კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე თქვა უარი ირაკლი სირბილაძემ წარმატებული კარიერის გამო და როგორ გახდა ის ფინური ფეხბურთის ქართველი მარგალიტი

ფინეთში ირაკლი სირბილაძის სახელი უკვე ხუთი წელია, კარგად არის ცნობილი. „ინტერ ტურკუს“ ქართველი ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, ფინელების მარგალიტია. მის ანგარიშზეა  ის პრიზები, რაც კი, შეიძლება, თავდამსხმელს ჰქონდეს. ფინეთში ორჯერ გახდა საუკეესო ბომბარდირი, ამდენჯერვე – საუკეთესო თავდამსხმელი და საუკეთესო ლეგიონერი. მან კუთვნილი შვებულება საქართველოში გაატარა და 5 იანვარს უკან გაემგზავრა.  

 

– რამდენი წელია, რაც ფინეთში ცხოვრობ და სპორტულ კარიერას უცხო ქვეყანაში განაგრძობ?

– უკვე მეხუთე წელია ფინეთში ვცხოვრობ და ვთამაშობ ფეხბურთს.

– მართალია, საქართველოში შენი ნიჭი სათანადოდ არ დაფასდა, მაგრამ, ფინელებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და, ამ ხუთი წლის განმავლობაში, მგონი, ყველა ჯილდო მიიღე, რაც კი შეიძლება, რომ ფეხბურთელმა მოიპოვოს: საუკეთესო ლეგიონერი, ყველაზე მეტი გატანილი გოლის ავტორი, საუკეთესო თავდამსხმელი და ასე შემდეგ. დაგრჩა რამე ჯილდო მისაღები?

– ყველა პრიზი მიღებული მაქვს ორ-ორჯერ, ერთი, რაც დამრჩა, ფინეთის ჩემპიონობაა, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვებთ. ამჯერად მეორე ადგილზე ვართ.

– წლებია, ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც თითქმის სულ ზამთარია. არ გაგიჭირდა?

– ძალიან არ გამჭირვებია, უბრალოდ, თავიდან რთული იყო, რადგან, პირველად რომელ ქალაქშიც ჩავედი, ყინვა 40 გრადუსამდე აღწევდა. თუმცა, იქ ისეთი სავარჯიშო პირობებია, სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. იმის მიუხედავად, რომ დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ, მე დამოუკიდებლად ფიტნესკლუბშიც დავდივარ დამატებით და, უფრო მეტს ვვარჯიშობ, ვიდრე ჩემი თანაგუნდელები. საერთოდ, როცა უცხოეთში ჩადიხარ სათამაშოდ, მინიმუმ ერთი თავით მაღლა მაინც უნდა იდგე მათზე. ვცდილობ, ეს ყველაფერი გავამართლო. 

– გავიგე, რომ კვების რაციონი გაქვს ბევრისთვის წარმოუდგენელი, რადგან, უამრავ რამეზე თქვი უარი. მოდი, გვითხარი, შენი აზრით, როგორ უნდა იკვებოს ნამდვილმა სპორტსმენმა?

– დიახ, ბევრ რამეზე ვთქვი უარი, მაგალითად ჩემთვის არ არსებობს ჩაი, ყავა, „ფანტა”, „კოკა-კოლა” და სხვა გაზიანი სასმელები, მზესუმზირა აღარც მახსოვს ბოლოს რამდენი წლის წინ ვჭამე. რთულია, დეტალურად მოგიყვეთ, რადგან, ძალიან ბევრი რამე მაქვს ამოღებული კვების რაციონიდან. მაგალითად, პური არ შეიძლება ვჭამოთ ხორცთან და შემწვარ კარტოფილთან ერთად; ასევე, წყლის დაყოლება არ შეიძლება საჭმელზე – ან ჭამამდე უნდა დალიო 15 წუთით ადრე, ან – ჭამის შემდეგ ერთ-ორ საათში.

– მაშინ, ის მითხარი, რას ჭამ?

– ზეთში შემწვარს არაფერს არ ვჭამ. ძირითადად, მივირთმევ წიწიბურას, ბრინჯს, ქათმის ხორცს და ასე შემდეგ. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და საერთოდ არ ვიზღუდები. რაც მჭირდება, ყველაფერს ჩემით ვიმზადებ. 

– აქ რომ ჩამოდიხარ, არც ხინკალს არ ჭამ და ქართველებისთვის სხვა საყვარელ კერძებს?

– არა, არ მიჭამია. რაც ჩემთვის სასარგებლო არ არის, არ ვჭამ.

– ფინეთში რამდენ ხანს გეგმავ დარჩენას?

– ზუსტად არ ვიცი. ახლახან ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ გამიფორმეს, ერთი წლის შემდეგ კი შევთანხმდებით, ვნახოთ, როგორ მოიქცევიან. 

– ფინელების მარგალიტი ხარ. შენი აზრით, საქართველოში რატომ ვერ დაგაფასეს?

– იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან მიშლიდნენ ხელს, ბევრს არ უნდოდა, რომ თავი გამომეჩინა. ვიღაც-ვიღაცეების მშობლებს არ უნდოდათ, რომ ფეხბურთი მეთამაშა და, მათ შვილებზე უკეთესი მე გამოვჩენილიყავი. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ამიტომ, საერთოდ წავედი აქედან. 1982 წელს დაბადებული ფეხბურთელებიდან ყველამ დაანება თავი თამაშს, მარტო მე დავრჩი, რადგან, ბევრმა ვერ გაუძლო ასეთ უსამართლობას, მე კი ჩემი მშობლებისა და მეგობრების დახმარებით დავძლიე ყველაფერი. ფინეთამდე რუსეთშიც ვთამაშობდი და შვედეთშიც. თბილისის „ლოკომოტივში” ვითამაშე ყველაზე დიდხანს. 

– ვინც მაშინ ვერ დაგაფასა, ახლა რას ამბობენ, როცა პრიზს პრიზე იღებ და მოსაგები, ფაქტობრივად, აღარაფერი დაგრჩა?

– ახლა უკვე ბევრის მეგობარი და ძმაკაცი გავხდი – თურმე, გული შესტკივათ ჩემზე და მგულშემატკივრობენ. 

– ფეხბურთის თამაშს რომ დაანებებ თავს, მწვრთნელის პოზიციაზე გადახვალ? როგორც ვიცი, ფინელებისგან შემოთავაზება გაქვს.

– არ არის გამორიცხული. ფეხბურთი ისე მიყვარს, არ ვიცი, როდის დავანებებ თავს თამაშს. სანამ ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, ვითამაშებ, მინიმუმ, ათი წელი მაინც. მერწმუნეთ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ფორმაში და რეჟიმში იყო და კარგად ივარჯიშო. 6 წლიდან ვვარჯიშობ, ანუ, უკვე 25 წელია, ფეხბურთს ვთამაშობ. 

– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ხომ არ არის რამე სიახლე?

– სიახლე ის არის, რომ მომწონს ერთი გოგო, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ურთიერთობა ძალიან კარგად ავაწყვეთ. ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით და, რომ ჩამოვედი, პირველად მაშინ ვნახეთ ერთმანეთი. რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს. 

– ერთი წლით ტოვებ მას საქართველოში? 

– არა, ზაფხულში აუცილებლად ჩამოვალ, შეიძლება, მანამდეც, თუ გამომიჩნდა რამდენიმე დღე. ისეთი კარგი გოგოა, რომ იმსახურებს ამას. ძალიან კარგი, თავმდაბალი და წესიერი გოგოა; გარეგნულადაც ძალიან ლამაზია.

– იმედია, მალე დაოჯახდებით და მომავალზეც იზრუნებთ, რადგან, ქართულ ფეხბურთს პატარა „სიბოები“ ძალიან სჭირდება. 

– დაოჯახებაზეც ვფიქრობ, რადგან, უკვე დროა. 

– გისურვებ, 2014 წელი კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს შენთვის!

– მადლობა.

 

скачать dle 11.3