კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ვუყო ცოდვას, რომლის თქმასაც მოძღვრის წინაშე ვერ ვბედავ?

პასუხი: მოძღვარი ღმერთმა იმისთვის მოგივლინათ, რომ მასთან ყოველი ცოდვა მოინანიოთ. ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა და სიმძიმე და, თუ მას აღსარებაში არ გაამხელთ, როგორ მოიშორებთ ამ სიმძიმეს? ყოველი ადამიანი სცოდავს, აღსარება კი ლამაზი სიტყვებისა და საქმეების წარმოსაჩენად არ დაუწესებია უფალს. აღსარების დროს ცოდვებს ვებრძვით და მისგან გათავისუფლებას ვცდილობთ. ხოლო, თუკი კონკრეტული მოძღვარი გაბრკოლებთ, შეგიძლიათ, სხვა მოძღვარს ჰკითხოთ რჩევა და მას გაუმხილოთ უთქმელი ცოდვა.

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხო ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის მიმართ სავედრებლად უნდა წაიკითხოთ დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნნი“. საერთოდ, დილის ლოცვებს უფრო დიდი მადლი და დატვირთვა აქვს, ვიდრე გვგონია. თუ ყოფაში უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ სხვებს, ვისი დახმარებაც გვინდა, ეს ადამიანები ლოცვებში მოვიხსენიოთ. ქვეყნისა და ხალხისთვის ლოცვით მათ დიდ სიკეთეს მოვუტანთ.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვა-ვედრებას?

პასუხი. ლოცვას არა აქვს ფასი, როდესაც მას უყურადღებოდ წარმოვთქვამთ და, შესაბამისად, ის არ მიემართება უფლისკენ. თავად უფალი ასეთ მლოცველებზე ბრძანებს: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“ (მათე 15.8).

კითხვა: რატომ ითვლება ცოდვად აზარტული თამაშები?

პასუხი: აზარტული თამაშები იმიტომ არის მძიმე ცოდვა, რომ მის გზაზე შემდგარი ადამიანი კარგავს მთავარ საუნჯეს – ნების თავისუფლებას და  ემონება აზარტის ვნებას. ამ ყველაფრის შედეგად კი მოგებული რჩება მხოლოდ ბოროტი ძალა, რომელიც ადამიანს სულიერად და ხორციელად ფიტავს.

скачать dle 11.3