კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააშვილა ჩვილი ლაგოდეხის სამშობიარო სახლიდან და როგორ ეძებს ნუკრიანში მცხოვრები ქალი თავის ბიოლოგიურ მშობლებს

34 წლის მანანა ზაურის ასული ხუციშვილი (აღმზრდელების გვარი) ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.

ისტორია: ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს. ვიცი, რომ დავიბადე ლაგოდეხის სამშობიარო სახლში 1979 წლის 17 აგვისტოს (შესაძლებელია, თვე და რიცხვი გადაკეთებული იყოს). ბიოლოგიური მშობლების ვინაობა ჩემთვის უცნობია. სამწუხაროდ, ჩემი აღმზრდელი მშობლები გარდაცვლილები არიან და მათგან უკვე ვერაფერს გავიგებ. ძალიან მინდა, ბიოლოგიური მშობლები მოვძებნო და გავიცნო. მაინტერესებს, რა მიზეზით გამაშვილეს და საერთოდ, ვინ არიან ისინი, მყავს თუ არა და-ძმა. მე ნუკრიანში ვცხოვრობ და ვიმედოვნებ, ჩემი ბიოლოგიური მშობლები სადმე, საქართველოში უნდა იყვნენ.

– როდის ან როგორ გაიგე, რომ ნაშვილები ხარ და როგორი რეაქცია გქონდა ამაზე?

– საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნაშვილები ვიყავი, რადგან ჩემი აღმზრდელები ამას არასდროს მაგრძნობინებდნენ. პატარა ვიყავი, დაახლოებით 12-13 წლის, როცა სახლში, სრულიად შემთხვევით, გადავაწყდი ჩემი შვილად აყვანის საბუთებს. ბუნებრივია, კითხვა ვიცოდი, ყველაფერს მაშინვე მივხვდი და გაოგნებული დავრჩი. გავბრაზდი და მთელი საბუთები დავწვი. იმ საბუთებში ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზეც იყო მწირი ინფორმაცია, მაგრამ მაშინ ამაზე სულ არ მიფიქრია. შემდგომ უკვე გავარკვიე, რომ ჩემს აღმზრდელებს ლაგოდეხის სამშობიარო სახლიდან წამოვუყვანივარ, სადაც იმ დროს მამიდაჩემი (ანუ, აღმზრდელი მამის და მუშაობდა). სამწუხაროდ, ჩემ შესახებ მეტი არაფერი ვიცი.

– როდის გადაწყვიტე ბიოლოგიური მშობლების მოძებნა და სიმართლის გარკვევა?

– ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები. მაგრამ, სანამ ჩემი აღმზრდელები ცოცხლები იყვნენ, არ მინდოდა, მათ ენერვიულათ. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბიოლოგიური მშობლების მოძებნა მინდა. ჩემი ახლობლისგან (რომელსაც დედის მოძებნაში ეხმარებით) გავიგე თქვენ შესახებ და გადავწყვიტე, მომემართა. ამჟამად მე თვითონაც დაოჯახებული ვარ და მართლა გულით მინდა, ბიოლოგიური მშობლების მოძებნა და სიმართლის გარკვევა.

– მამიდაშენისთვის, რომელიც სამშობიარო სახლში მუშაობდა, თუ გიკითხავს შენი ამბავი, იქნებ მან რაიმე იცის, ან ახსოვს...

– სამწუხაროდ, ის არაფერს მეუბნება და სხვა გამოსავალი არ მაქვს, დამოუკიდებლად, იმ მწირი ინფორმაციითა და თქვენი დახმარებით, უნდა ვცადო ბიოლოგიური მშობლების მოძებნა. იქნებ კახეთში ცხოვრობენ ან, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. შეიძლება, მათ სულაც სხვა რამ უთხრეს სამშობიარო სახლში (ეს სავარაუდოა), ყველაფერი შეიძლება.

– მათი პოვნის შემთხვევაში, რას ფიქრობ, როგორ აეწყობა თქვენი ურთიერთობა? თუკი აღმოჩნდება, რომ გაგაშვილეს, ამას თუ აპატიებ მათ?

– მთავარია, ვიპოვო ისინი და ყველაფერში გავერკვევით. ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. თუ მე ნამდვილად გაშვილებული ვარ, მაშინ ისღა მრჩება, ვიფიქრო, რომ მათ ამგვარი საქციელის მიზეზი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მინდა მათი ნახვა და გაცნობა, მით უმეტეს, თუ დედმამიშვილებიც მყავს. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება რა უნდა იყოს?! იმედი მაქვს, ფიზიკურად ჩემს რომელიმე ბიოლოგიურ მშობელს ვგავარ და სურათით მიხვდებიან, რომ მათ შვილი ეძებს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3