კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიძლება იყოს უბედური ქალი, რომელიც ყველას ბედნიერი ჰგონია

სიყვარული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. უფრო პირიქით – ზოგჯერ სწორედ სიყვარულია პრობლემების შემქმნელი და ჩიხში შემყვანი. ძალიან ბევრი ქალი ფიქრობს, რომ სიყვარულის გარეშე გაცილებით მშვენიერია ცხოვრება. რომანტიზმს პრაგმატიზმი ცვლის, ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება კი ბევრად ამართლებს. მაგრამ, რა მოვუხერხოთ გულს? ნუთუ ყოველთვის შეიძლება მისი გაკონტროლება? ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ საკუთარ თავზე მუშაობით ყველაფერს მიაღწევ, მით უფრო, როცა ამის სურვილი და აუცილებლობა რეალურად არსებობს.

 

დიკო (29 წლის): ქორწინებამდე ჩემი ქმარი აბსოლუტურად სხვანაირი იყო, რადიკალურად სხვა. გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: როცა გავიცანი, ყველას მოსწონდა, აღმერთებდნენ და პატივს სცემდნენ. იცით, როგორ გამაცნეს? – ეს ისეთი ადამიანია, შეუძლებელია, არ შეგიყვარდესო. ანუ, რეკლამა, პიარი, უკვე გაკეთებული ჰქონდა.

– თქვენც ამ პიარმა მოგხიბლათ?

– არა, რა თქმა უნდა. თუმცა, ვაღიარებ, რომ პოზიტიურად განვეწყვე. ხომ იცით, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ვერ ვიტყვი, დანახვისთანავე შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ, მოვიხიბლე რაინდით. აი, კაცი – როგორც არ უნდა მიჭირდეს, მაშინვე მოვარდება და მიშველის-მეთქი. ასეთი კაცი ყველა ქალისთვის სასურველია. ქალებს ხომ მოთხოვნილება გვაქვს, რომ კაცი ზრუნავდეს ჩვენზე. რეალურად კი სულ პირიქით არის ყველაფერი, მაგრამ, ილუზიების ტყვეობაში მაინც ვექცევით. ყველა კაცი საკმარისზე მეტად ძლიერია, საკუთარ თავს ყველა მიხედავს. მიუხედავად ამისა, მაინც ვეძებთ მზრუნველს და მისი პოვნით საზრუნავს ვიკიდებთ. სხვათა შორის, დავაკვირდი – კაცები, რომლებიც გარეთ ყველას ეხმარებიან და „მაშველ რგოლებად“ ევლინებიან, სახლში ბავშვივით უმწეონი არიან. სამწუხაროდ, ეს ჭეშმარიტება საკმაოდ გვიან გავიგე და ახლა რადიკალური ცვლილებები ძალიან გვიანაა. ჩემი ქმარი დღესაც თვალს ჭრის სუსტი სქესის წარმომადგნლებს. ფიზიკურად ადამის ღირსეული შთამომავალია. შეხედავ და იტყვი, ამას ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინო. რეალურად კი უმძიმესი სიტუაციაა.

– თქვენ არ გიყვართ ქმარი?

– უკვე მიჭირს ერთგვაროვანი პასუხი გაგცეთ. სიყვარული ზოგჯერ გვახრჩობს და ნორმალურ ცხოვრებაში ხელს ძალიან გვიშლის, ისევე, როგორც საკუთარი წარმოსახვის უნარი.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ ქმრებს იმით, რომ მათ ისეთ თვისებებს მივაწერთ, რეალურად საერთოდ რომ არ აქვთ. მერე ვიყვარებთ ჩვენივე წარმოსახვით შექმნილ გმირებს და თავსაც ვიღუპავთ. როგორც გითხარით, ჩემი ქმარი დღესაც ძალიან მოსწონთ ქალებს. საერთოდ არ იცნობენ და იმიტომ. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არისო, ხომ გაგიგიათ. გარეთ „ბრწყინვა“ კი ნამდვილად, შეუძლია, ვერაფერს იტყვი. ისე გიყურებს, შეუძლებელია, ამ მზერამ არ მოგნუსხოს და მოგაჯადოვოს. საკუთარ თავზე მაქვს ეს გამოცდილი. მომნუსხა, მომაჯადოვა და ეგ იყო, სხვა არაფერში ივარგა. გეგონება, შეცვალეს. ხმას ვერ ამოაღებინებ. რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, რამდენი შეკითხვაც არ უნდა დაუსვა, დუმს. თითქოს საერთოდ არაფერი ესმოდეს. ჭკუიდან გადავყავარ. არადა, სანამ ჩემი მოხიბვლის მცდელობები ჰქონდა (სპეციალურად არ ვამბობ, შეყვარებული იყო-მეთქი იმიტომ, რომ ეს სიყვარული არ არის) სულ სხვანაირი იყო.

– რატომ ფიქრობთ ასე?

– სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობაა – ეს არის რეალობა და ეს არის სწორი. როგორ შეიძლება, გაიძახოდე – მიყვარს, მიყვარსო და საერთოდ არ ზრუნავდე მასზე, მისი ცხოვრებით არ ცხოვრობდე?! სხვათა შორის, შორიდან, უცხო თვალით, მე ძალიან ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ისეთის, ყველაფრით კმაყოფილი რომ არის და ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. ხალხში ჩემი ქმარი შემომციცინებს, თვალს არ მაცილებს და ისეთი პოზა უჭირავს, თითქოს ჩემი ყველა სურვილის შესასრულებლად მზად არის. ასეთ დროს ვფიქრობ, ნეტავი, ვინმემ იცოდეს, სინამდვილეში როგორი უბედური ვარ-მეთქი.

– კონკრეტულად რა გიქმნით უბედურების განცდას?

– გეტყვით: ჩემი მოთამაშე ქმარი – ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით, ანუ, აზარტულ თამაშს არ ვგულისხმობ. მსახიობია და თავის ნიჭს იყენებს. ეტყობა, ეს მის ხასიათში ზის და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. უნდა მოგესმინათ, რა სიტყვებს მეუბნებოდა, სანამ მისი ცოლი გავხდებოდი. შეუძლებელი იყო, არ დამეჯერებინა – მაშინ ხომ კარგად არ ვიცნობდი. ზუსტად ისეთი ქალი მჭირდება, როგორიც შენ ხარ და, გპირდები, ცხოვრების ბოლომდე არაფერს მოგაკლებ, ყურადღებითა და სიყვარულით გაგანებივრებო. სასიამოვნო ჰიპნოზში მამყოფა კარგა ხანს. საკუთარ თავზე კონტროლი მქონდა დაკარგული. შეიძლება, ამიტომაც ვეღარ ჩავწვდი მის ჭეშმარიტ ბუნებას. საღი აზრი ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს ქალმა. ამიტომაც არ არის საჭირო ეს მახრჩობელა სიყვარული. ერთ კვირაში როგორ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ჭკუა სად მქონდა? თავიდანვე მივეცი საშუალება, მართვის სადავეები მთლიანად იმას აეღო ხელში. ყველაფერი გამოარკვია ჩემ შესახებ. სულში ჩამიძვრა, რომ იტყვიან და, ბოლომდე გამშიფრა. დილიდან ის მიგეგმავდა დღეს და თავის ნება-სურვილზე დავყავდი.

– ეს ცუდია? ანუ, კაცი რომ გეგმავს ოჯახში ყველაფერს, პასუხისმგებლობებიც მასზე არ გადადის?

– ნურას უკაცრავად. რომელი პასუხისმგებლობები, რას ამბობთ? საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია. წარმოდგენაც არა აქვს, ეს რა არის. მანამდე იყო პრინციპული, ყურადღებიანი და თავაზიანი, სანამ საქორწინო ბეჭედს წამომაცვამდა თითზე და თავისად დამიგულებდა.

– იმის თქმა გინდათ, რომ არ უყვარხართ?

– არ ვიცი და უბედურებაც სწორედ მაგაშია. მგუდავს მაგისი ეგრეთ წოდებული სიყვარული. მე არ უნდა მყავდეს მეგობრები, არ უნდა ვიარო ნათესავებში... მე ხომ გყავარ, სხვები რაღაში გჭირდებაო. იმაზეც კი „ჭედავს“, როცა ჩემს დასთან ან მშობლებთან მივდივარ. თუ შენი ნახვა უნდათ, ჩვენთან მოვიდნენო. თავიდან, სანამ ახალი ოჯახი გვქონდა, ვეთანხმებოდი, ვეგუებოდი და ისე არ ვბრაზდებოდი, მაგრამ, ოთხი წელია, უკვე სულს მიხუთავს ჩემი ქმრის იდიოტური „ოფოფები”. მისთვის ყველაფერი დასაშვებია – ის ხომ კაცია, ოჯახის თავი. მე კი ვინ ვარ? ვიღაც უუფლებო „დანამატი“ და ბედნიერი უნდა ვიყო იმით, რომ ვუყვარვარ. სადაც არ უნდა წავიდე, თუნდაც ჩემი საცვლების საყიდლად, უკან მომყვება. იმიტომ კი არა, რომ ეჭვიანობს, უბრალოდ, მისი სურვილი ჩემი ცხოვრების კონტროლია. ტყუილი არ ვიცოდი და მასწავლა. ხასიათი შემიცვალა. სულ მეტირება და მოწყენილი ვარ. აღარაფერი მახარებს, თანაკურსელების შეკრებაზე ვიყავი და სული ამომხადა. ჯერ, სანამ წავიდოდი, შეკითხვებით გამაგიჟა: ვინ იქნებიან, რამდენ ხანს დარჩები, რას გააკეთებთ... ლამის საერთოდ აღარ წავედი. ხმას ამოვიღებ, გავბრაზდები და – მე ხომ მიყვარხარო, მეუბნება. იქ ყოფნისას ყოველ ოც წუთში მირეკავდა და ძალიან მალე მომაკითხა. მარტო მე კი არა, ვინც იქ იყო, ყველა შეწუხდა. ახლა ჩემი მეგობრები აღარც კი მეპატიჟებიან სადმე – მიაჩნიათ, რომ ასე პრობლემას არ შემიქმნიან. იცით, რა საშინელ დღეში ვარ? ის უნდა ვჭამო, რაც ქმარს ჯანსაღ და სასარგებლო პროდუქტად მიაჩნია; ის უნდა ჩავიცვა, რაც მას მოსწონს. წიგნი ვერ წამიკითხავს სახლში – ამას იმიტომ აკეთებ, რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდაო. ციყვივით მის გარშემო როგორ უნდა ვიხტუნო მუდმივად? მობილური დამირეკავს და – პირველი თვითონ ეცემა, რომ ნახოს, ვინ რეკავს და რა საქმეზე. აბა, გავბედო და არ მოვახსენო სიტყვასიტყვით, რა ხდება და რატომ – მაშინვე საშინელ სკანდალს აწყობს. მშვენიერი სამსახური მქონდა. იმდენი ქნა, სადაც თვითონ მუშაობს, იმ ოფისში გადამიყვანა. ტუალეტში ვერ შევსულვარ მის გარეშე. რანაირად არის  ეს სიყვარული, ამიხსენით. მე ქმარი ვარ და მე უფრო ვიცი, რა და როგორო. ნეტავი, ნორმალურია საერთოდ? თვითონ თავისუფალი პირადი სივრცე სჭირდება თურმე და მე მხოლოდ მისი სიყვარულით უნდა ვისაზრდოო.

– გაძლევთ ეჭვიანობის საფუძველს?

– რომ არაფერი ვიცი მის შესახებ, როგორ გიპასუხოთ? ამიტომაც ვარ უბედური. ახლა ხვდებით? შემშალა ჭკუიდან. რომ გავეყარო, ისეთი პიარი აქვს საკუთარი თავისთვის გაკეთებული, ყველა მე გამამტყუნებს – ასეთი ქმარი როგორ ვერ შეიფერა ამ დებილმაო. ვის შევჩივლო, რა მჭირს? ვერავინ გამიგებს, დარწმუნებული ვარ.

– თვითონ ქმარს რომ დაელაპარაკოთ?

– ელაპარაკე, რამდენიც გინდა. არ უნდა და არ იგებს. თავისი მყარი პრინციპები აქვს: თუ  მიყვარს ქმარი, ასეთი ცხოვრება სამოთხედ უნდა მესახებოდეს. მიხვდით, რაშია ჩემი პრობლემა?! ფაქტობრივად, გამოუვალი სიტუაცია მაქვს. იცით, როგორი დიდი სიხარულით და სიამოვნებით გავიჩენდი საყვარელს და მერე ვეტყოდი ჩემს იდიოტ ქმარს – გიღალატე-მეთქი?! უბრალოდ, ვერ შევძლებ – მეც ხომ მაქვს ჩემი პრინციპები. მორალი არ მომცემს ამის უფლებას, თორემ, მართლა მინდა, გეფიცებით. სული მეხუთება და ვიხრჩობი.

– თქვენმა ქმარმა რომ გაიჩინოს საყვარელი?

– ვაიმე, ნეტავი გაიჩინოს და მომშორდეს. ჩემი ხელით ჩავულაგებ ტანსაცმელს და გავუშვებ. გამიხარდება კიდეც. მაგრამ, მეეჭვება, ამ მონსტრისგან თავი დავიხსნა. სამწუხაროდ, თამაში მეც მიწევს, იმიტომ, რომ ყველას ვერ ავუხსნი, რა მჭირს. არც არის საჭირო... უმრავლესობას შენი უბედურება უხარია და თავს გაჩვენებს, ვითომ ძალიან წუხს, რეალურად კი სეირს უყურებენ. მე ცირკის სპილო არ ვარ, რომ ვიღაც ჩემი უბედურების ხარჯზე გაერთოს. როგორმე თავად უნდა მივხედო ამ პრობლემას, მაგრამ, როგორ, ჯერ არ ვიცი.

 

скачать dle 11.3