმა შეიჭრა, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა შეჭრილი. საკუთარი თმა ჰადლსტოუნმა „იბეის” აუქციონზე 6 300 ფუნტ სტერლინგად გაყიდა, მიღებული თანხა კი ქველმოქმედებას მოახმარა.

 

ოზილის ძვირად ღირებული ავტომობილი

„არსენალის” გერმანელ ფლეიმეიკერს, მესუთ ოზილს, ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი ჰყავს ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის – ოზილის კუთვნილი „ფერარი 458” 170 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს. იმავე მარკის ავტომობილებით გადაადგილდებიან ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი, ჯონ ტერი, ნანი, ფრენკ ლამპარდი, მიკა რიჩარდსი და მატიე ფლამინი, მაგრამ, მათი „ფერარების” ფასები გაცილებით ნაკლებს ფასობენ.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2022 ზამთარში ჩატარდება

2022 წელს ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ზამთარში გაიმართება. ცნობა ოფიციალურად დაადასტურა „ფიფას” გენერალურმა მდივანმა, ჟერომ ვალკემ. ვალკეს თქმით, მუნდიალი, ტრადიციული ივნისი-ივლისის ნაცვლად, დეკემბერ-იანვარში ჩატარდება – 15 დეკემბრიდან15 იანვრამდე პერიოდში. ცნობილია, რომ დროის ამ მონაკვეთში ყატარში ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება 25 გრადუსს ცელსიუსით და ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში სავსებით მისაღებია. ცნობისთვის, ივნის-ივლისში ყატარში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს და ასეთ პირობებში ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის სტადიონზე ყოფნა დიდ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული.

скачать dle 11.3