კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნიშნავს ეკლესიაში სიარული ეკლესიურ ცხოვრებას და როგორ უკეტავენ მორწმუნეები საკუთარი ქცევით სხვა ადამიანებს ეკლესიისკენ მიმავალ გზას

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხშირად დავდივართ ეკლესიაში, ვლოცულობთ, აღსარებას ვაბარებთ, თითქოსდა ზედმიწევნით ვიცავთ საეკლესიო წესებს, ეს, საბოლოოდ, მაინც არ არის საკმარისი. კარგად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, საკმარისია თუ არა ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანისთვის მხოლოდ ეკლესიაში სიარული, აღსარების თქმა, ზიარება, თუ, ღმერთი ჩვენგან სხვა რამესაც მოითხოვს? ამიტომ, ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– მაცხოვარი შესანიშნავად ბრძანებს და ასახელებს ოთხ საფეხურს, რომელთა გავლითაც ადამიანს შეუძლია, ცხონდეს და მივიდეს უფალთან – ეს არის ჯვარცმის საფეხურები. ყველა, ვინც მიაშურებს ეკლესიას, უნდა დაფიქრდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა ეკლესიაში თუ ფეხის ხმას აჰყვა, მართლა დარმუნებულია ღმერთის არსებობაში თუ, უბრალოდ, აინტერესებს, რა ხდება ეკლესიაში; ან, როდესაც მივიდა ეკლესიაში, თავი თვისი უარყო თუ ისევ იმ ადამიანად დარჩა, ვინც მანამდე იყო და მხოლოდ გარეგნულად ისწავლა ეკლესიური ტერმინები, ქმედებები, ხატის ამბორი, სანთლის დანთება, ზიარება. ადამიანი, შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ, ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარტებისგან. ამის ნათელი მაგალითია ძველი აღთქმის ეკლესია, ებარელებს, რომლებიც თავს იწონებდნენ, რომ იყვნენ ღმერთის შვილები, ფარისევლობდნენ, ადრეც და ახლაც არა ებრაელებს, არა იუდეველებს არ მიიჩნევენ ადამიანებად და ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ისრაელიანები და ღმერთი იყო მხოლოდ მათთვის. პავლე მოციქული ახალ აღთქმაში, კერძოდ კი, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, კარგად შეაგონებს ებრაელებს: „აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით, იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან, რჯულიდან გისწავლია. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნათელი ხარ ბნელში მყოფთათვის“. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი თავს იმით იწონებს, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. რატომ ჰგონიათ ამ ადამიანებს, რომ ეს ყველაფერი აცხონებთ და უკეთესები არიან სხვებზე?! ჩვენ ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ეკლესიაში სიარულს. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის ნებით, მითითებით, უფლის მცნებებით ცხოვრებას.

– ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ ეკლესიაშია ქრისტიანი და, როგორც კი გარეთ გამოვა, საზოგადოებაში, სამსახურში, ოჯახში სულ სხვა სახეს წარმოაჩენს ხოლმე. 

– ყველას, ვინც მიიღო ცხონების საწყისი – მოინათლა, ეზიარება – მას ცხონების შანსი აქვს და, შესაბამისად, მოშიშებით, თავგამოდებით უნდა გაუფრთხილდეს ამ საგანძურს. რაც უნდა უფალს, ის უნდა ვიყოთ უფლის თვალში და არა ის რაც ჩვენ გვინდა, რომ უფალი იყოს ჩვენთვის. ეკლესიურობა ისე კი არ გვესმის, როგორც არის, არამედ, ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ კათოლიკეებივით მოვირგეთ ეკლესიური აზროვნება, წესი და კანონები – ისე ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც შევძლებთ და არა ისე, როგორც უფალს სურს, გავაკეთოთ. როდესაც ვამბობთ, რომ მოქცეულები ვართ; გვინდა, რომ ჩვენი ახლობელი, ოჯახის წევრი მოვიყვანოთ ეკლესიაში და ვწუხვართ, გული გვწყდება იმაზე, რომ ვერ მოვაქციეთ, ვერ მოვიყვანეთ ტაძარში, ამ დროს ძალიან მწარედ ვცდებით. ჩვენ ეკლესიაში საკუთარმა თავმა კი არ მოგვიყვანა ან სხვა ადამიანმა, არამედ, სულიწმიდის მადლმა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ეკლესიურობა ნაყოფიერი იყოს და სხვამ დაინახოს, რომ ჩვენით იდიდება ღმერთი, პირადი ქმედებითა და ლოცვით უნდა მოვაქციოთ სხვები. შეიძლება, იმ ადამიანმა რომლის ეკლესიაში მოყვანაც გინდათ, თქვენში ვერ დაინახოს ეკლესიური ცხოვრება. ხანდახან მათ ჩვენივე საქციელით ვაბრკოლებთ და ისინი არ მოდიან ეკლესიაში. ხშირად უფალს ჩვენთვის კარგი უნდა, მაგრამ, ჩვენ ჩვენი უგუნური ქმედებით ვუკეტავთ მას გზას. ადამიანური აზროვნებით, ადამიანური ქმედებით, შეგონებებით (ადამიანურში ვგულისხმობ ხორციელსა და მატერიალურს) ვაბრკოლებთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ერთმა ადამინმა რომ ილოცოს სწორად, რომ იმოღვაწეოს სწორად, რომ იმოქმედოს მართებულად, მის გარშემო ბევრი ჩაფიქრდება იმაზე, რომ ღმერთი არსებობს, რომ მასთან მისვლა აუცილებელია. „ტაძარში მივდივარ,” „მოძღვარი მყავს,” „მარხვას ვინახავ“ – მოდური სიტყვები გახდა და ჩვენ ძალიან ვემსგავსებით ძველი აღთქმის იუდეველებს. ამიტომაც, ხშირად უნდა ვესაუბროთ მოძღვარს. ცივი აღსარება, ფურცელზე ჩამოწერილი და მაინცდამაინც ზიარების წინ – არ არის კარგი. ჩვენ უნდა გამოვყოთ დრო, მოძღვარს ვთხოვოთ და ვესაუბროთ ეკლესიური ცხოვრების, ცხონების შესახებ, რას გვასწავლის უფალი. უნდა წავიკითხოთ წმიდა მამების დატოვებული დიდი საგანძური. თუ კარგად წავიკითხავთ წმიდანების ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიას, მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ აჩრდილია იმისა, რაც ადრე იყო. ბუნებრივია, ოცდამეერთე საუკუნის ადამიანს ისეთსავე ქრისტიანულ ცხოვრებას ვერ მოსთხოვ, როგორიც იყო პირველ და მეორე საუკუნეებში, მაგრამ, ისეც არ უნდა გახდეს საქმე, რომ  ჩვენ ქრისტიანობის ანარეკლი დაგვჩეს. მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვრობთ, როგორც ჩვენ გვინდა. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით ცხოვრობს – ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და, ამ დროს, ამ ყველაფერს არქმევს ეკლესიურობას, რომ ყველაფერი უფლის ნებით მოხდა; ძალიან ხშირად ახსენებს ეკლესიას, უფალს, არადა, შორს არის ყოველგვარი საუფლოსგან, ეკლესიურისგან. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ უფალთან ურთიერთობას, რადგან, ის ძალიან სათუთი, მისტიკური, სათნო და გასაფრთხილებელია. დავფიქრდეთ იმაზე, რომ, ვინც ეკლესიაში დავდივართ, უკან არ აღმოვჩნდეთ. ხოლო, ისინი, ვინც დღეს არ დადიან ეკლესიაში, შეიძლება, მოვიდნენ და დაიკავონ ჩვენი ადგილი და „უკანანი გახდნენ წინანი“. მახსოვს, ერთმა მოძღვარმა იქადგა იმ ადამიანებზე, რომლებიც არ დადიან ეკლესიაში: შეიძლება, ეს ხალხი იმიტომ არ მოჰყავს ღმერთს ეკლესიაში, რომ თქვენ არ დააბრკოლოთ ისინი, ვისაც ეკლესიურები გქვიათო. წმიდა მამების ასეთი გამონათქვამიც არსებობს: „საბრალოა ის ადამიანი, ვისაც ჰქვია ქრისტიანი და არ იცის, რა არის ქრისტიანობა.” 

– არც მრევლის მნიშვნელობის, ერთმანეთთან ურთიერთობის შესახებ ვიცით არაფერი. 

– როდესაც ადამიანი ეკლესიიდან გადის, მას ავიწყდება, ვის გვერდით იდგა, ვისთან ერთად ლოცულობდა და ავიწყდება კვიპრიანე კართაგენელის შეხედულება „მამაო ჩვენოზე“. როდესაც უფალმა ლოცვა გვასწავლა, თავიდანვე ჩადო მასში ჩვენი ერთობა და მოგვთხოვა იმის ცოდნა, რომ თქვენ ხართ ეკლესიად შეკრებილი ხალხიო. მოგეხსენებათ, რომ ეკლესია ნიშნავს ხალხთა კრებულს, შორიდან მოხმობას იმ ადამიანებისა, ვინც ერთად იკრიბება უფლის სადიდებლად. მაცხოვარი ბრძანებს: „როცა ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვიქნები მათთან.” როგორც ის არის ერთარსება, სამსახოვანი, ერთობით არის მასში მამა, ძე და სულიწმიდა, ასე უნდა იყოს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ. ნახეთ, რას ამბობს იოანე ღვთისმეტყველი – ეს სიტყვები ყოველთვის საღვთო ლიტურგიაზე წარმოითქმება სასულიერო პირების მიერ: „იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ“. თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება და, უნდა გვიყვარდეს კიდეც, აქედან გამომდინარე, ნაყოფი ამ სიყვარულისა იქნება ერთობით აღიარება ჯერ ღმერთისა და მერე – ჩვენი ურთიერთობისა და პატივისცემისა. გაერთიანებასა და მრევლურ ურთიერთობას ღმერთი მოითხოვს ჯერ სულის ცხონებაში, სასუფევლის დამკვიდრებაში და შემდეგ – ამსოფლიურ გარკვეულ ურთიერთობაში. ვისაც ჰქვია დღეს მრევლი, მას ისეთი საუბარი და ქმედებები უნდა ჰქონდეს, ისეთი მოწყალე და კეთილი უნდა იყოს, რომ, მრავალმა წარმართმა, სხვა სარწმუნოების მქონემ დაინახოს ეს სიყვარული და მათაც გაუჩნდეთ სურვილი, გახდნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. დღეს ადამიანი ეკლესიაში მოდის გაყინული, ცივი და ის მრევლთან ურთიერთობამ უნდა გაათბოს და გაალღოს. სანამ ადამიანი აღსარებას იტყვის, ქადაგებას მოისმენს, მანამდე მას მრევლის წევრები ყურადღებას უნდა აქცევდენ, ეფერებოდნენ, ასწავლიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ძალიან ბევრი კარგი მრევლი დადის ეკლესიაში და მათი ქმედება ოჯახებში, საზოგადოებაში, სამსახურში იწვევს ბევრის მოქცევას – ისინი მოდიან ეკლესიაში და ამბობენ: გვინდა, თქვენი მრევლი გავხდეო. 

 

скачать dle 11.3